ჩერნიგოვში რუსი ოკუპანტების მიერ საჰაერო დარტყმის შედეგად დაბომბილი შენობიდან 33 ადამიანის ცხედარი ამოიყვანეს. ამის შესახებ უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის მრჩეველმა ანტონ გერაშენკომ სოციალურ ქსელში დაწერა.
მისივე ინფორმაციით, შენობის დაბომბვის შედეგად, 20-მდე ადამიანი დაშავდა.
ქალაქში გაუარესებული ვითარების გამო, სამაშველო სამუშაოები შეჩერებულია.
ცნობისთვის, დღეს ჩერნიგოვოს საცხოვრებელ მასივზე რუსმა ოკუპანტებმა საჰაერო დარტყმა განახორციელეს. შედეგად, მრავალი საცხოვრებელი კორპუსი დაზიანდა. დარტყმა განხორციელდა ორ სკოლაზე და კერძო სახლზე
კომენტარები