NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»საზოგადოება»ეკატერინე მაერინგ-მიქაძე: ლტოლვილებს საერთო ერთი აქვთ: მშობლიური სახლის გასაღები თან აქვთ

ეკატერინე მაერინგ-მიქაძე: ლტოლვილებს საერთო ერთი აქვთ: მშობლიური სახლის გასაღები თან აქვთ

08 მარ 2022 საზოგადოება 662 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

“12 – საათიანი მორიგეობა გვაქვს კიოლნის ცენტრალურ სადგურზე, სადაც ყოველ საათში ბერლინიდან ავტობუსები და მატარებლები დასავლეთისკენ მოდიან. პირველი ტალღა ცხადია პოლონეთზეა, შემდეგ ვინც გერმანიისკენ მოეშურებიან მოდის ბერლინზე, ბერლინიდან დასავლეთის მიმართულებით ნაწილდება ნაკადი. რა ვთქვა, ლტოლვილები ბევრი მინახავს და მათთან მიმუშავია. 20 წელიწადზე მეტი აღმოსავლეთში მუშაობამ მანახა პალესტინელი, იემენელი, ერაყელი, ავღანი, სირიელი ლტოლვილები. საერთო ყველას ერთი აქვთ: მშობლიური სახლის გასაღები თან აქვთ: მალე დაბრუნდებიან. ქართველები რომ დაიძრნენ სოხუმიდან და ცხინვალიდან მაშინ საქართველოში აღარ ვცხოვრობდი. და აგერ ახლა უკრაინელები. იშვიათად მინახია ასეთი მოწესრიგებული, ზრდილობიანი, ღირსეული ხალხი. არანაირი ხმამაღალი სიტყვა ან კამათი, ან პრეტენზიები, ჩახუტებულები თავიანთ კატებს და ცუგებს, ჩუმი დარცხვენილი ხმით მთხოვენ ჩაის, ბუტერბროდს, ბავშვის საფენებს, წამალს, ხელის მალამოს. მერიდება რომ ვუთხრა, რომ საერთო საცხოვრებლებში ერთ პატარა ოთახებში ვუშვებთ. მაგრამ გადავიტანთ ვეუბნები, უკან დავბრუნდებით, მეც წამოვალ თქვენთან ერთად და ერთად ავაშენებთ უკრაინას. მე ვტიროდი, ისინი მდგრად არიან. ბავშვები, მოხუცები და ქალები. მამაკაცები ვინცაა აქ, ძირითადად უკრაინაში სირიელი და აფრიკელი ლტოლვილებია. ორჯერ ლტოლვილები. რას ვიფიქრებდი, რომ ჩემი არაბული გამომადგებოდა. პატივს გვცემს აქაური მთავრობა, მოდიან photo oportunity ისთვის, კამერა, ტელევიზია ინტერვიუ და მიდიან ისე, რომ არც გვეკითხებიან რამე ხომ არ გვჭირდება. ხმა არ ამომეღება: ყველაფერია უკრაინელებისთვის მზად, ცხელი საჭმელი, თავშესაფარი, ტანსაცმელი. მაგრამ მე უფრო მეტი მემეტება და მინდა ამათთვის. მამა მოდის ნამტირალევი: 12 წლის შვილი ჰყავს შშმ და ეტლი არ აქვს, ოდესაში დატოვეს. შვილს ხვალ საღამოს ბერლინიდან ჩამოიყვანენ. ეტლი ვიშოვე, მანქანაში მაქვს და ხვალ წავუღებ. დედა მოდის 15 წლის შვილთან ერთად. “იქით კვირას დაბადების დღე აქვს ჩემს შვილს, საცვლების გარდა ვერაფრის წამოღება მოვასწარით, იქ უკრაინაში ორსართულიანი სახლი მაქვს, მშობლების საფლავი იქაა. რა ვქნა აქ”. გრივნას არ ახურდავებს სადგურის ბანკი. ვერ ვუძახი ამ ხალხს ლტოლვილებს, თვითონაც ეხამუშებათ: ჩვენ საცხოვრებლის დროებითი მაძიებლები ვართო. დროებითი რა თქმა უნდა. ის ლენინგრადელი მონსტრი, რომელიც რუსი ხალხის დაუდევრობამ და დერჟავას სიყვარულმა გამოზარდა და უკვე საკმარისად ააოხრა მსოფლიო, ქიმიურ იარაღში ჩაახჩო სირიელი ბავშვები, მიწასთან გაასწორა ალეპო და ნახევარი სირია, პალესტინელებს ცინიკურად ატყუებდა მესია მე ვარო, დაგეშილი ძაღლებივით მიუსია ლიბიას და აფრიკას ვაგნერელები, ამიოხრა საქართველო, უნდა დამთავრდეს. პუტინი უნდა წაშავდეს, დამთავრდეს, აორთქლდეს. ფოტოებს სპეციალურად არ ვდებ. დაიღალა ის ხალხი და აღარ უნდათ ფოტოები. მე კი ერთი რიგითი დამხმარე ვარ სადგურში,” – წერს სოციალურ ქსელში ყოფილი საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ყატარის სახელმწიფოში ეკატერინე მაერინგ-მიქაძე.

 

კომენტარები

TOP ეკატერინე მაერინგ-მიქაძე უკრაინა 2022-03-08
ნინო ჩხეიძე
Tags TOP ეკატერინე მაერინგ-მიქაძე უკრაინა
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

“მივესალმებით გადაწყვეტილებას, ეთხოვოს ევროკომისიას საქართველოს, მოლდოვასა და უკრაინის განაცხადები შეისწავლოს – ეს ახალი ეტაპი გვაძლევს მოტივაციას, გავაძლიეროთ რეფორმების დღის წესრიგი”

შემდეგი სტატია

ზელენსკი რონალდ რეიგანის თავისუფლების მედლით დაჯილდოვდა

მსგავსი სტატიები

რესპუბლიკის მოედანზე ავტომანქანების გადაადგილება აიკრძალა

რესპუბლიკის მოედანზე ავტომანქანების გადაადგილება აიკრძალა

15 დეკ 2018
„ბავშვებმა ფეხბურთი „ითამაშეს“, ბურთის მაგივრად ლეკვი აგორავეს და ურტყამდნენ ფეხს“

„ბავშვებმა ფეხბურთი „ითამაშეს“, ბურთის მაგივრად ლეკვი აგორავეს და ურტყამდნენ ფეხს“

19 აგვ 2018
“უი, რას მელაპარაკებით, პირველად მესმის თქვენგან, აუცილებლად გადავამოწმებ”

“უი, რას მელაპარაკებით, პირველად მესმის თქვენგან, აუცილებლად გადავამოწმებ”

ნინო ჩხეიძე 14 თებ 2021

უახლესი ამბები

  • ალეკო ელისაშვილი: ბეჭი არ იტკინოს ბატონმა ჩალაძემ ერთი ეგ მაშინებს რა

    ალეკო ელისაშვილი: ბეჭი არ იტკინოს ბატონმა ჩალაძემ ერთი ეგ მაშინებს რა

  • თეა გოდოლაძე: მიწისძვრა კი არ კლავს ადამიანს. შენობა კლავს და უტვინო, ფულის მოხვეჭაზე აგებული სამშენებლო პოლიტიკა!

    თეა გოდოლაძე: მიწისძვრა კი არ კლავს ადამიანს. შენობა კლავს და უტვინო, ფულის მოხვეჭაზე აგებული სამშენებლო პოლიტიკა!

  • ლევან ბეჟაშვილი: ვიხილავთ მანდატების დატოვების საკითხს – ვიწყებთ კონსულტაციებს დასავლელ პარტნიორებთან და სხვა ოპოზიციურ პარტიებთან, რომ დავტოვოთ პარლამენტი

    ლევან ბეჟაშვილი: ვიხილავთ მანდატების დატოვების საკითხს – ვიწყებთ კონსულტაციებს დასავლელ პარტნიორებთან და სხვა ოპოზიციურ პარტიებთან, რომ დავტოვოთ პარლამენტი

  • ელენე ხოშტარია: „დროა“ ენმ-ს საპროტესტო აქციებს უერთდება

    ელენე ხოშტარია: „დროა“ ენმ-ს საპროტესტო აქციებს უერთდება

  • თურქეთი – მიწისძვრის კადრები (ვიდეო)

    თურქეთი – მიწისძვრის კადრები (ვიდეო)

  • ლიზა იასკო: საქართველო, შენ წამართვი ჩემთვის ახლო ადამიანი, მიხეილ სააკაშვილი

    ლიზა იასკო: საქართველო, შენ წამართვი ჩემთვის ახლო ადამიანი, მიხეილ სააკაშვილი

  • „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები და მხარდამჭერები საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის სახლთან შეიკრიბნენ

    „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები და მხარდამჭერები საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის სახლთან შეიკრიბნენ

  • აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი: ძალიან ყურადღებით ვაკვირდებით სააკაშვილის საქმეს

    აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი: ძალიან ყურადღებით ვაკვირდებით სააკაშვილის საქმეს

  • „ნაციონალური მოძრაობა“  ხვალ აქციას მთავრობის ადმინისტრაციასთან გამართავს

    „ნაციონალური მოძრაობა“ ხვალ აქციას მთავრობის ადმინისტრაციასთან გამართავს

  • „ნაციონალური მოძრაობა“ საპარლამენტო საქმიანობას წყვეტს

    „ნაციონალური მოძრაობა“ საპარლამენტო საქმიანობას წყვეტს

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge