NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»მსოფლიო»დავით არახამია: ერთადერთი ნაწილი, რაზეც შეთანხმება თითქმის შეუძლებელია, არის ყირიმი და ე.წ. რესპუბლიკები, რომლის აღიარებასაც რუსეთი ჩვენგან დაჟინებით მოითხოვს

დავით არახამია: ერთადერთი ნაწილი, რაზეც შეთანხმება თითქმის შეუძლებელია, არის ყირიმი და ე.წ. რესპუბლიკები, რომლის აღიარებასაც რუსეთი ჩვენგან დაჟინებით მოითხოვს

06 მარ 2022 მსოფლიო 352 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

ერთადერთი ნაწილი, რაზეც შეთანხმება თითქმის შეუძლებელია, არის ყირიმი და ე.წ. რესპუბლიკები, რომლის დამოუკიდებლად აღიარებასაც რუსეთი ჩვენგან დაჟინებით მოითხოვს. ეს მიუღებელია უკრაინული საზოგადოებისთვის. საუბარია არა პოლიტიკოსებზე, არამედ უკრაინელებზე, რომლებიც არასოდეს დაუშვებენ ამას , – ამის შესახებ ფრაქცია „ხალხის მსახურის“ თავმჯდომარე, უკრაინა – რუსეთს შორის მიმდინარე მოლაპარაკებებში უკრაინული დელეგაციის წევრმა, დავით არახამიამ „ფოქს ნიუსისთვის“ მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

ჟურნალისტმა უკრაინელ პოლიტიკოსს კითხვა ნატოში ინტეგრაციასთან დაკავშირებითაც დაუსვა, რაზეც არახამიამ მიუგო, რომ “ნატო-ს წევრი ქვეყნები არ არიან მზად, განიხილონ უკრაინის ალიანსში გაწევრიანება უახლოესი ხუთი-ათი წლის განმავლობაში”.

“ჩვენ არ ვიბრძოლებთ ნატოს განაცხადისთვის, ვიბრძლებთ შედეგისთვის, მაგრამ არა პროცესისთვის. ჩვენ მზად ვართ, განვიხილოთ ზოგიერთი მოდელი. მაგალითად, შეიძლება იყოს პირდაპირი გარანტიები სხვადასხვა ქვეყნების მხრიდან, როგორიცაა აშშ, ჩინეთი, დიდი ბრიტანეთი, შესაძლოა გერმანია და საფრანგეთი. ჩვენ მზად ვართ, განვიხილოთ მსგავსი საკითხები უფრო ფართო წრეში, არა მარტო რუსეთთან ორმხრივ დისკუსიებში, არამედ სხვა პარტნიორებთანაც”, – აღნიშნა მან.

ამერიკული ტელეარხის ჟურნალისტმა დავით არახამიას ჰკითხა, თუ რა განცდა აქვს, მას როგორც აფხაზეთიდან დევნილს, როცა ის რუსეთთან მოლაპარაკებების მაგიდასთან ზის და როცა მისი ორივე სამშობლო რუსეთის მიერაა ოკუპირებული.

ფრაქცია „ხალხის მსახურის“ ლიდერმა „სიგიჟე უწოდა“, 12 წლის ასაკში საქართველოს დატოვებას და საზღვარგარეთ გაქცევას მხოლოდ იმიტომ, რომ რუსი ჯარისკაცები მის ქვეყანაში შეიჭრნენ.

„აქ [უკრაინაში] გადმოვედი, გავიზარდე, საკუთარი ბიზნესი ავაშენე, ოჯახი შევქმენი და ჩემი შვილები უკრაინაში დაიბადნენ. 12 წლის ვერ ვიბრძოლებდი და ახლა – 42 წლის ასაკში აუცილებლად ვიბრძოლებ და ყველაფერს გავაკეთებ მათ [რუსების] შესაჩერებლად“, – განაცხადა არახამიამ.

შეგახსენებთ, რუსეთთან მოლაპარაკებების შემდეგი რაუნდი 7 მარტს იგეგმება. დავით არახამია უკრაინული დელეგაციის მომლაპარაკებელია.

კომენტარები

TOP დავით არახამია უკრაინა 2022-03-06
ნინო ჩხეიძე
Tags TOP დავით არახამია უკრაინა
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

“ამ ვითარებაში, რძის პროდუქტების მწარმოებელთა ასოციაციის წევრები რუსეთის ფედერაციაში რძის პროდუქტების შეტანას არ აპირებენ”

შემდეგი სტატია

ილია მეორე: ომია ზოგიერთ ქვეყანაში. ჩვენ ვწუხვართ, ვლოცულობთ, ვცდილობთ, არ მივიღოთ მონაწილეობა. ჩვენმა ხალხმა შეაგროვა სურსათი, ჩასაცმელი ხალხის დასახმარებლად, მაგრამ ეს ცოტა არის

მსგავსი სტატიები

დღე ისტორიაში – 11 მარტი

დღე ისტორიაში – 11 მარტი

ანო 10 მარ 2023
ჩინეთში ცოფის ვაქცინას დაკავშირებით სკანდალი გორდება

ჩინეთში ცოფის ვაქცინას დაკავშირებით სკანდალი გორდება

23 ივლ 2018
პუტინი: დასავლეთი უკრაინელ ხალხს რუსეთის წინააღმდეგ საზარბაზნე ხორცად იყენებს

პუტინი: დასავლეთი უკრაინელ ხალხს რუსეთის წინააღმდეგ საზარბაზნე ხორცად იყენებს

ნინო ჩხეიძე 09 დეკ 2022

უახლესი ამბები

  • მდინარაძე: ახლა სამხარაძის ბულინგს თავი დაანებეთ

    მდინარაძე: ახლა სამხარაძის ბულინგს თავი დაანებეთ

  • იაგო ხვიჩია: ფეხბურთის ენაზე რომ ვთქვათ, „ქართულმა ოცნებამ“ მყესები დაიწყვიტა არაფრისგან და რატომ არ ცდილობს „ნაცმოძრაობა“ გოლის გატანას, სად არიან?

    იაგო ხვიჩია: ფეხბურთის ენაზე რომ ვთქვათ, „ქართულმა ოცნებამ“ მყესები დაიწყვიტა არაფრისგან და რატომ არ ცდილობს „ნაცმოძრაობა“ გოლის გატანას, სად არიან?

  • მამუკა მდინარაძე: ტყუილია ის, რომ შალვა პაპუაშვილმა იმ ბავშვებს, როლებიც იქ იდგნენ, უწოდა 1000 ლარიანი – მას ჰქონდა კონკრეტულ ქეისებზე საუბარი

    მამუკა მდინარაძე: ტყუილია ის, რომ შალვა პაპუაშვილმა იმ ბავშვებს, როლებიც იქ იდგნენ, უწოდა 1000 ლარიანი – მას ჰქონდა კონკრეტულ ქეისებზე საუბარი

  • როსტომ ჩხეიძე: დასავლური კურსის შეცვლა ყოვლად წარმოუდგენელია, რადგანაც: ჩვენ რა თქმა უნდა არ ვართ რუსები!

    როსტომ ჩხეიძე: დასავლური კურსის შეცვლა ყოვლად წარმოუდგენელია, რადგანაც: ჩვენ რა თქმა უნდა არ ვართ რუსები!

  • გიგა ბოკერია: ვადამდელ არჩევნებს ვემხრობოდი ორი წლის წინ

    გიგა ბოკერია: ვადამდელ არჩევნებს ვემხრობოდი ორი წლის წინ

  • ხათუნა სამნიძე ეკა სეფაშვილს: მგონი ცუდად ხარ, იცი?! ძალიან მძიმე დღეები გამოიარეთ, მესმის, მაგრამ არ გჭირდებათ ნერვიულობა (ვიდეო)

    ხათუნა სამნიძე ეკა სეფაშვილს: მგონი ცუდად ხარ, იცი?! ძალიან მძიმე დღეები გამოიარეთ, მესმის, მაგრამ არ გჭირდებათ ნერვიულობა (ვიდეო)

  • ჯო ბაიდენმა COVID-19-ის წარმოშობის შესახებ ინფორმაციის გასაჯაროვების კანონს ხელი მოაწერა

    ჯო ბაიდენმა COVID-19-ის წარმოშობის შესახებ ინფორმაციის გასაჯაროვების კანონს ხელი მოაწერა

  • წილოსანი: მინდა გითხრათ, რომ GEN Z თაობით რომ ბრენდავთ, ნამდვილად კარგი იქნება გაითვალისწინოთ მათი მოსაზრება, რომ …

    წილოსანი: მინდა გითხრათ, რომ GEN Z თაობით რომ ბრენდავთ, ნამდვილად კარგი იქნება გაითვალისწინოთ მათი მოსაზრება, რომ …

  • ელენე ხოშტარია: ირაკლი ღარიბაშვილმა ევროპარლამენტისგან უმკაცრესი წერილი მიიღო, რომელიც შეიცავს გაფრთხილებას, რომ მშვიდობიანი პროტესტანტების უფლებები დაცული იყოს

    ელენე ხოშტარია: ირაკლი ღარიბაშვილმა ევროპარლამენტისგან უმკაცრესი წერილი მიიღო, რომელიც შეიცავს გაფრთხილებას, რომ მშვიდობიანი პროტესტანტების უფლებები დაცული იყოს

  • ვახტანგ მეგრელიშვილი: განათლების მინისტრის ცვლილება დაკავშირებული არ არის იმასთან, რომ განათლებაში რაღაც უნდა მოხდეს, არამედ დაკავშირებულია იმ კრიზისთან, რომელიც „ქართულ ოცნებაშია“

    ვახტანგ მეგრელიშვილი: განათლების მინისტრის ცვლილება დაკავშირებული არ არის იმასთან, რომ განათლებაში რაღაც უნდა მოხდეს, არამედ დაკავშირებულია იმ კრიზისთან, რომელიც „ქართულ ოცნებაშია“

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge