გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრი, ბორის ჯონსონი აცხადებს, რომ ვლადიმერ პუტინი ისეთი დონის ომის დანაშაულებების ჩადენაშია დამნაშავე, როგორიც ევროპაში “არც მესამე რაიხის და არც მეორე მსოფლიო ომის შემდეგ” არ ყოფილა.
მისი თქმით, პუტინმა უნდა გააცნობიეროს, რომ წარმატებას ვერ მიაღწევს.
„პუტინმა უნდა გააცნობიეროს, რომ წარმატებას ვერ მიაღწევს. ის ვერ შეძლებს უკრაინის განადგურებასა და დაპყრობას, რადგანაც მათ აჩვენეს, რომ დაუმარცხებელი სული აქვთ. ის უნდა გავიდეს, უნდა წაიყვანოს თავისი ტანკები და ჯავშანი,“- აღნიშნა ჯონსონმა BBC-თან ინტერვიუში.
კომენტარები