NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»პოლიტიკა»სალომე ზურაბიშვილი: რუსეთთან ურთიერთობა აღარასოდეს იქნება ძმური, უკრაინის წინააღმდეგ სასტიკი აგრესიული ომის შემდეგ

სალომე ზურაბიშვილი: რუსეთთან ურთიერთობა აღარასოდეს იქნება ძმური, უკრაინის წინააღმდეგ სასტიკი აგრესიული ომის შემდეგ

11 მარ 2022 პოლიტიკა 299 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

„რუსეთისგან მომდინარე აგრესიის საშიშროება არსებობს, თუმცა ამ ეტაპზე უშუალო საფრთხე არა, რადგან ამჟამად მათი ჯარი უკრაინაშია მობილიზებული. ჩვენ არ ვიცით, სად მთავრდება პუტინის მადა”, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა FAZ-თან (The Frankfurter Allgemeine Zeitung – გერმანული გაზეთი) ინტერვიუში ისაუბრა.

„უკრაინა იმსახურებს ჩვენს სრულ სოლიდარობას, მაგრამ მოლდოვა და საქართველო არ უნდა დარჩეს გვერდით, რადგან ჩვენც ვართ ზეწოლის ქვეშ და ირიბად გვემუქრებიან. რუსეთს უკვე ოკუპირებული აქვს ჩვენი ტერიტორიის ნაწილი. რუსეთისგან მომდინარე აგრესიის საშიშროება არსებობს, თუმცა ამ ეტაპზე უშუალო საფრთხე არაა, რადგან მათი ჯარი უკრაინაშია მობილიზებული. ჩვენ არ ვიცით, სად მთავრდება პუტინის მადა”, – განაცხადა ზურაბიშვილმა.

ზურაბიშვილის თქმით, 2008 წლის აგვისტოს შეჭრის შედეგად, მას {პუტინს} შეექმნა შთაბეჭდილება, რომ ევროკავშირი საშუალებას მისცემდა, განეხორციელებინა მისი იმპერიალისტური გეგმები, მაგრამ ამ სტრატეგიამ არ იმუშავა.

პრეზიდენტი აღნიშნავს, რომ პუტინის მიზანი იყო საქართველოს დაბრუნება „რუსეთის იმპერიაში“. ასევე, ომი, რუსული სამხედრო ბაზები, რუსიფიკაცია და ოკუპირებულ ტერიტორიებზე ქართული ენის აკრძალვა და საოკუპაციო საზღვრების შეცვლა, ეს ყველაფერი პუტინის ამბიციას ემსახურებოდა. თუმცა, ზურაბიშვილმა ხაზი გაუსვა ფაქტს, რომ საქართველოს დამოუკიდებლობის სურვილი დაუშრეტელია და ევროპული მომავლისკენ ლტოლვა კიდევ უფრო ძლიერი, ვიდრე ოდესმე.

„უკრაინის წინააღმდეგ ომი კიდევ უფრო ტოტალურია, უფრო სასტიკი, ვიდრე თავდასხმა, რომელიც ჩვენ განვიცადეთ”, – განაცხადა ზურაბიშვილმა.

„ავღანეთიდან ამერიკელების გაყვანა, ალბათ, სისუსტის კიდევ ერთ ნიშნად იქნა მიჩნეული“, – ამბობს პრეზიდენტი.

რაც შეეხება სანქციებს, ზურაბიშვილის თქმით, საქართველოს ეფექტიანი სანქციების დაწესების შესაძლებლობა ამ ეტაპზე არ აქვს.

„ჩვენ თითქმის არ გვაქვს რაიმე ეფექტიანი ინსტრუმენტი მოსკოვის სანქციებისთვის,” – განაცხადა პრეზიდენტმა.

ზურაბიშვილმა უკრაინისადმი სოლიდარობის აქციებზეც ისაუბრა, რისთვისაც თბილისში რეგულარულად იკრიბება ათიათასობით ადამიანი.

„რუსეთთან ურთიერთობა აღარასოდეს იქნება ძმური, უკრაინის წინააღმდეგ სასტიკი აგრესიული ომის შემდეგ. მე ვამაყობ გერმანიით, საფრანგეთით და ევროკავშირის სხვა პარტნიორებით, რადგან ვგრძნობ რეალურ ცვლილებას,” – აღნიშნა ზურაბიშვილმა.

პრეზიდენტის განცხადებით,  შესაძლოა გადაფასება დაგვიანდეს, მაგრამ მთავარია, რომ მათ (გერმანია, საფრანგეთი, ევროკავშირის სხვა პარტნიორები) „თვალები გაახილეს“.

