NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»სამართალი»ბრიტანეთის ორი ყოფილი პრემიერ-მინისტრი შეუერთდა პეტიციას, რომელიც პუტინის საერთაშორისო ტრიბუნალზე გასამართლებას ისახავს მიზნად

ბრიტანეთის ორი ყოფილი პრემიერ-მინისტრი შეუერთდა პეტიციას, რომელიც პუტინის საერთაშორისო ტრიბუნალზე გასამართლებას ისახავს მიზნად

19 მარ 2022 სამართალი 544 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

დიდი ბრიტანეთის ორმა ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, გორდონ ბრაუნმა და ჯონ მეიჯორმა, მოაწერა ხელი საერთაშორისო პეტიციას, რომელიც უკრაინის წინააღმდეგ ომის გაჩაღების გამო, ვლადიმირ პუტინისა და მისი გარემოცვის მოქმედებების გამოსაძიებლად საერთაშორისო ტრიბუნალის შექმნისკენ მოუწოდებს.

ბრიტანეთის ორი ყოფილი პრემიერ-მინისტრის გარდა, პეტიციას ხელი მოაწერა პოლიტიკის, სამეცნიერო და სამართლის სფეროს არაერთმა აღიარებულმა წარმომადგენელმა, დაახლოებით 140-მა ადამიანმა. მათ შორის, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ, ნიურნბერგის ტრიბუნალის ყოფილმა პროკურორმა, ბენჟამინ ფერენცმა, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს ყოფილმა თავმჯდომარემ, ნიკოლას ბრატცამ და სხვებმა.

ისინი მოუწოდებენ, რომ რუსეთის პრეზიდენტის გარდა საერთაშორისო ტრიბუნალის წინაშე წარდგეს ყველა ის თანამდებობის პირი, რომელსაც წვლილი მიუძღვის 24 თებერვალს უკრაინის წინააღმდეგ დაწყებული ფართომასშტაბიანი ინტერვენციის დაგეგმვაში.

ვებსაიტის საშუალებით დაწყებული ხელმოწერების კამპანია მიზნად ისახავს 2 მილიონამდე ხელმოწერის შეგროვებას, რასაც დიდი დრო არ დასჭირდება, ვინაიდან პეტიციამ, გორდონ ბრაუნის თქმით, უმოკლეს დროში შეაგროვა დაახლოებით 740 000 ადამიანის ხელმოწერა. „სამართლიანობისთვის, მოდი, მიზნად დავისახოთ თვის ბოლოსთვის 2 მილიონამდე ხელმოწერის შეგროვება. ეს გზავნილი უნდა მოდიოდეს ბრიტანეთიდან, რომელიც სამართლიანად ამაყობს დემოკრატიითა და კანონის უზენაესობით. ნიურნბერგში ჩვენ ნაცისტი სამხედრო დამნაშავეები გავასამართლეთ. ახლა, 8 ათეული წლის შემდეგ, ჩვენ უნდა უზრუნველვყოთ ის, რომ პუტინისათვის დადგეს განკითხვის დღე. მე ყველას მოვუწოდებ, ხელი მოაწერონ ამ პეტიციას“, – განაცხადა ბრიტანეთის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, გორდონ ბრაუნმა.

რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ 24 თებერვლიდან აწარმოებს სამხედრო მოქმედებებს, რასაც წინ უძღოდა პრეზიდენტ პუტინის მიერ უკრაინის ორი სეპარატისტული რეგიონის, დონეცკის და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების “დამოუკიდებლობის” აღიარება. მანამდე რუსეთმა მოითხოვა, რომ უკრაინა არ გახდეს ნატოს წევრი. პუტინს უკრაინაში “სპეციალური სამხედრო ოპერაციის” მიზნად გამოცხადებული აქვს უკრაინის “დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია”.

