NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»პოლიტიკა»“საქართველოს საჰაერო სივრცე რუსეთის საჰაერო ძალების თვითმფრინავს არ გადაუკვეთავს – ცა გამოიყენა რუსეთის საგანგებო სიტუაციების მართვის სამინისტროს კუთვნილებაში არსებულმა საჰაერო ხომალდმა”

“საქართველოს საჰაერო სივრცე რუსეთის საჰაერო ძალების თვითმფრინავს არ გადაუკვეთავს – ცა გამოიყენა რუსეთის საგანგებო სიტუაციების მართვის სამინისტროს კუთვნილებაში არსებულმა საჰაერო ხომალდმა”

18 მარ 2022 პოლიტიკა 665 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს განცხადებას ავრცელებს და აცხადებს, რომ საქართველოს საჰაერო სივრცე რუსეთის საჰაერო ძალების თვითმფრინავს არ გადაუკვეთავს და საქართველოს ცა გამოიყენა რუსეთის საგანგებო სიტუაციების მართვის სამინისტროს კუთვნილებაში არსებულმა საჰაერო ხომალდმა. ამით სამინისტრო ეხმაურება მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის თანახმადაც,

რუსულმა სამხედრო თვითმფრინავმა საქართველოს საჰაერო სივრცის გამოყენებით განახორციელა ფრენა მოსკოვიდან ერევნის მიმართულებით.

სამინისტრო განმარტავს, რომ რეისი იყო ჩვეულებრივი სამოქალაქო დანიშნულების ფრენა, რომელსაც არ ესაჭიროება საქართველოს მხრიდან რაიმე დამატებითი ნებართვა.

როგორც უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, 2008 წლიდან რუსეთის სამხედრო თვითმფრინავებისთვის საქართველოს საჰაერო სივრცე დაკეტილია, ხოლო საგანგებო სიტუაციების მართვის თვითმფრინავი სამხედრო სტატუსით არ სარგებლობს.

“გვსურს, გამოვეხმაუროთ ტელეკომპანია „მთავარი არხის” მიერ დღეს გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის მიხედვით, რუსულმა სამხედრო თვითმფრინავმა საქართველოს საჰაერო სივრცის გამოყენებით განახორციელა ფრენა მოსკოვიდან ერევნის მიმართულებით.

მათივე შეფასებით, „გასაიდუმლოებულია და უცნობია, რატომ გადაიფრინა სამხედრო თვითმფრინავმა საქართველოს ცაზე,” „ჰქონდათ თუ არა ამისთვის „ქართული ოცნების” ნებართვა”, რომ ეს „შესაძლოა, გახდეს მორიგი საერთაშორისო სკანდალი, თუ საქართველო კრემლს უხსნის საჰაერო სივრცეს” და ა.შ.

პირველ რიგში, უნდა აღინიშნოს, რომ ეს ტელეკომპანია, ტრადიციულად, აგრძელებს მავნებლური, საშიში და უპასუხისმგებლო შეფასებების გაკეთებას საინფორმაციო სივრცეში, მითუმეტეს, უკრაინაში არსებული რეალობის ფონზე. „მთავარი არხის” ჟურნალისტები ავრცელებენ სრულიად გადაუმოწმებელ, მხოლოდ საკუთარი „საინფორმაციო” წყაროებიდან მოძიებული თუ პოლიტიკური ჯგუფებიდან მიღებული მესიჯებით დეზინფორმაციას და წარმართავენ საქართველოს ხელისუფლების საწინააღმდეგო კამპანიას ისეთი უპასუხისმგებლო განცხადებებით, რომლებიც უპირისპირდება არა მთავრობის საქმიანობას, არამედ ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების პოლიტიკას.

განვმარტავთ, რომ საქართველოს საჰაერო სივრცე რუსეთის საჰაერო ძალების თვითმფრინავს არ გადაუკვეთავს – საქართველოს ცა გამოიყენა რუსეთის საგანგებო სიტუაციების მართვის სამინისტროს კუთვნილებაში არსებულმა საჰაერო ხომალდმა Il-76, სარეგისტრაციო ნომრით RA76429. აღნიშნული რეისი იყო ჩვეულებრივი სამოქალაქო დანიშნულების ფრენა, რომელსაც არ ესაჭიროება საქართველოს მხრიდან რაიმე დამატებითი ნებართვა – რეისის შესასრულებლად ავიაკომპანიის მიერ ივსება მხოლოდ ფრენის ელექტრონული გეგმა და იგზავნება ქალაქ ბრიუსელში, EUROCONTROL-ის სათაო ოფისის საჰაერო ნაკადების მართვის ცენტრში, სადაც ხდება ფრენის გეგმის დარეგისტრირება საერთო ელექტრონულ ბაზაში.

აქვე აღვნიშნავთ, რომ 2008 წლიდან რუსეთის სამხედრო თვითმფრინავებისთვის საქართველოს საჰაერო სივრცე დაკეტილია. საგანგებო სიტუაციების მართვის თვითმფრინავი სამხედრო სტატუსით არ სარგებლობს”, – ნათქვამია განცხადებაში.

