რუსეთში ალა პუგაჩოვას ქვეყნიდან წასვლა ჯერ კიდევ ვერ გადაიტანეს. “პრიმადონაზე” ყოველდღიურად ვრცელდება სხვადასხვა ინფორმაცია.
თავდაპირველი ვერსიით ალა ოჯახით შვილთან, კრისტინე ორბაკაიტესთან გაიქცა ამერიკაში, თუმცა შემდეგ წერდნენ, რომ ბრიტანეთში იმყოფებოდა. ბოლო ინფორმაციით პუგაჩოვა და მაქსიმ გალკინი ტყუპ შვილთან ერთად ისრაელში, საყვარელ ქალაქ კესარიაში ისვენებდნენ.
რუსულ პრესაში თითქმის ყოველდღე იბეჭდება მაქსიმ გალკინისა და ალა პუგაჩოვას დამამცირებელი სტატიები. სოციალურ ქსელში გავრცელებული ოჯახური ფოტოს განხილვისას, ასეთ ტექტსაც შეხვდებით: “პუგაჩოვასა და გალკინის გარეგნობა ისეთივე უიმედოა, როგორც მათი სახის გამომეტყველება. შოუმენი და მომღერალი აშკარად გაწამებულები გამოიყურებიან, დაუვარცხნელი და უბრალო ტანსაცმელში არიან გამოწყობილი. “ნემალახოვის” არხზე გადაღებული სურათის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, ალას და მაქსიმს საკუთარ თავზე ზრუნვის ძალაც არ შესწევთ”.
კომენტარები