მთავრობის ადმინისტრაციასთან პოლიციამ პარტია “დროა”-ს ლიდერი, ელენე ხოშტარია დააკავა. ხოშტარია პროტესტის ნიშნად კანცელარიის შენობასთან რუსულ კეტჩუპს ასხმადა.
“იმ ფონზე, როდესაც უკრაინელები საკუთარ სიცოცხლეს სწირავენ, ამ მთავრობაში არალეგიტიმურად მსხდომი ხალხი და პირდაპირ ვთქვათ, ბიძინა ივანიშვილი, მოლაპარაკებებს აწარმოებს რუსეთთან იმისთვის, რომ სანქციების ხვრელი გახდეს საქართველო. ჩვენ ყველამ უნდა გავაპროტესტოთ. გვყავს ასეთი მთავრობა, მაგრამ ჩვენ არავინ არ გვაიძულებს, რომ ვიყოთ უღირსები. მთავრობა უღირსია, ჩვენ არ ვართ უღირსები”, – თქვა ელენე ხოშტარიამ დაკავებამდე.
კომენტარები