კომენტარები

TOP ბრიტანეთი 2022-03-19
ნინო ჩხეიძე
Tags TOP ბრიტანეთი
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

კახა კალაძე: უკრაინაში მიმდინარე ომს შეწირულ უკრაინელ ბავშვებს, ქალებს, მამაკაცებს შორის ჩვენი ქართველი ბიჭებიც არიან

შემდეგი სტატია

ელენა ზელენსკაია: იყავით იმ ადამიანების ხმა, ვინც დღეს ომისგან იტანჯება!

მსგავსი სტატიები

გენერალ სამსონ ქუთათელაძის საქმეზე ბრალდებული გიორგი ჭანტურიას წინასასამართლო სხდომა დღეს განახლდება

28 სექ 2018

ხორავას ქუჩაზე არასრულწლოვნების მკვლელობის საქმეზე, დანაშაულის დაფარვისთვის ბრალდებულების პროცესი დღეს იწყება

19 თებ 2018
მოსკოვში „ძედ ჰასანისა“ და „იაპონჩიკის“ მტერი დააკავეს

მოსკოვში „ძედ ჰასანისა“ და „იაპონჩიკის“ მტერი დააკავეს

10 ნოე 2017

უახლესი ამბები

  • იენს სტოლტენბერგმა მოკავშირეებს უკრაინისთვის ახალი შეიარაღების გადაცემისკენ მოუწოდა

    იენს სტოლტენბერგმა მოკავშირეებს უკრაინისთვის ახალი შეიარაღების გადაცემისკენ მოუწოდა

  • ომის შემსწავლელი ინსტიტუტი: რუსების დიდი შეტევა დაიწყო

    ომის შემსწავლელი ინსტიტუტი: რუსების დიდი შეტევა დაიწყო

  • ევროკავშირი საქართველოს ხაზინას ძირითადი რეფორმების მხარდასაჭერად 60 მილიონ ლარს გადაურიცხავს

    ევროკავშირი საქართველოს ხაზინას ძირითადი რეფორმების მხარდასაჭერად 60 მილიონ ლარს გადაურიცხავს

  • Reuters: პირველად 24 წლის განმავლობაში – სტამბოლის საფონდო ბირჟამ მუშაობა შეაჩერა

    Reuters: პირველად 24 წლის განმავლობაში – სტამბოლის საფონდო ბირჟამ მუშაობა შეაჩერა

  • გიორგი მარგველაშვილი: სააკაშვილის გადარჩენა არ შედის არცერთი სახელისუფლებო სტრუქტურის ინტერესებში, მაგრამ…

    გიორგი მარგველაშვილი: სააკაშვილის გადარჩენა არ შედის არცერთი სახელისუფლებო სტრუქტურის ინტერესებში, მაგრამ…

  • ემანუელ მაკრონი: რუსეთმა ომი არ უნდა მოიგოს

    ემანუელ მაკრონი: რუსეთმა ომი არ უნდა მოიგოს

  • თურქეთსა და სირიაში მიწისძვრის მსხვერპლთა რაოდენობამ 15 000-ს გადააჭარბა

    თურქეთსა და სირიაში მიწისძვრის მსხვერპლთა რაოდენობამ 15 000-ს გადააჭარბა

  • ზელენსკის რეაქცია ჟურნალისტის მიმართვაზე (ვიდეო)

    ზელენსკის რეაქცია ჟურნალისტის მიმართვაზე (ვიდეო)

  • გია ხუხაშვილი: სააკაშვილის გაშვების ეშინიათ

    გია ხუხაშვილი: სააკაშვილის გაშვების ეშინიათ

  • კობახიძე: პრეზიდენტის პოზიციას აქვს ერთი ახსნა, მასზე არის წნეხი გლობალური ომის პარტიის მხრიდან

    კობახიძე: პრეზიდენტის პოზიციას აქვს ერთი ახსნა, მასზე არის წნეხი გლობალური ომის პარტიის მხრიდან

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge