NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ბიზნესი»ხალხი Airbnb-ის ოთახებს ჯავშნის და მოგზაურობას არავინ აპირებს – უკრაინელი ხალხის გვერდით მთელი მსოფლიო დგას

ხალხი Airbnb-ის ოთახებს ჯავშნის და მოგზაურობას არავინ აპირებს – უკრაინელი ხალხის გვერდით მთელი მსოფლიო დგას

08 მარ 2022 ბიზნესი 554 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

უკრაინელი ხალხის გვერდით მთელი მსოფლიო დგას და ეს კიდევ ერთხელ დადასტურდა იმ ქმედებით, რასაც ადამიანები ბოლო დღეებში მიმართავენ.

გავრცელებული ინფორმაციით, Airbnb-ის პლატფორმას ჯავშნების ტალღა “დაატყდა” თავს, ხალხი ოთახებს, სახლებს ქირაობს, თანხას იხდიან, მაგრამ ცხადია, უკრაინაში მოგზაურობას არავინ აპირებს.

რას ნიშნავს ეს?!

ეს ნიშნავს, რომ ადამიანები, რომელბიც არ არიან ადგილზე, რომ ფიზიკური დახმარება გაუწიონ უკრაინელებს, მიმართავენ ამ გზას, ქირაობენ ოთახებს ან ბინებს ფორმალურად, რომ ჯავშნისთვის გადახდილი თანხა შეგროვდეს, რადგან უკრაინელებს ახლა ფინანსური დახმარება ძალიან ესაჭიროებათ.

Airbnb-ის წარმომადგენელი ამბობს, რომ 2 და 3 მარტს ადამიანებმა, მთელი მსოფლიოდან (უმეტესობა ამერიკიდან არის), 61.000-სზე მეტი ჯავშანი გააკეთეს, თანხები ჩარიცხეს, მაგრამ იქ ჩასვლას, რა თქმა უნდა, არავინ აპირებს. ეს ფინანსური მხარდაჭერაა, რომელსაც ადამიანები მეორე კონტინენტიდანაც კი უცხადებენ უკრაინას.

აღნიშნული ინიციატივა სოციალური ქსელის საშუალებით გავრცელდა, რომლის ორგანიზატორებმაც მოუწოდეს მოსახლეობას, რაც შეიძლება სწრაფად დაეჯავშნათ ბინები, რადგან პლატფორმა დაახლოებით 24 საათში ურიცხავს ბინის მეპატრონეს სტუმრის მიერ ჩარიცხულ თანხას.

ამას გარდა, აღსანიშნავია ისიც, რომ Airbnb-ის განცხადებით, ისინი მზად არიან უმასპინძლონ 100.000 უკრაინელს, მეზობელ ქვეყნებში, რომლებმაც სამშობლო იძულებით დატოვეს.

წყარო

კომენტარები

TOP უკრაინა 2022-03-08
ნინო ჩხეიძე
Tags TOP უკრაინა
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

BBC: მაკდონალდსი რუსეთში რესტორნებს ხურავს

შემდეგი სტატია

მედია: ვატიკანი რუსეთს უკრაინაში შეიარაღებული თავდასხმების შეწყვეტისკენ მოუწოდებს

მსგავსი სტატიები

დიმიტრი ქუმსიშვილი: საქართველოს არაბთა გაერთიანებული საემიროებიდან ინვესტორთა რამდენიმე ჯგუფი ეწვევა

დიმიტრი ქუმსიშვილი: საქართველოს არაბთა გაერთიანებული საემიროებიდან ინვესტორთა რამდენიმე ჯგუფი ეწვევა

11 აპრ 2018
რატომ უნდა მივიღოთ რბოლაში მონაწილეობა წყალბადის ძრავით – ტოიოტას ახალი მიზანი

რატომ უნდა მივიღოთ რბოლაში მონაწილეობა წყალბადის ძრავით – ტოიოტას ახალი მიზანი

ირაკლი შალიკაშვილი 25 იან 2022
„სტარტაპ კვირეულის“ დასკვნითი ღონისძიება გაიმართა

„სტარტაპ კვირეულის“ დასკვნითი ღონისძიება გაიმართა

30 მაი 2018

უახლესი ამბები

  • რეჯეფ თაიფ ერდოღანი: ჩვენი ქვეყნის ომში ჩათრევას არ დავუშვებთ

    რეჯეფ თაიფ ერდოღანი: ჩვენი ქვეყნის ომში ჩათრევას არ დავუშვებთ

  • თიბისი კონცეპტში ინტერდისციპლინური კულტურის ფესტივალი “ხიდი: თბილისი – ციურიხი” ტარდება

