NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»პოლიტიკა»ზელენსკი: მეგობრებს ჩვენი დახმარების საჭიროება რომ ჰქონოდათ, ჩვენ მსგავს გადაწყვეტილებას საათებში მივიღებდით

ზელენსკი: მეგობრებს ჩვენი დახმარების საჭიროება რომ ჰქონოდათ, ჩვენ მსგავს გადაწყვეტილებას საათებში მივიღებდით

09 მარ 2022 პოლიტიკა 532 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

მეგობრებს ჩვენი დახმარების საჭიროება რომ ჰქონოდათ, ჩვენ მსგავს გადაწყვეტილებას საათებში მივიღებდით. რუსეთის შემოჭრის პირველივე დღიდან უკრაინა პარტნიორებს უმეორებს: თუ თქვენ არ ჩაკეტავთ ცას, იქნებით პასუხისმგებელნი ამ კატასტროფაზე, მასშტაბურ ჰუმანიტარულ კატასტროფაზე, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვისას განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, უკრაინის პარტნიორები სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას უკვე 14 დღეა არ იღებენ.

„სრულმასშტაბიანი სასტიკი ომისა და ჩვენი ხალხის წინააღმდეგ განხორციელებული ტერორის 14 დღე – ქალაქების განადგურება, მთელი რაიონების ბლოკადა, მუდმივი დაბომბვა. სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიუღებლობის 14 დღე. არა ჩვენი გადაწყვეტილების- ჩვენგან ჩვენი მეგობრების დახმარების საჭიროება რომ ყოფილიყო, მსგავს გადაწყვეტილებას საათებში მივიღებდით. რუსეთის შემოჭრის პირველივე დღიდან უკრაინა პარტნიორებს უმეორებს: თუ თქვენ არ ჩაკეტავთ ცას, იქნებით პასუხისმგებელნი ამ კატასტროფაზე, მასშტაბურ ჰუმანიტარულ კატასტროფაზე,“- განაცხადა ზელენსკიმ.

მან მსოფლიო ლიდერებს მოუწოდა, სწრაფად გადაწყვიტონ უკრაინისთვის სამხედრო თვითმფრინავების გადაცემის საკითხი. ზელენსკიმ ამასთანავე აღნიშნა, რომ რუსეთი რაკეტებს, ავიაციასა და ვერტმფრენებს მშვიდობიანი მოსახლეობის, ქალაქებისა და ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ იყენებს.

„მსოფლიოს ჰუმანიტარული ვალდებულებაა იქონიოს რეაგირება. მაგრამ გადაწყვეტა არ არის. ჩვენ მადლიერები ვართ პოლონეთის შეთავაზებული ალტერნატივისთვის – მზაობისთვის მიაწოდოს უკრაინას საბრძოლო თვითმფრინავები. საკითხი ლოჯისტიკას ეხება, უფრო მეტად ტექნიკური საკითხია”, – განაცხადა ზელენსკიმ და აღნიშნა, რომ ის დაუყოვნებლივ უნდა მოგვარდეს.

„არსებობს პოლონეთის ოფიციალური გადაწყვეტილება გადასცეს თვითმფრინავი შესაბამის ბაზას, ამერიკულ ბაზას. როდის იქნება გადაწყვეტილება? მომისმინეთ: ჩვენთან ომია… ეს ხომ პინგ-პონგი არ არის, საქმე ადამიანების სიცოცხლეს ეხება! კიდევ ერთხელ გთხოვთ: გადაწყვეტილება სწრაფად მიიღეთ. არ გადააბაროთ პასუხისმგებლობა ერთმანეთს, გამოგვიგზავნეთ თვითმფრინავები,“- განაცხადა ზელენსკიმ.

კომენტარები

TOP ვოლოდიმირ ზელენსკი 2022-03-09
ნინო ჩხეიძე
Tags TOP ვოლოდიმირ ზელენსკი
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

რუსეთი ორ კატეგორიად გაიყო (ვიდეო)

შემდეგი სტატია

მდინარაძე: თუ გადაწყვეტილება იქნება მიღებული, ეს იქნება ეროვნული და არა სხვა ინტერესებიდან გამომდინარე

მსგავსი სტატიები

ალეკო ელისაშვილი სააკაშვილის უცხოეთში გადაყვანაზე: არ ვეთანხმები

ალეკო ელისაშვილი სააკაშვილის უცხოეთში გადაყვანაზე: არ ვეთანხმები

ნინო ჩხეიძე 20 დეკ 2022
შალვა პაპუაშვილი: ანატოლი ბიბილოვის განცხადებას არანაირი შიდა თუ საერთაშორისო სამართლებრივი ძალა არ გააჩნია

შალვა პაპუაშვილი: ანატოლი ბიბილოვის განცხადებას არანაირი შიდა თუ საერთაშორისო სამართლებრივი ძალა არ გააჩნია

ნინო ჩხეიძე 02 აპრ 2022
მეც წინასწარ ჩამოვალ საქართველოში და პროცესის უშუალო მონაწილე ვიქნები

მეც წინასწარ ჩამოვალ საქართველოში და პროცესის უშუალო მონაწილე ვიქნები

ირაკლი შალიკაშვილი 20 აპრ 2021

უახლესი ამბები

  • დღე ისტორიაში – 24 სექტემბერი

    დღე ისტორიაში – 24 სექტემბერი

  • ბეჭდების მბრძანებლის პერსონაჟები და მათი ზოდიაქოს ნიშნები

    ბეჭდების მბრძანებლის პერსონაჟები და მათი ზოდიაქოს ნიშნები

  • ილიკო სუხიშვილი: სცენაზე გასვლა ყოველთვის დიდ სტრესთან არის დაკავშირებული (ვიდეო)

    ილიკო სუხიშვილი: სცენაზე გასვლა ყოველთვის დიდ სტრესთან არის დაკავშირებული (ვიდეო)

  • ოლაფ შოლცი: კონფლიქტის მოგვარებისთვის ყარაბაღის მოსახლეობის უფლებები და უსაფრთხოება გარანტირებული უნდა იყოს

    ოლაფ შოლცი: კონფლიქტის მოგვარებისთვის ყარაბაღის მოსახლეობის უფლებები და უსაფრთხოება გარანტირებული უნდა იყოს

  • ირაკლი ეძგვერაძე: სავარაუდოდ, კლინიკიდან დღესაც არ გამწერენ

    ირაკლი ეძგვერაძე: სავარაუდოდ, კლინიკიდან დღესაც არ გამწერენ

  • 6 სუპერ სასარგებლო ხილის სახეობა

    6 სუპერ სასარგებლო ხილის სახეობა

  • ერიხ მარია რემარკის საინტერესო და მრავალფეროვანი ცხოვრება

    ერიხ მარია რემარკის საინტერესო და მრავალფეროვანი ცხოვრება

  • კირილ ბუდანოვი: რუსეთმა მის ხელთ არსებული ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემა ფრონტზე და მოსკოვის თავდაცვისთვის აამოქმედა – ჩვენ მათი რაკეტების მარაგის ამოწურვაზე ვმუშაობთ

    კირილ ბუდანოვი: რუსეთმა მის ხელთ არსებული ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემა ფრონტზე და მოსკოვის თავდაცვისთვის აამოქმედა – ჩვენ მათი რაკეტების მარაგის ამოწურვაზე ვმუშაობთ

  • შალვა პაპუაშვილი ვენეციის კომისიის პრეზიდენტს წერილით მიმართავს და 12 რეკომენდაციის შესასრულებლად მიღებული დოკუმენტაციის სამართლებრივ შეფასებას სთხოვს

    შალვა პაპუაშვილი ვენეციის კომისიის პრეზიდენტს წერილით მიმართავს და 12 რეკომენდაციის შესასრულებლად მიღებული დოკუმენტაციის სამართლებრივ შეფასებას სთხოვს

  • შსს ირაკლი ეძგვერაძეზე თავდასხმისა და გლდანში მომხდარი დაპირისპირების საქმეზე განცხადებას ავრცელებს

    შსს ირაკლი ეძგვერაძეზე თავდასხმისა და გლდანში მომხდარი დაპირისპირების საქმეზე განცხადებას ავრცელებს

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge