NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»პოლიტიკა»აღმოჩნდა, რომ მას კონსტიტუცია აქვს დარღვეული, რაც ძალიან ცუდი ფაქტია, რაც შეეხება იმპიჩმენტს, მგონია, რომ ეს საკითხი ჩვენი მხრიდან არ დადგება – მამუკა მდინარაძე პრეზიდენტზე

აღმოჩნდა, რომ მას კონსტიტუცია აქვს დარღვეული, რაც ძალიან ცუდი ფაქტია, რაც შეეხება იმპიჩმენტს, მგონია, რომ ეს საკითხი ჩვენი მხრიდან არ დადგება – მამუკა მდინარაძე პრეზიდენტზე

14 მარ 2022 პოლიტიკა 267 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

საქართველოს კონსტიტუციის 52-ე მუხლის თანახმად, პრეზიდენტი მთავრობის თანხმობით ახორციელებს საგარეო ურთიერთობებში თავის უფლებამოსილებას, ის თავად ამბობს, რომ მიუხედავად მთავრობის წერილობითი დაუთანხმებლობისა წავიდა და თვითნებურად ჩაატარა გარკვეული მოქმედებები, ეს არის კონსტიტუციის პირდაპირი დარღვევა, – ასე აფასებს ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილის განცხადებას, რომლის ინფორმაციით, მთავრობის მხრიდან საერთაშორისო ვიზიტებზე უარი ეთქვა, თუმცა „საჭიროდ მიიჩნია სამუშაო ვიზიტების პირად შეხვედრებად გადაქცევა“.

რაც შეეხება ჟურნალისტების კითხვას დადგება თუ არა მმართველი გუნდის მხრიდან სალომე ზურაბიშვილის აღნიშნული განცხადების შემდეგ პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხი, მდინარაძის განმარტებით, არ ჰგონია, რომ ამ ვითარებაში მსგავს საკითხებზე ვინმემ იმსჯელოს, თუმცა ხაზგასასმელია პრეზიდენტის ჟესტი, რაც საპარლამენტო ინსტიტუტის უპატივცემულობაა.

„აღმოჩნდა, რომ მას კონსტიტუცია აქვს დარღვეული, რაც არის ძალიან ცუდი ფაქტი, რაც შეეხება იმპიჩმენტს, მგონია, რომ ეს საკითხი არ დადგება ჩვენი მხრიდან. არ მგონია ამ კონკრეტული საკითხის გამო, ამ ვითარებაში მსგავს საკითხებზე ვინმემ იმსჯელოს, თუმცა ხაზგასასმელია, მისი ჟესტი. იქნებ შეთანხმების შემთხვევაში სხვანაირად ხდებოდა? წინასწარ შეუტყობინებლად, პარლამენტისაგან დამოუკიდებლად რაღაცების კეთება, ჩემი აზრით, ინსტიტუტის უპატივცემულობაა. როგორც ჩანს, იყო გარკვეული დისკომუნიკაცია, საქართველოს მთავრობა არის აღმასრულებელი რგოლი, რომელიც საგარეო მიმართულებით არის პასუხისმგებელი. რადგან ეს რგოლი არ იყო საქმის კურსში და არ ჰქონდა ეს საკითხები გავლილი მთავრობასთან, შესაძლებელია ამ დაჩქარებულმა გადაწყვეტილებამ გამოიწვია უარი. თუ პრეზიდენტს გარკვეული აქტივობის განსახორციელებლად სჭირდება მთავრობის თანხმობა და ამ თანხმობასთან დაკავშირებით იყო გარკვეული პრობლემები, ამას არ შეიძლება ეწოდეს დაბლოკვა, ეს არის არასწორი ინტერპრეტაცია“, – აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.

კომენტარები

TOP მამუკა მდინარაძე სალომე ზურაბიშვილი 2022-03-14
ნინო ჩხეიძე
Tags TOP მამუკა მდინარაძე სალომე ზურაბიშვილი
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

ფრიდონ ინჯია: ქალბატონ პრეზიდენტს უნდა შევახსენო, რომ ის საგარეო საქმეთა მინისტრი არ არის

შემდეგი სტატია

თაკო ჩარკვიანი: დიდი ცოდვაა მართლაც, საქართველოს ომის დაწყებაში ბრალს ვინც სდებს ტაშს უკრავდე და პუტინის პირველი ტყვე ციხეში იჯდეს!

მსგავსი სტატიები

ირაკლი ღარიბაშვილი: კიდევ ერთხელ მინდოდა მეთქვა – ასეთი ემოციური გამოსვლებისთვის საზოგადოებას მინდა ბოდიში მოვუხადო, მათ შორის თქვენ მაგივრად, ძვირფასო ოპონენტებო

ირაკლი ღარიბაშვილი: კიდევ ერთხელ მინდოდა მეთქვა – ასეთი ემოციური გამოსვლებისთვის საზოგადოებას მინდა ბოდიში მოვუხადო, მათ შორის თქვენ მაგივრად, ძვირფასო ოპონენტებო

ნინო ჩხეიძე 22 ივნ 2022
არჩილ თალაკვაძემ ივანიშვილის შუშის სასახლე დატოვა – უმრავლესობისა და “ოცნების” თავმჯდომარის შეხვედრა გრძელდება

არჩილ თალაკვაძემ ივანიშვილის შუშის სასახლე დატოვა – უმრავლესობისა და “ოცნების” თავმჯდომარის შეხვედრა გრძელდება

25 თებ 2019
ტოცილიზუმაბი არ წარმოადგენს სამკურნალო საშულებას, რომელიც 100%-ით გადაარჩენს covid-19-ით დაავადებულ ადამიანს

ტოცილიზუმაბი არ წარმოადგენს სამკურნალო საშულებას, რომელიც 100%-ით გადაარჩენს covid-19-ით დაავადებულ ადამიანს

ირაკლი შალიკაშვილი 03 სექ 2021

უახლესი ამბები

  • მიხაილო პოდოლიაკი: საქართველოში თანამდებობის პირებმა ტონი უნდა შეცვალონ და თუ გარკვეული მიზეზების გამო ეს არ შეუძლიათ, მაშინ საჯარო გამოსვლები, რომელიც უკრაინას ეხება, შეამცირონ

    მიხაილო პოდოლიაკი: საქართველოში თანამდებობის პირებმა ტონი უნდა შეცვალონ და თუ გარკვეული მიზეზების გამო ეს არ შეუძლიათ, მაშინ საჯარო გამოსვლები, რომელიც უკრაინას ეხება, შეამცირონ

  • ეროვნულმა ბანკმა 40 000 000 აშშ დოლარი შეისყიდა

    ეროვნულმა ბანკმა 40 000 000 აშშ დოლარი შეისყიდა

  • Coldplay-ის კონცერტზე სვიატოსლავ ვაკარჩუკმა “Обійми” შეასრულა (ვიდეო)

    Coldplay-ის კონცერტზე სვიატოსლავ ვაკარჩუკმა “Обійми” შეასრულა (ვიდეო)

  • ბათუმი-ჩაქვის დამაკავშირებელ ცენტრალურ საავტომობილო გზაზე, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად რამდენიმე ადამიანი დაშავდა

    ბათუმი-ჩაქვის დამაკავშირებელ ცენტრალურ საავტომობილო გზაზე, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად რამდენიმე ადამიანი დაშავდა

  • რუსული ვერტმფრენი მი-8 ესტონეთის საჰაერო სივრცეში ნებართვის გარეშე შევიდა

    რუსული ვერტმფრენი მი-8 ესტონეთის საჰაერო სივრცეში ნებართვის გარეშე შევიდა

  • MAN-ის 16-ტონიანი სატვირთოს გაწევით ქართველმა ათლეტმა გინესის რეკორდი დაამყარა

    MAN-ის 16-ტონიანი სატვირთოს გაწევით ქართველმა ათლეტმა გინესის რეკორდი დაამყარა

  • Samsung-მა უახლესი Galaxy Z Flip4 და Z Fold4 წარადგინა: უნივერსალური მოწყობილობები, რომლებიც ცვლიან ჩვენს  სმარტფონებთან ურთიერთობის გზას

    Samsung-მა უახლესი Galaxy Z Flip4 და Z Fold4 წარადგინა: უნივერსალური მოწყობილობები, რომლებიც ცვლიან ჩვენს სმარტფონებთან ურთიერთობის გზას

  • ანდრეი ერმაკი: 80 რაკეტა მოხვდა საცხოვრებელ სახლებს. ტერორისტული ქვეყანა აგრძელებს ბრძოლას მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ

    ანდრეი ერმაკი: 80 რაკეტა მოხვდა საცხოვრებელ სახლებს. ტერორისტული ქვეყანა აგრძელებს ბრძოლას მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ

  • აქ.ახლა ყველაფერი შენს ხელშია თიბისის ციფრულ ბანკთან ერთად

    აქ.ახლა ყველაფერი შენს ხელშია თიბისის ციფრულ ბანკთან ერთად

  • “თეგეტა ჰოლდინგი“ Groupauto Caucasus-ის ბიზნესკონფერენციას მასპინძლობს

    “თეგეტა ჰოლდინგი“ Groupauto Caucasus-ის ბიზნესკონფერენციას მასპინძლობს

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge