NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»პოლიტიკა»დეკანოიძე: პრეზიდენტი ზელენსკი მზად არის, ჩაერთოს საქართველოს პარლამენტს და მიმართოს საზოგადოებას

დეკანოიძე: პრეზიდენტი ზელენსკი მზად არის, ჩაერთოს საქართველოს პარლამენტს და მიმართოს საზოგადოებას

17 მარ 2022 პოლიტიკა 220 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ხატია დეკანოიძის განცხადებით, უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი მზად არის, საქართველოს პარლამენტს მიმართოს.

როგორც პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას დეკანოიძემ აღნიშნა, მას რამდენიმე საათის წინ, ზელენსკის ადმინისტრაციასთან კომუნიკაცია ჰქონდა.

დეკანოიძე იმედს გამოთქვამს, რომ პრეზიდენტ ზელენსკის ეს სურვილი, მიმართოს საქართველოს პარლამენტიდან საქართველოს საზოგადოებას, მხოლოდ ოპოზიციის, ან რომელიმე კონკრეტული ადამიანის სურვილად არ დარჩება.

„დღეს, ოპოზიციის მხრიდან გაიჟღერა საქართველოს პარლამენტში უკრაინის პრეზიდენტის მოწვევასთან დაკავშირებით ინიციატივამ. გულწრფელად გეტყვით, მე ძალიან მომეწონა ეს, როგორც იცით, ჩემი დამოკიდებულება მაქვს უკრაინასთან მიმართებაში. აქ გვქონდა უკრაინის დროშა გაშლილი, მე სტრასბურგში ვიყავი, მაგრამ თქვენ გქონდათ პირბადეები უკრაინა-საქართველოს დროშით და ეს პირბადეები გამოხატავდა ჩვენ სოლიდარობას. ის, რომ ჩვენ აქეთ ფლანგი ვთანხმდებით იმაზე, რომ პრეზიდენტ ზელენსკის გამოსვლა საქართველოს პარლამენტში იქნებოდა ძალიან მნიშვნელოვანი, ძალიან დიდი სურვილი მექნებოდა და ალბათ, საქართველოს საზოგადოებასაც, რომ ამ მხრივ ჩვენ ვაჩვენოთ ერთიანობა.

პრეზიდენტ ზელენსკის ადმინისტრაციასთან მქონდა საუბარი დღეს დილას და რამდენიმე საათის წინ, მზად არის, პრეზიდენტი ზელენსკი ჩაერთოს საქართველოს პარლამენტში და მიმართოს საქართველოს საზოგადოებას საქართველოს პარლამენტიდან, მე შემიძლია ეს დავადასტურო, მე შემიძლია, ბატონო შალვა [პაპუაშვილს] თქვენთან გავმართო ამასთან დაკავშირებით კონსულტაციები და ჩვენ, როგორც საქართველოს პარლამენტმა, თითოეულმა აქ მჯდომმა ჩემმა კოლეგამ და ჩვენ, ყველამ, თქვენც, როგორც ჩვენი ხელისუფლების წარმომადგენელმა, აქ ყველამ ერთად უნდა მოვუსმინოთ პრეზიდენტს. ოპოზიციამ დააყენა ეს ინიციატივა, მე მქონდა უკვე კონსულტაციები და მზად არის პრეზიდენტის ადმინისტრაცია, რომ ნამდვილად იმ ძალიან მძიმე პერიოდში და ომში, რომელშიც ახლა უკრაინაა, პრეზიდენტი ზელენსკი პარლამენტიდან გამოეხმაუროს საქართველოს საზოგადოებას.

პრეზიდენტი ზელენსკი გამოდის კონგრესში, ბუნდესტაგში, სენატში, მიმართავს ყველა ქვეყანას, ყველა ქვეყნის პარლამენტს და წარმომადგენლობით ორგანოებს. ძალიან დიდი იმედი მაქვს, ეს სოლიდარობა არ დარჩება მხოლოდ უკრაინული დროშის გაკვრად. ახლა დიდი იმედი მაქვს, რომ პრეზიდენტ ზელენსკის ეს სურვილი, მიმართოს საქართველოს პარლამენტიდან საქართველოს საზოგადოებას, არ დარჩება მხოლოდ ოპოზიციის, ჩემი, ან რომელიმე კონკრეტული ადამიანის მოთხოვნად. დიდი იმედი მაქვს, საქართველოლს საზოგადოებას და მოქალაქეებს არ მოაკლებთ იმ ძალიან მნიშვნელოვან გზავნილებს, რომელსაც პრეზიდენტი ზელენსკი გააჟღერებს საქართველოს პარლამენტიდან“, – განაცხადა დეკანოიძემ.

ცნობისთვის, დღეს, პარლამენტში პარტია „ლელო საქართველოსთვის” ინიციატივით გამოვიდა, რომლის მიხედვითაც, საქართველოს პარლამენტმა, სხვა ქვეყნების მსგავსად, უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმერ ზელენსკის მიმართვას მოუსმინოს.

კომენტარები

TOP ვოლოდიმირ ზელენსკი ხატია დეკანოიძე 2022-03-17
ნინო ჩხეიძე
Tags TOP ვოლოდიმირ ზელენსკი ხატია დეკანოიძე
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

ვახო სა­ნა­ია მე­უღ­ლეს­თან ერ­თად უკ­რა­ი­ნა­ში მი­დის

შემდეგი სტატია

ლუკაშენკო: თუ ზელენსკი შეთანხმებას ხელს არ მოაწერს, მოუწევს კაპიტულაციაზე ხელმოწერა. რუსეთი ამ ომს არ წააგებს (ვიდეო)

მსგავსი სტატიები

ცესკო-მ წინასწარი შედეგები გაასაჯაროვა

ცესკო-მ წინასწარი შედეგები გაასაჯაროვა

ირაკლი შალიკაშვილი 20 მაი 2019

„დღეს ნამდვილად არ არის ის მოცემულობა, რომ ვიზალიბერალიზაციის შეჩერების მექანიზმი ამუშავდეს“

11 თებ 2018
„ვერ ჩაატარებთ ამ სხდომას“

„ვერ ჩაატარებთ ამ სხდომას“

29 სექ 2017

უახლესი ამბები

  • მთავარი პრობლემაა, სასამართლოში არსებული ჯგუფი, რომელსაც აქვს გავლენა, ეს არის უნიკალურად ქართული პრობლემა, რაც უნიკალურ გამოსავალს საჭიროებს

    მთავარი პრობლემაა, სასამართლოში არსებული ჯგუფი, რომელსაც აქვს გავლენა, ეს არის უნიკალურად ქართული პრობლემა, რაც უნიკალურ გამოსავალს საჭიროებს

  • ზურაბ ჯაფარიძე: ნებისმიერი ადამიანი, რომელიც მზად იქნება დღის შუქზე გამოვიდეს და ამ სისტემას დაუპირისპირდეს, ჩემთვის არის ღირებული

    ზურაბ ჯაფარიძე: ნებისმიერი ადამიანი, რომელიც მზად იქნება დღის შუქზე გამოვიდეს და ამ სისტემას დაუპირისპირდეს, ჩემთვის არის ღირებული

  • “ნაპოლის” ერთ-ერთი გულშემატკივრი: … ამ საღამოდან მხოლოდ ხაჭაპური მინდა ვიხილო

    “ნაპოლის” ერთ-ერთი გულშემატკივრი: … ამ საღამოდან მხოლოდ ხაჭაპური მინდა ვიხილო

  • კვარას პირველი გოლი სერია A-ში (ვიდეო)

    კვარას პირველი გოლი სერია A-ში (ვიდეო)

  • ფინეთს პრემიერ-მინისტრი: როცა რუსეთი უკრაინაში ადამიანებს კლავს არ არის სწორი, რომ რუსეთის მოქალაქეებს შეუძლიათ იმოგზაურონ, იყვნენ ტურისტები

    ფინეთს პრემიერ-მინისტრი: როცა რუსეთი უკრაინაში ადამიანებს კლავს არ არის სწორი, რომ რუსეთის მოქალაქეებს შეუძლიათ იმოგზაურონ, იყვნენ ტურისტები

  • გენერალური შტაბი: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა რუსების შეტევა 6 მიმართულებით მოიგერიეს

    გენერალური შტაბი: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა რუსების შეტევა 6 მიმართულებით მოიგერიეს

  • ოლაფ შოლცი: გვესმის, რომ ბევრი ადამიანი გარბის რუსეთიდან, რადგან არ ეთანხმებიან რეჟიმს – გადაწყვეტილებებმა, რომელსაც ვიღებთ …

    ოლაფ შოლცი: გვესმის, რომ ბევრი ადამიანი გარბის რუსეთიდან, რადგან არ ეთანხმებიან რეჟიმს – გადაწყვეტილებებმა, რომელსაც ვიღებთ …

  • საქართველოში მიწისძვრა მოხდა

    საქართველოში მიწისძვრა მოხდა

  • თამარ ბაღაშვილი “მთავარ არხს” ტოვებს

    თამარ ბაღაშვილი “მთავარ არხს” ტოვებს

  • მძიმე და ხანგრძლივი ფიქრი ჯანმრთელობას აზიანებს

    მძიმე და ხანგრძლივი ფიქრი ჯანმრთელობას აზიანებს

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge