ზელენსკი მზადაა პუტინს “თუნდაც ხვალ” შეხვდეს – ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა “უკრაინსკაია პრავდასთან” ინტერვიუში ისაუბრა.
დმიტრო კულება ამბობს, რომ ზელენსკის პოზიცია მკაფიოა, ყველა საკითხზეა ჩამოყალიბებული და უკრაინა მზად არის საუბრისთვის.
საგარეო უწყების ხელმძღვანელი განმარტავს, რომ დელეგაციებს შორის ამჟამად მიმდინარე მოლაპარაკებებზე, არის საკითხები, რომლებსაც მომლაპარაკებლები თავისით ვერ წყვეტენ შესაბამისი მანდატის არქონის გამო.
უცნობია ზელენსკისა და პუტინის შესაძლო შეხვედრის ადგილიც. კულება ამბობს, რომ ამისთვის ქვეყნებს შორის კონკურენცია ოლიმპიური თამაშებისთვის კონკურენციაზე მაღალია.
კომენტარები