    თიბისი კონცეპტში ინტერდისციპლინური კულტურის ფესტივალი “ხიდი: თბილისი – ციურიხი” ტარდება

  • ზაზა პაპუაშვილი: ეს სადავე საზოგადოებამ უნდა აიღოს ხელში

    ზაზა პაპუაშვილი: ეს სადავე საზოგადოებამ უნდა აიღოს ხელში

  • სალომე სამადაშვილი: წულუკიანს თუ სურს პროკურორის ფუნქციები შეითავსოს, შეუძლია დაიწყოს გამოძიება ზურაბ აბაშიძესთან გასაუბრებით, თუ რა ბედი ეწვია იმ ნახატებს, რომელიც ბრიუსელში მისი ელჩობის პერიოდშია ჩატანილი

    სალომე სამადაშვილი: წულუკიანს თუ სურს პროკურორის ფუნქციები შეითავსოს, შეუძლია დაიწყოს გამოძიება ზურაბ აბაშიძესთან გასაუბრებით, თუ რა ბედი ეწვია იმ ნახატებს, რომელიც ბრიუსელში მისი ელჩობის პერიოდშია ჩატანილი

  • სანდრო ბრეგაძე: ჯაბა იოსელიანს თავის წიგნში ნათლად აქვს აღწერილი, ზაზა სვანაძის დაჯგუფებამ და გოგა ხაინდრავას „დევიატკამ“ როგორ ჩაცხრილეს ავტობუსში უირაღო ზვიად გამსახურდიას მომხრეები

    სანდრო ბრეგაძე: ჯაბა იოსელიანს თავის წიგნში ნათლად აქვს აღწერილი, ზაზა სვანაძის დაჯგუფებამ და გოგა ხაინდრავას „დევიატკამ“ როგორ ჩაცხრილეს ავტობუსში უირაღო ზვიად გამსახურდიას მომხრეები

  • სალომე სამადაშვილი:  წულუკიანს წესით უნდა ვუჩივლო, მაგრამ … ქალბატონო თეა, მომავალში, სანამ რამე სისულელეს წამოაყრანტალებთ, კარგად დაფიქრდით

    სალომე სამადაშვილი: წულუკიანს წესით უნდა ვუჩივლო, მაგრამ … ქალბატონო თეა, მომავალში, სანამ რამე სისულელეს წამოაყრანტალებთ, კარგად დაფიქრდით

  • გივი ღამბაშიძე და ,,გორგილაძის აუტანელი სიმსუბუქე”  (ვიდეო)

    გივი ღამბაშიძე და ,,გორგილაძის აუტანელი სიმსუბუქე” (ვიდეო)

  • რომის პაპი კლინიკაში გადაიყვანეს

    რომის პაპი კლინიკაში გადაიყვანეს

  • შსს: პოლიციელზე თავდასხმისა და ნივთის დაზიანების ფაქტებზე დაკავებულია პირი, რომელმაც აქციაზე პოლიციელებს ესროლა ქვები და ე.წ. მოლოტოვის კოქტეილები, ცეცხლი წაუკიდა ავტომობილს

    შსს: პოლიციელზე თავდასხმისა და ნივთის დაზიანების ფაქტებზე დაკავებულია პირი, რომელმაც აქციაზე პოლიციელებს ესროლა ქვები და ე.წ. მოლოტოვის კოქტეილები, ცეცხლი წაუკიდა ავტომობილს

  • ვოლოდიმირ ზელენსკი დემოკრატიის სამიტზე: დემოკრატიას გამარჯვება სჭირდება ახლავე! წელს! ბოროტებამ ომი უნდა წააგოს

    ვოლოდიმირ ზელენსკი დემოკრატიის სამიტზე: დემოკრატიას გამარჯვება სჭირდება ახლავე! წელს! ბოროტებამ ომი უნდა წააგოს

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge