NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»საზოგადოება»პარლამენტმა უკრაინისთვის ჰუმანიტარული დახმარების პირველი ნაწილი გააგზავნა

პარლამენტმა უკრაინისთვის ჰუმანიტარული დახმარების პირველი ნაწილი გააგზავნა

11 მარ 2022 საზოგადოება 230 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა, თავჯდომარის მოადგილემ დავით სერგეენკომ და ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ დიმიტრი ხუნდაძემ საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოებას, ჰუმანიტარული დახმარების მიზნით, პარლამენტში უკრაინისთვის შეგროვებული სამედიცინო დანიშნულების ტვირთი გადასცეს. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.

დავით სერგეენკოს განცხადებით, პარლამენტი უკრაინის მხარდაჭერას მომავალშიც გააგრძელებს.

„საქართველოს პარლამენტი გვერდში უდგას უკრაინელ ხალხს და რა თქმა უნდა, ჩვენ ძალიან მძიმედ განვიცდიდით იმას, რაც ახლა ხდება უკრაინაში, იღუპება მშვიდობიანი მოსახლეობა, ქალები და ბავშვები. ჩვენ ვაკეთებთ ყველაფერს. რაც ჩვენს შესაძლებლობებშია. დღეს გავაგზავნეთ პირველი პარტია პირველადი გადაუდებელი სამედიცინო მოხმარების ტვირთის, რომელშიც დაგვეხმარა საქართველოს წითელი ჯვარი. ეს მხარდაჭერის აქცია, რა თქმა უნდა, გრძელდება. გახსნილია ანგარიში პარლამენტის წევრებისთვის, პარლამენტის აპარატის თანამშრომლებისთვის და ყველა მსურველისთვის. ჩვენ ამ მხარდაჭერას მომავალშიც გავაგრძელებთ. იმედი მაქვს, რომ ომი მალე დამთავრდება, თუმცა ეს მხარდაჭერა უკრაინას კიდევ დაჭირდება”, – აღნიშნა დავით სერგეენკომ.

დიმიტრი ხუნდაძის განცხადებით, პარლამენტი ჰუმანიტარული დახმარების გზავნილებს უკრაინაში კიდევ გააგზავნის.

„პარლამენტის წევრებმა და პარლამენტის აპარატის თანამშრომლებმა საკუთარი დანაზოგიდან შევაგროვეთ თანხა და შევიძინეთ ჰუმანიტარული ტვირთის სახით ის საჭირო სამედიცინო პრეპარატები და სახარჯი მასალები, რაც საბრძოლო მოქმედებების დროს ყველაზე მეტად არის საჭირო. ტრანსპორტირებაში დაგვეხმარება საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოება. ჩვენ ამ აქციას გავაგრძელებთ და საჭიროების მიხედვით, პერიოდულად, გავაგზავნით ტვირთს ჰუმანიტარული დახმარების სახით. ეს მხარდაჭერა იქნება იქამდე, სანამ ჩვენს უკრაინელ მეგობრებს დახმარება დასჭირდებათ. ვიტოვებ იმედს, რომ ომს ძალიან მალე მშვიდობა ჩაანაცვლებს”, – აღნიშნა ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ.

საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების პრეზიდენტის, ნათია ლოლაძის განცხადებით, უკრაინაში ჰუმანიტარული დახმარება ხვალ გაიგზავნება.

„საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოება აგრძელებს უკრაინაში ხალხის დახმარებას. ჩვენ მჭიდროდ ვთანამშრომლობთ უკრაინის წითელ ჯვართან. უკრაინაში ვაგზავნით საქართველოს წითელი ჯვრის მანქანებს, სადაც შექმნილია ლოჯისტიკური ჰაბი და შემდგომ უკვე უკრაინის წითელი ჯვრის საზოგადოება დაარიგებს ტვირთს ქვეყნის მასშტაბით”, – აღნიშნა ნათია ლოლაძემ.