წყარო

კომენტარები

TOP სალომე ზურაბიშვილი 2022-03-11
ნინო ჩხეიძე
Tags TOP სალომე ზურაბიშვილი
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

ვოლოდიმირ ზელენსკი: ჩვენ გავათავისუფლებთ ჩვენს მიწას, იმიტომ, რომ უკვე მივაღწიეთ სტრატეგიულ გარდატეხას

შემდეგი სტატია

რუსეთის თავდაცვის მინისტრი სერგეი შოიგუ: ყველაფერი გეგმის მიხედვით მიდის

მსგავსი სტატიები

“ქართულ ოცნებას” არანაირი შანსი არ უნდა დავუტოვოთ, რომ შარლ მიშელის დოკუმენტი დატოვონ

“ქართულ ოცნებას” არანაირი შანსი არ უნდა დავუტოვოთ, რომ შარლ მიშელის დოკუმენტი დატოვონ

ირაკლი შალიკაშვილი 02 სექ 2021
შსს-ში ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტი შეიქმნა

შსს-ში ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტი შეიქმნა

19 იან 2018

მიხეილ ჯანელიძე მიუნხენში საერთაშორისო უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში ორმხრივ შეხვედრებს გამართავს

16 თებ 2018

უახლესი ამბები

  • ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრი ბენ უოლასი: ყირიმში მომხდარი აფეთქების მიზეზი სიგარეტის ნამწვი ვერ იქნება

    ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრი ბენ უოლასი: ყირიმში მომხდარი აფეთქების მიზეზი სიგარეტის ნამწვი ვერ იქნება

  • დმიტრი პესკოვი: …შესაძლებელია თუ არა ჩაიკოვსკის უარყოფა? შეუძლებელია

    დმიტრი პესკოვი: …შესაძლებელია თუ არა ჩაიკოვსკის უარყოფა? შეუძლებელია

  • მედია: მშობლების ქონება და ლაბორანტის პროფესია – ვინ არის და რა ქონებას ფლობს “ოცნების” დეპუტატი, რომელიც რუსებთან თავმდაბლობისკენ მოგვიწოდებს

    მედია: მშობლების ქონება და ლაბორანტის პროფესია – ვინ არის და რა ქონებას ფლობს “ოცნების” დეპუტატი, რომელიც რუსებთან თავმდაბლობისკენ მოგვიწოდებს

  • მედია: რაშისტული სვასტიკები – რა დააფიქსირეს შეკვეთილში კამერებმა?

    მედია: რაშისტული სვასტიკები – რა დააფიქსირეს შეკვეთილში კამერებმა?

  • ირაკლი ღარიბაშვილი: შინდისის ბრძოლაში დაღუპული გმირების თავდადება მუდამ დარჩება ჩვენი თანამედროვე ისტორიის საამაყო მაგალითად

    ირაკლი ღარიბაშვილი: შინდისის ბრძოლაში დაღუპული გმირების თავდადება მუდამ დარჩება ჩვენი თანამედროვე ისტორიის საამაყო მაგალითად

  • მიხაილო პოდოლიაკი: საქართველოში თანამდებობის პირებმა ტონი უნდა შეცვალონ და თუ გარკვეული მიზეზების გამო ეს არ შეუძლიათ, მაშინ საჯარო გამოსვლები, რომელიც უკრაინას ეხება, შეამცირონ

    მიხაილო პოდოლიაკი: საქართველოში თანამდებობის პირებმა ტონი უნდა შეცვალონ და თუ გარკვეული მიზეზების გამო ეს არ შეუძლიათ, მაშინ საჯარო გამოსვლები, რომელიც უკრაინას ეხება, შეამცირონ

  • ეროვნულმა ბანკმა 40 000 000 აშშ დოლარი შეისყიდა

    ეროვნულმა ბანკმა 40 000 000 აშშ დოლარი შეისყიდა

  • Coldplay-ის კონცერტზე სვიატოსლავ ვაკარჩუკმა “Обійми” შეასრულა (ვიდეო)

    Coldplay-ის კონცერტზე სვიატოსლავ ვაკარჩუკმა “Обійми” შეასრულა (ვიდეო)

  • ბათუმი-ჩაქვის დამაკავშირებელ ცენტრალურ საავტომობილო გზაზე, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად რამდენიმე ადამიანი დაშავდა

    ბათუმი-ჩაქვის დამაკავშირებელ ცენტრალურ საავტომობილო გზაზე, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად რამდენიმე ადამიანი დაშავდა

  • რუსული ვერტმფრენი მი-8 ესტონეთის საჰაერო სივრცეში ნებართვის გარეშე შევიდა

    რუსული ვერტმფრენი მი-8 ესტონეთის საჰაერო სივრცეში ნებართვის გარეშე შევიდა

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge