NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»მსოფლიო»Financial Times: რუსეთი ჩინეთს სამხედრო აღჭურვილობას სთხოვს

Financial Times: რუსეთი ჩინეთს სამხედრო აღჭურვილობას სთხოვს

14 მარ 2022 მსოფლიო 272 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

ბრიტანული „Financial Times“-ის ცნობით, აშშ-ის ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ რუსეთი ჩინეთს სამხედრო აღჭურვილობას სთხოვს მას შემდეგ რაც ის უკრაინაში შეიჭრა.

გამოცემა აღნიშნავს, რომ ამან გააჩინა შიში თეთრ სახლში, რომ ჩინეთმა შესაძლოა რუსეთის დახმარება გადაწყვიტოს და შეარყიოს უკრაინის დასახმარებლად მიმართული დასავლეთის ძალისხმევა.

„აშშ-ს სხვა ოფიციალურმა პირებმა ასევე განაცხადეს, რომ იყო ნიშნები იმისა, რომ რუსეთს ეწურებოდა გარკვეული სახის შეიარაღება, რადგან უკრაინაში ომი მესამე კვირას უახლოვდება“, – ნათქვამია ბრიტანული გამოცემის პუბლიკაციაში.

შეგახსენებთ, დღეს ცნობილი გახდა, რომ შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა თავისი მრჩეველი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ჯეიკ სალივანი იტალიის დედაქალაქ რომში ჩინელ მაღალჩინოსანთან, საგარეო პოლიტიკის უფროს მრჩეველ იან ცზეჩისთან მოლაპარაკებებისთვის გააგზავნა, რომელიც 14 მარტს გაიმართება.

დასავლური მედიის ინფორმაციით, თეთრ სახლში იზრდება შეშფოთება ჩინეთის მოსკოვის მხარდაჭერის შესახებ.

ვაშინგტონში შიშობენ, რომ ჩინეთი შესაძლოა რუსეთს ეკონომიკური სანქციებისგან სასჯელის თავიდან აცილებაში დაეხმაროს.

„ჩვენ უზრუნველვყოფთ, რომ ვერც ჩინეთმა და ვერც სხვამ ვერ აუნაზღაუროს რუსეთს ეს [ეკონომიკური] დანაკარგები“, – განაცხადა სალივანმა.

ჩინეთი ერთ-ერთია იმ მცირერიცხოვან ქვეყნებს შორის, რომლებიც უკრაინაში შეჭრის გამო, რუსეთის კრიტიკას ერიდებიან და სამაგიეროდ, მოსკოვის წინააღმდეგ დაწესებულ ეკონომიკურ სანქციებს აკრიტიკებს.

Financial Times-ის მიერ დღეს გავრცელებული ინფორმაციის საპასუხოდ, რომ რუსეთი სამხედრო აღჭურვილობასა და სხვა სახის მხარდაჭერას ჩინეთში ეძებს, ჩინეთის საელჩომ აშშ-ში განაცხადა, რომ პრიორიტეტი ახლა ისაა, რომ უზრუნველყოფილ იქნას, დაძაბული სიტუაციის ესკალაცია ან კონტროლიდან გასვლა არ მოხდეს.

კომენტარები

TOP თეთრი სახლი ომი რუსეთი უკრაინა ჩინეთი 2022-03-14
ნინო ჩხეიძე
Tags TOP თეთრი სახლი ომი რუსეთი უკრაინა ჩინეთი
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

ნურსულთან ნაზარბაევის ძმისშვილი ყაზახეთში თანხების მითვისების ეჭვით დააკავეს

შემდეგი სტატია

ვოლოდიმირ ზელენსკი: ახლა არ შეიძლება “ნახევარი” გადაწყვეტილებები! ან მშვიდობის მომხრე ხართ, ან უჭერთ მხარს სისხლიან რუს აგრესორს

მსგავსი სტატიები

ადვოკატმა არ იცის სად იმყოფება ამჟამად სააკაშვილი

13 სექ 2017
რუსული სამხედრო ძალების მიერ მარიუპოლში ბავშვთა საავადმყოფოსა და სამშობიაროზე თავდასხმის შემდგომი კადრები (ვიდეო)

რუსული სამხედრო ძალების მიერ მარიუპოლში ბავშვთა საავადმყოფოსა და სამშობიაროზე თავდასხმის შემდგომი კადრები (ვიდეო)

ნინო ჩხეიძე 10 მარ 2022
Reuters: კონგრესმა ჯო ბაიდენის გამარჯვება ოფიციალურად დაადასტურა

Reuters: კონგრესმა ჯო ბაიდენის გამარჯვება ოფიციალურად დაადასტურა

ნინო ჩხეიძე 07 იან 2021

უახლესი ამბები

  • მედია: “ალტ-ინფოს” ლიდერები, სავარაუდოდ, დააკავეს

    მედია: “ალტ-ინფოს” ლიდერები, სავარაუდოდ, დააკავეს

  • ნიშნები რომლებიც მხოლოდ გენიოსებს ახასიათებს

    ნიშნები რომლებიც მხოლოდ გენიოსებს ახასიათებს

  • გლუვი და ჯანსაღი კანის საიდუმლო

    გლუვი და ჯანსაღი კანის საიდუმლო

  • ხალხის პრინცესა და მათი გულების დედოფალი – ლედი დი იუბილარია

    ხალხის პრინცესა და მათი გულების დედოფალი – ლედი დი იუბილარია

  • “მეც იმავეს გავაკეთებდი” –  ირაკლი კობახიძე აშშ-ის საელჩოში მომხდარ ინციდენტზე

    “მეც იმავეს გავაკეთებდი” – ირაკლი კობახიძე აშშ-ის საელჩოში მომხდარ ინციდენტზე

  • მანჯგალაძე: როდესაც ირაკლი კობახიძის შეთავაზებას ვუსმენდი, სულხან-საბას იგავი “მელი მოძღვრად“ გამახსენდა

    მანჯგალაძე: როდესაც ირაკლი კობახიძის შეთავაზებას ვუსმენდი, სულხან-საბას იგავი “მელი მოძღვრად“ გამახსენდა

  • ვატო წერეთელი აშშ-ის ელჩისგან საელჩოს ტერიტორიაზე მომხდარი ინციდენტის ამსახველი კადრების გასაჯაროებას ითხოვს

    ვატო წერეთელი აშშ-ის ელჩისგან საელჩოს ტერიტორიაზე მომხდარი ინციდენტის ამსახველი კადრების გასაჯაროებას ითხოვს

  • მოროშკინა: ილოცეთ, რომ კარგად იყოს, თორემ 2012-იანელების გამძვინვარებულ ტალღას ვერაფერი შეაჩერებს, ისე წაგლეკავთ!

    მოროშკინა: ილოცეთ, რომ კარგად იყოს, თორემ 2012-იანელების გამძვინვარებულ ტალღას ვერაფერი შეაჩერებს, ისე წაგლეკავთ!

  • გერმანიის კანცლერი: პუტინს შეუძლია, რომ ომი დიდი ხნის განმავლობაში გააგრძელოს

    გერმანიის კანცლერი: პუტინს შეუძლია, რომ ომი დიდი ხნის განმავლობაში გააგრძელოს

  • „ქართული ოცნება “ დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონპროექტზე მუშაობას იწყებს

    „ქართული ოცნება “ დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონპროექტზე მუშაობას იწყებს

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge