“ეხლა მე და Sofia Tchkonia ვიმყოფებით ქალაქ ჰრებენეში, რომელიც არის პოლონეთი უკრაინის საზღვარზე და სადაც მოწყობილია ლტოლვილების მიღების და განაწილების პუნქტი. რა გულისმომაკვდინებელი სურათია გაწამებული ქალების და ბავშვების თვალების ყურება ამაზე მერე დავწერ. ეხლა საქმეზე.
მოკლედ აქ მოწყობილია დახმარების პუნქტები. საჭმელი არის სენვიჩები, სუპი, ძეხვი, ტკბილეული. ძალიან კარგი იქნებოდა გაგვეკეთებინა ქართული კუთხე მაგალითად ხაჭაპურით. საჭიროც არის და თან ძალიან კარგი ჟესტი იქნებოდა ქართველებისგან.
გთხოვთ, ვიპოვოთ პოლონეთში მცხოვრები ქართველი მსურველები და ფინანსური რესურსის მობილიზებაში მეც დაგეხმარებით,” – წერს სოციალურ ქსელში „დროას“ ლიდერი ელენე ხოშტარია .
კომენტარები