შეერთებული შტატები რუსეთის პრეზიდენტის პრეს-სპიკერის, დმიტრი პესკოვის ცოლსა და ორ შვილს სანქციებს უწესებს, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს-სპიკერმა ნედ პრაისმა ბრიფინგზე განაცხადა.
მისივე თქმით, სანქციები ასევე დაუწესდება 12 რუს დეპუტატს.
„ვუწესებთ სანქციებს რუსეთის სახელმწიფო დუმას 12 წევრს, რომელიც ჩართული იყო ე.წ დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების აღიარებაში, ასევე კრემლის პრესსპიკერის, დიმიტრი პესკოვის ცოლსა და ზრდასრულ შვილებს“ – განაცხადა ნედ პრაისმა.
კომენტარები