შეერთებული შტატების თავდაცვის მდივანმა ლოიდ ოსტინმა დღეს განაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის კამპანია უკრაინაში “შეჩერებულია”, რის გამოც მან იქ მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ “ამაზრზენი” თავდასხმებს მიმართა.
„ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში, ჩვენ ვნახეთ ქალაქების და მშვიდობიანი მოსახლეობის განზრახ მიზანში ამოღება“, – განუცხადა ოსტინმა ამერიკულ ტელეარხ CBS-ს.
„მე მჯერა, რომ ის დგამს ამგვარ ნაბიჯებს, რადგან, როგორც ადრე იყო აღწერილი, მისი კამპანია შეჩერდა. მას არ შეუძლია მიაღწიოს მიზნებს ისე სწრაფად, როგორც მას სურდა რომ მიეღწია. ასე რომ, ის მიმართავს ტაქტიკის ტიპებს, რომლებსაც ჩვენ ყოველდღიურად ვხედავთ. ეს მართლაც ამაზრზენია”, – დასძინა პენტაგონის ხელმძღვანელმა.
შეერთებული შტატების თავდაცვის მდივანმა ისიც აღნიშნა, რომ ჯერ კიდევ არ არის მტკიცებულება იმისა, რომ დაქირავებული სამხედროები ან უცხოელი მებრძოლები უკრაინაში რუსეთის დასახმარებლად გამოჩნდნენ.
“ჩვენ არ გვინახავს დაქირავებულთა გამოჩენა ბრძოლის ველზე“, – თქვა მან.
კომენტარები