“პაულო კოელიო უკრაინაში ომს რუსოფობიით ხსნის… როგორც ჩანს, რუსეთის ბაზარი დაკარგა თავისი მაკულატურისთვის და მკვლელი პუტინის დაბოღმილ “გამგებად” ქცევა გადაწყვიტა…
როგორი ესთეტიკური კრახია, რომ სამხრეთ-ამერიკული ლიტერატურის წიაღში – იქ, სადაც ბორხესი, მარკესი, ლიოსა, კორტასარი, ფუენტესი თუ სხვები ბინადრობენ – ამ ანტილიტერატურული სუროგატის წიგნები მიიჩნევა ნომერ-პირველ ბესტსელერებად… ლიტერატურის იმიტაცია გაუნათლებლებისთვის.
ერთი კრიტიკოსის სიტყვები მასხენდება ამ მყვირალა უნიჭობაზე: “კოელიო წერს იდიოტებისთვის, რომელთაც გონიათ, რომ კოელიოს სახით რაღაც ჭკვიანურს კითხულობენ და უხარიათ, რომ ამ ჭკვიანურს სძლევენ…” უზუსტესი შეფასებაა.
აი, ვის ვერ ვიტანდი ყოველთვის და კოელიოს…
ამის საპირწონედ კი კარგი მწერლის, ვლადიმირ სოროკინის შარშან გამოცემული და წინასწარმეტყველური რომანი, “დოქტორი გარინი” მახსენდება – დაშლილი და ქაოტური რუსეთი და მოლაპარაკე უკანალად ქცეული პუტინი, რომელიც სამყაროს სპობს და თუ რამეს ამბობს, მხოლოდ ამ სიტყვებს: “Ето не я” (ეს მე არ ვარ).
ამ ომმა ყველაფერთან ერთად, სიყალბეც საოცრად თვალსაჩინო გახადა. მათ შორის, ლიტერატურაში. არათუ პუტინმა, არამედ კოელიომაც რომ განაჩენი გამოუტანა საკუთარ თავს…”, წერს სოციალურ ქაელში მწერალი ლაშა ბუღაძე. ცნობისათვის, ბრაზილილემა მწერალმა პაულო კოელიომ ტვიტერზე დაწერა: ვიყავი ლვოვში, კიევში, ოდესაში, იალტაში და ჩერნობილში (უკრაინაში). მოსკოვიდან ვლადივოსტოკამდე (რუსეთი) მატარებლით 10000 კილომეტრი გავიარე. უკრაინის კრიზისი რუსოფობისსთვის კარგი საბაბია.
კომენტარები