„საქართველოს რესპუბლიკური პარტია“ განცხადებას ავრცელებს და დასავლეთის სახელმწიფოებს მიმართავს.
„რესპუბლიკური პარტია“ დასავლეთის ქვეყნებს უკრაინის საჰაერო სივრცის ჩაკეტვისკენ მოუწოდებს.
„ხომ პროგნოზირებადი იყო, რომ ხმელეთზე სრულიად წარუმატებელი სამხედრო ოპერაციებით გამწარებულ-გადარეული მანიაკი ქალაქების დაბომბვას დაიწყებდა… რაც უფრო გაუჭირდება ხმელეთზე, მით უფრო დაუნდობელი იქნება ქალაქების დაბომბვები.
დაახურინეთ უკრაინას საკუთარი ცა! დიდხანს კვება დასავლეთმა პოსტსაბჭოთა კვაზიიმპერია. სამი ათეული წელი ჩვენს ხარჯზეც კვება, სანახევროდ ჩვენ გვიცავდა, სანახევროდაც კრემლს აჯეჯილებდა – საქართველოს, მოლდოვის, ახლა ასე საშინელი მასშტაბით უკრაინის ხარჯზე! ხომ მიხვდა? არ მოთვინიერდება, არა! გასანადგურებელია! ტრიბუნალში!!”, – ნათქვამია განცხადებაში.
კომენტარები