პირველი არხის დირექტორთა საბჭომ საგანგებო სხდომაზე კონსტანტინე ერნსტთან კონტრაქტი შეწყვიტა.”პირველი არხის” ახალ გენერალურ დირექტორად რუსეთის ხელისუფლების იდეოლოგად წოდებული ფილოსოფოსი და პოლიტოლოგი ალექსანდრე დუგინი დაინიშნა.
„ჩემთვის ეს დანიშვნა სასიამოვნო სიურპრიზი იყო. მე ვარ რუსეთისა და რუსი ხალხის ერთგული შვილი, რომელმაც როგორც იქნა, დაიწყო გამოღვიძება. ჩემი ფრონტი საინფორმაციო ომია. მე ტელევიზიიდან განვდევნი მთელ რუსოფობიურ ელემენტს, ყველა ლიბერალს, კომიკოსს და ერთხელ და სამუდამოდ დავასრულებ “სმერდიაკოვიზმსა” და სულელურ შოუებს“, -განაცხადა დუგინმა.
დუგინმა დასძინა, რომ ტელეკომპანიის ყველა თანამშრომელს პირადად გაესაუბრება, მისი კოლეგები ევრაზიის ახალგაზრდული კავშირიდან კი მტელევიზიის თანამშრომლების სოციალურ ქსელებს შეამოწმებენ. ამის შემდეგ შესაძლებელია შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილების მიღება.
გარდა ამისა, აპრილის დასაწყისში “პირველი არხის” ეთერში ახალი გადაცემები გამოჩნდება.
ცნობისათვის, 2008 წელს, როდესაც დუგინი რუსეთის არმიას თბილისის აღებისკენ მოუწოდებდა. მისი აზრით, თბილისის აღების შემთხვევაში მდგომარეობა დაახლოებით ასეთივე იქნებოდა, როგორიც დღეს ივანიშვილის მმართველობის პირობებშია. რუსმა იდეოლოგმა, პროპუტინური ინტერნეტ-ტელევიზიის ალტ-ინფოს ეთერში საქართველო-რუსეთის ურთიერთობებზე 2020 წელს ისაუბრა.
“საქართველოს მოვგლიჯეთ ორი ტერიტორია და უფრო შორსაც წავიდოდით მედვედევი, რომ არ შეჩერებულიყო. ავიღებდით თბილისს. აშშ-ს რამე რომ დაემართოს ჩვენ კიდევ ერთხელ მოვახდენთ ყოფილი საბჭოთა ქვეყნების ოკუპირებას”, აცხადებდა დუგინი. “საქართველოს მოვგლიჯეთ ორი ტერიტორია, შევიჭერით იქ და უფრო შორსაც წავიდოდით მედვედევი, რომ არ შეჩერებულიყო. ავიღებდით თბილისს, ქართველები კი სინამდვილეში ძალიანაც დარდობენ ეს რომ არ გავაკეთეთ. ისინი აღიარებენ ძალას. ისინი იყვნენ თურქების, ირანელების და რუსების უღელქვეშ და ჩვენ ყველაზე ცუდი ვარიანტი როდი ვართ. მართალია ისინი შეგვაფურთხებდნენ და ნაგავს გვესროდნენ, მაგრამ ხელისუფლებას მაინც აღიარებდნენ”, _ დარწმუნებულია ალექსანდრე დუგინი.
მისივე თქმით, ამჟამად რუსეთი იღწვის იმისათვის, რომ დსთ-ს სივრცეში თავისი გავლენა აღადგინოს.
“ყოველი შემთხვევაში რუსეთს სურს არასგზის არ დაუშვას იქ ამერიკული გავლენის დამყარება. მიდის ბრძოლა გავლენაზე ბელორუსში, უკრაინაში და საქართველოში”, – აცხადებდა დუგინი. ( 16 ნოემბერი 2010)
კომენტარები