კომენტარები

TOP ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო 2022-03-18
ნინო ჩხეიძე
Tags TOP ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

თინა კანდელაკი: …იმიტომ, რომ რუსეთი არსოდეს დაიჩოქებს (ვიდეო)

შემდეგი სტატია

გიორგი გახარია: ეს არ არის არგაღიზიანების პოლიტიკა. ეს არის …

მსგავსი სტატიები

„ნაციონალური მოძრაობის“ ანგარიში: არსებობს ინფორმაცია, რომ შოვში სტიქიის დღეს, მაღალი თანამდებობის პირები, სუს-ის იუბილეს აღსანიშნავად, მცხეთაში, რესტორანში იმყოფებოდნენ, რაც შესაძლოა, კავშირში იყოს დაგვიანებულ რეაგირებასთან

„ნაციონალური მოძრაობის“ ანგარიში: არსებობს ინფორმაცია, რომ შოვში სტიქიის დღეს, მაღალი თანამდებობის პირები, სუს-ის იუბილეს აღსანიშნავად, მცხეთაში, რესტორანში იმყოფებოდნენ, რაც შესაძლოა, კავშირში იყოს დაგვიანებულ რეაგირებასთან

ნინო ჩხეიძე 22 აგვ 2023

მიხეილ ჯანელიძე იან კელის შეხვდა

14 დეკ 2017
ოპონენტები ყაველაშვილის ღია წერილს აფასებენ: უკრაინას აბრალებს ომის ინიციირებას და პროვოკატორებად გამოჰყავს ნატო და დასავლეთი

ოპონენტები ყაველაშვილის ღია წერილს აფასებენ: უკრაინას აბრალებს ომის ინიციირებას და პროვოკატორებად გამოჰყავს ნატო და დასავლეთი

ირაკლი შალიკაშვილი 08 ივლ 2022

უახლესი ამბები

  • ზურა ხაჩიძე: პირადად ჩემგან და ჩემი ძალიან დიდი სამეგობროსგან მიიღებთ ცხვირში!!! არავის მივცემთ უფლებას ამ ქვეყნის კანონიერად არჩეული ხელისუფლების დამხობას!

    ზურა ხაჩიძე: პირადად ჩემგან და ჩემი ძალიან დიდი სამეგობროსგან მიიღებთ ცხვირში!!! არავის მივცემთ უფლებას ამ ქვეყნის კანონიერად არჩეული ხელისუფლების დამხობას!

  • გია ვოლსკი: ვერტმფრენების თემა არის სპეკულაციური და მორალთან მწყრალად მყოფი

    გია ვოლსკი: ვერტმფრენების თემა არის სპეკულაციური და მორალთან მწყრალად მყოფი

  • ავტოსაგზაო შემთხვევა ქუთაისში – დაღუპულია 3 ადამიანი

    ავტოსაგზაო შემთხვევა ქუთაისში – დაღუპულია 3 ადამიანი

  • მედია: ნათია თურნავა ადასტურებს, რომ სავალუტო ფონდის პროგრამა “დროებით შეჩერებულია”

    მედია: ნათია თურნავა ადასტურებს, რომ სავალუტო ფონდის პროგრამა “დროებით შეჩერებულია”

  • გიორგი გიგაშვილი: ხვალ, 11:00 საათზე, კონსერვატორიასთან

    გიორგი გიგაშვილი: ხვალ, 11:00 საათზე, კონსერვატორიასთან

  • ირმა გიგანი: კონსერვატორიას ვკარგავთ, ამით იცოდეთ, რომ ქვეყანა კარგავს წამყვან სფეროს, საქართველო კარგავს საგანძურს, წლების ნაშრომ, აქამდე სიმწრით მოტანილს

    ირმა გიგანი: კონსერვატორიას ვკარგავთ, ამით იცოდეთ, რომ ქვეყანა კარგავს წამყვან სფეროს, საქართველო კარგავს საგანძურს, წლების ნაშრომ, აქამდე სიმწრით მოტანილს

  • ლოს-ანჯელესში Balenciaga-ს ახალი მაღაზია გაიხსნა (ფოტოები)

    ლოს-ანჯელესში Balenciaga-ს ახალი მაღაზია გაიხსნა (ფოტოები)

  • „დანა გამოიტანა და მეგობარს სხეულში რამდენჯერმე ჩაარტყა“

    „დანა გამოიტანა და მეგობარს სხეულში რამდენჯერმე ჩაარტყა“

  • სოფიკო ჭიაურელის ვარსკვლავის გახსნა (ვიდეო)

    სოფიკო ჭიაურელის ვარსკვლავის გახსნა (ვიდეო)

  • კონსერვატორიის საარჩევნო კომისიის განცხადება: ამავე ბრძანების დაუყონებლივი აღსრულების მოთხოვნიდან გამომდინარე, შეწყვეტილია რექტორის არჩევნების პროცედურა

    კონსერვატორიის საარჩევნო კომისიის განცხადება: ამავე ბრძანების დაუყონებლივი აღსრულების მოთხოვნიდან გამომდინარე, შეწყვეტილია რექტორის არჩევნების პროცედურა

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge