NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»პოლიტიკა»“ცოტა ქვეყანა თუ ხვდება რუსეთის აგრესიის პოტენციურ შედეგს ისე კარგად, როგორც საქართველო”

“ცოტა ქვეყანა თუ ხვდება რუსეთის აგრესიის პოტენციურ შედეგს ისე კარგად, როგორც საქართველო”

11 მარ 2022 პოლიტიკა 375 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

ძალიან ცოტა ქვეყანა თუ ხვდება რუსეთის აგრესიის პოტენციურ შედეგს ისე კარგად, როგორც საქართველო, სადაც 2008 წელს რუსული ძალები შეიჭრნენ – განცხადება ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა ნედ პრაისმა თეთრ სახლში გამართულ ბრიფინგზე შეკითხვის საპასუხოდ გააკეთა. პრაისმა სანქციების მხარდაჭერის ნაწილზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ საქართველომ უნდა იხელმძღვანელოს საზომით, რომლითაც იზომება მათი გავლენა რუსულ ეკონომიკაზე.

“ცოტა ქვეყანა თუ ხვდება რუსეთის აგრესიის პოტენციურ შედეგს ისე, როგორც საქართველო. საქართველო არის ქვეყანა, სადაც 2008 წელს რუსული ჯარები შეიჭრნენ, ბევრი ქართველი დღემდე ინახავს ამ მწარე მოგონებებს. შემიძლია წარმოვიდგინო, რომ ბევრი ქართველი, მათ შორის, მთავრობაში და მოქალაქეები სოლიდარობას უცხადებენ უკრაინელ კოლეგებს, რაც ჩვენ ვიხილეთ გასული რამდენიმე კვირის განმავლობაში. არის საერთაშორისო საზოგადოების საოცარი და, ზოგიერთ შემთხვევაში, მოულოდნელი ერთიანობა, ამის საუკეთესო მაგალითი არის ის, რაც მოხდა გაეროს გენერალურ ასამბლეაზე, როდესაც 141 სახელმწიფო ერთად დადგა და დაგმო ეს არაპროვოცირებული, გაუმართლებელი ომი უკრაინის წინააღმდეგ და მოითხოვა მისი დასრულება.

რაც შეეხება სანქციების ეფექტურობას, რთულია ამაზე დავა – თქვენ შეგიძლიათ ნებისმიერი საზომით იხელმძღვანელოთ, რომლითაც იზომება მათი გავლენა რუსეთის ეკონომიკაზე. რუბლი ახლა გაუფასურებულია, საერთაშორისო კომპანიები ტოვებენ რუსეთს. ნამდვილად არ არის სადავო, რომ ეს სანქციები საკმარისად ძლიერი არ არის, ეს აისახება კიდეც რუსეთის ეკონომიკაზე. ჩვენ მოვუწოდებთ ყველა ქვეყანას, მხარი დაუჭიროს უკრაინის დამოუკიდებლობას, სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, მაგრამ ასევე დადგეს მთავარი პრინციპების დასაცავად, რომელიც საფუძვლად უდევს წესებზე დამყარებულ წესრიგს, რომელმაც 70-ზე მეტი წლის განმავლობაში დაიცვა სტაბილურობის, უსაფრთხოების და კეთილდღეობის უპრეცედენტო დონე. ეს ის პრინციპებია, რომელიც რუსეთმა 2008 წელს დაარღვია, როდესაც რუსეთის ძალები შეიჭრნენ საქართველოში და იმავე პრინციპს არღვევს ვლადიმერ პუტინი დღესაც,”- განაცხადა ნედ პრაისმა.

კომენტარები

TOP რუსეთი საქართველო 2022-03-11
ირაკლი შალიკაშვილი
Tags TOP რუსეთი საქართველო
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

რატი ბრეგაძე აზერბაიჯანის პარლამენტის თავმჯდომარეს შეხვდა

შემდეგი სტატია

ბორის ჯონსონი შიშობს, რომ რუსეთმა შესაძლოა, უკრაინაში ქიმიური იარაღი გამოიყენოს

მსგავსი სტატიები

მარნეულში დაჭრილი პირებიდან ერთის მდგომარეობა მძიმეა, ის რეანომობილით თბილისში გადმოჰყავთ

მარნეულში დაჭრილი პირებიდან ერთის მდგომარეობა მძიმეა, ის რეანომობილით თბილისში გადმოჰყავთ

20 ოქტ 2017
უკრაინის საგარეო უწყება:  სსრკ-ს კომისარიატის ყველაზე უარეს ტრადიციებში, საქართველოს ხელისუფლება სააკაშვილის მიმართ იყენებს ფსიქოლოგიურ და ფიზიკურ ძალადობას და განზრახ უქმნის საფრთხეს მის სიცოცხლეს – მოვუწოდებთ, გადასცეს ის უკრაინას

უკრაინის საგარეო უწყება: სსრკ-ს კომისარიატის ყველაზე უარეს ტრადიციებში, საქართველოს ხელისუფლება სააკაშვილის მიმართ იყენებს ფსიქოლოგიურ და ფიზიკურ ძალადობას და განზრახ უქმნის საფრთხეს მის სიცოცხლეს – მოვუწოდებთ, გადასცეს ის უკრაინას

ნინო ჩხეიძე 02 თებ 2023
„რუსთავი 2“-ის ახალი გენერალური დირექტორი პაატა სალია ტელეკომპანიაში მივიდა

„რუსთავი 2“-ის ახალი გენერალური დირექტორი პაატა სალია ტელეკომპანიაში მივიდა

ირაკლი შალიკაშვილი 19 ივლ 2019

უახლესი ამბები

  • „ქართული ოცნება“ ქვეყნის მასშტაბით 73 პარტიულ კონფერენციას გამართავს

    „ქართული ოცნება“ ქვეყნის მასშტაბით 73 პარტიულ კონფერენციას გამართავს

  • ლეგენდებისა და გადმოცემების მიხედვით შექმნილი ფილმები

    ლეგენდებისა და გადმოცემების მიხედვით შექმნილი ფილმები

  • უცნობი და საინტერესო ფაქტები ნარინჯისფერის შესახებ

    უცნობი და საინტერესო ფაქტები ნარინჯისფერის შესახებ

  • მირიან კიკნაძის პერსონალურ გამოფენას – “თბილისი და არა მარტო” გალერეა “ვანდა” უმასპინძლებს

    მირიან კიკნაძის პერსონალურ გამოფენას – “თბილისი და არა მარტო” გალერეა “ვანდა” უმასპინძლებს

  • აშშ-ში, ქალაქ ნეშვილში მდებარე კერძო სკოლაში 3 ბავშვი და საგანმანათლებლო დაწესებულების 3 თანამშრომელი ცეცხლსასროლი იარაღით მოკლეს

    აშშ-ში, ქალაქ ნეშვილში მდებარე კერძო სკოლაში 3 ბავშვი და საგანმანათლებლო დაწესებულების 3 თანამშრომელი ცეცხლსასროლი იარაღით მოკლეს

  • ბაჩო დოლიძე: 9 აპრილს აქციის დაანონსება შეცდომა იყო, ვიწრო, პიარული აქციებისთვის სხვა თარიღებზე ჯობია ფიქრი

    ბაჩო დოლიძე: 9 აპრილს აქციის დაანონსება შეცდომა იყო, ვიწრო, პიარული აქციებისთვის სხვა თარიღებზე ჯობია ფიქრი

  • ისრაელის პრემიერ-მინისტრი, ბენიამინ ნეთანიაჰუ აცხადებს, რომ სასამართლო სისტემის რეფორმა გადადო

    ისრაელის პრემიერ-მინისტრი, ბენიამინ ნეთანიაჰუ აცხადებს, რომ სასამართლო სისტემის რეფორმა გადადო

  • პრეზიდენტი: უნდა გრცხვენოდეთ!

    პრეზიდენტი: უნდა გრცხვენოდეთ!

  • საყოველთაო გაფიცვის გამო, ისრაელის საელჩო საქართველოში დაკეტილია

    საყოველთაო გაფიცვის გამო, ისრაელის საელჩო საქართველოში დაკეტილია

  • თეა წულუკიანი: მინდა, მივუსამძიმრო მათ, მე არჩევნებამდე არსად არ ვაპირებ წასვლას. არჩევნების მერე ალბათ მათთვის კიდევ უფრო დიდი სამძიმარი შეიძლება, მქონდეს სათქმელი

    თეა წულუკიანი: მინდა, მივუსამძიმრო მათ, მე არჩევნებამდე არსად არ ვაპირებ წასვლას. არჩევნების მერე ალბათ მათთვის კიდევ უფრო დიდი სამძიმარი შეიძლება, მქონდეს სათქმელი

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge