რუსული სოციალური ქსელის «В контакте» და მესენჯერის Telegram დამაარსებელი პაველ დუროვი სოციალურ ქსელში წერს:
თუ ჩემს პოსტებს თვალყურს ადევნებთ, გეცოდინებათ, რომ დედაჩემი კიეველია. მისი ქალიშვილობის გვარი ივანენკო უკრაინულია და დღემდე ბევრი ნათესავი გვყავს უკრაინაში. ამიტომ, ამ ტრაგიკულ კონფლიქტს აქვს პირადი მნიშვნელობა როგორც ჩემთვის, ასევე Telegram-ისთვის.
ზოგს აინტერესებს, არის თუ არა Telegram-ი ნაკლებად უსაფრთხო უკრაინელებისთვის, რადგან ოდესღაც რუსეთში ვცხოვრობდი. ნება მომეცით ვუთხრა ამ ხალხს, როგორ დასრულდა ჩემი კარიერა რუსეთში. ცხრა წლის წინ ვიყავი VKontakte-ს აღმასრულებელი დირექტორი, რომელიც იყო ყველაზე დიდი სოციალური ქსელი რუსეთსა და უკრაინაში. 2013 წელს რუსეთის ფედერაციის უსაფრთხოების ფედერალურმა სამსახურმა მომთხოვა გადამეცა მათთვის უკრაინელი VKontakte-ს მომხმარებლების პირადი მონაცემები, რომლებიც აპროტესტებდნენ პრორუსული პრეზიდენტის მმართველობას.
მე უარი ვთქვი ამ მოთხოვნის შესრულებაზე, რადგან ეს ჩვენი უკრაინელი მომხმარებლების ღალატს ნიშნავდა. ამის შემდეგ ჩემს მიერ დაარსებული კომპანიიდან გამათავისუფლეს და იძულებული გავხდი, რუსეთიდან წავსულიყავი.
დავკარგე ჩემი კომპანია და სახლი. ამაყად მეღიმება, როდესაც ვკითხულობ ჩემს 2014 წლის აპრილში დაწერილ VKontakte პოსტს, სადაც დაფიქსირებულია და დასკანერებული FSB მოთხოვნები და ჩემი საფირმო ხელმოწერა – კაპიუშონიანი ძაღლი.
როცა მათ ბრძანებაზე უარი ვთქვი, ფსონები პირადად ჩემთვის მაღალი იყო. ჯერ კიდევ რუსეთში ვცხოვრობდი და ჩემი გუნდი და ჩემი ძველი კომპანიაც იქ იყო დაფუძნებული.
მას შემდეგ მრავალი წელი გავიდა. ბევრი რამ შეიცვალა: მე აღარ ვცხოვრობ რუსეთში, აღარ მაქვს იქ კომპანიები, არ მყავს თანამშრომლები. მაგრამ ერთი რამ უცვლელი რჩება: მე ვიცავ ჩვენი მომხმარებლების ინტერესებს, რაც არ უნდა მოხდეს. მათი კონფიდენციალურობის უფლება წმინდაა. მით უმეტეს ახლა უფრო მეტად, ვიდრე ოდესმე“.
წყარო: Украина Online
კომენტარები