“დღეს ჩემს არხებს გადავცემ ირინას, პერინატალური რეგიონული ცენტრის ხელმძღვანელს ხარკოვში, უკრაინაში, სადაც ის ეხმარება დედებს მშობიარობაში. გადადით ჩემს ისტორიებზე, რათა მეტი გაიგოთ იმ საოცარი საქმის შესახებ, რასაც ირინა და მისნაირი ჯანდაცვის მუშაკები აკეთებენ სიცოცხლის გადასარჩენად უკრაინაში. გთხოვთ, გაიღეთ, რაც შეგიძლიათ, რათა მხარი დაუჭიროთ UNICEF-სა და ირინას მსგავს ადამიანებს,” – ამბობს რამდენიმე საათის წინ გამოქვეყნებულ ვიდეოში ფეხბურთელი დევიდ ბეკჰემი, რომელიც გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) ელჩია.
დევიდ ბეკჰემის სოციალური არხების მეშვეობით მილიონობით ადამიანი ნახავს, რა ხდება ხარკოვში.
კომენტარები