კომენტარები

პარლამენტი უკრაინა 2022-03-11
ნინო ჩხეიძე
Tags პარლამენტი უკრაინა
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

ელენე ხოშტარია სოციალურ ქსელში წერს, რომ უკრაინა-პოლონეთის საზღვართან იმყოფება

შემდეგი სტატია

EBRD-მა თბილისის მეტროსთვის რუსულ კომპანიასთან €49-მილიონიანი კონტრაქტის გაფორმება შეაჩერა

მსგავსი სტატიები

მუზეუმის ყოფილი თანამშრომლები გასაუბრებაზე – „ეს ჰგავდა ტროიკებს“

მუზეუმის ყოფილი თანამშრომლები გასაუბრებაზე – „ეს ჰგავდა ტროიკებს“

ნინო ჩხეიძე 04 ივნ 2022
სოფიკო შევარდნაძეს ვაჟი შეეძინა

სოფიკო შევარდნაძეს ვაჟი შეეძინა

ნინო ჩხეიძე 25 მარ 2021

“ხუდონჰესი არ აშენდება!” – სვანეთის მოსახლეობის ულტიმატუმი ხელისუფლებას

News 18 მარ 2019

უახლესი ამბები

  • უკრაინული ძალები რამდენიმე ტაქტიკური მიმართულებით წინ მიიწევენ

    უკრაინული ძალები რამდენიმე ტაქტიკური მიმართულებით წინ მიიწევენ

  • აშშ-მა და მისმა მარიონეტებმა უნდა დაიმახსოვრონ ბიბლიის სიტყვები: “ნუ განიკითხავთ და არ განიკითხებით”, რათა ერთ დღეს არ დაატყდეთ უფლის რისხვის დიდი დღე

    აშშ-მა და მისმა მარიონეტებმა უნდა დაიმახსოვრონ ბიბლიის სიტყვები: “ნუ განიკითხავთ და არ განიკითხებით”, რათა ერთ დღეს არ დაატყდეთ უფლის რისხვის დიდი დღე

  • ევროკავშირის გზავნილი ნათელია – ახლა დროა, საქართველოს მთავრობა, თავის მართლების ნაცვლად, საქმეს შეუდგეს

    ევროკავშირის გზავნილი ნათელია – ახლა დროა, საქართველოს მთავრობა, თავის მართლების ნაცვლად, საქმეს შეუდგეს

  • ზურაბ ჯაფარიძე: როცა ბევრი ხალხი იყო აქციაზე, ყველას უნდოდა ამ წარმატების ნაწილი ყოფილიყო, მაგრამ როგორც კი პატარა წარუმატებლობა დაიდო…

    ზურაბ ჯაფარიძე: როცა ბევრი ხალხი იყო აქციაზე, ყველას უნდოდა ამ წარმატების ნაწილი ყოფილიყო, მაგრამ როგორც კი პატარა წარუმატებლობა დაიდო…

  • პარიზი. დემნა გვასალიას შოუ (ვიდეო)

    პარიზი. დემნა გვასალიას შოუ (ვიდეო)

  • მდინარაძე: როცა უკრაინის ხელისუფლება პირდაპირ მოგვიწოდებდა ომისკენ, აქაური რადიკალური ოპოზიცია და ენჯეოები პირდაპირ ტესტავდნენ ომის ნარატივს

    მდინარაძე: როცა უკრაინის ხელისუფლება პირდაპირ მოგვიწოდებდა ომისკენ, აქაური რადიკალური ოპოზიცია და ენჯეოები პირდაპირ ტესტავდნენ ომის ნარატივს

  • მდინარაძე: ჩემ კოლეგებს შევუერთდები ამ პათოსში და ვიტყვი, რომ ზუსტად იმავეს გავაკეთებდი, რაც ანრიმ გააკეთა. დავიჯერებ დიმიტრი სამხარაძის გინებაზე გაბრაზებას თუ…

    მდინარაძე: ჩემ კოლეგებს შევუერთდები ამ პათოსში და ვიტყვი, რომ ზუსტად იმავეს გავაკეთებდი, რაც ანრიმ გააკეთა. დავიჯერებ დიმიტრი სამხარაძის გინებაზე გაბრაზებას თუ…

  • მედია: 33 წლის მამაკაცი, რომელმაც გოგო გააუპატიურა, მამამ დედის თვალწინ მოკლა

    მედია: 33 წლის მამაკაცი, რომელმაც გოგო გააუპატიურა, მამამ დედის თვალწინ მოკლა

  • გია ვოლსკი: ბიძინა ივანიშვილი საფრანგეთში დაფასდა, ჩვენ კი ვერაფერს ვხედავთ

    გია ვოლსკი: ბიძინა ივანიშვილი საფრანგეთში დაფასდა, ჩვენ კი ვერაფერს ვხედავთ

  • ხიმშიაშვილის ქუჩაზე, ბათუმში ხმაური იყო

    ხიმშიაშვილის ქუჩაზე, ბათუმში ხმაური იყო

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge