NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»პოლიტიკა»დავით ზალკალიანი: ევროკავშირის წევრობაზე განაცხადის ხელმოწერით საქართველომ გადაშალა ახალი ფურცელი საქართველოს ისტორიაში

დავით ზალკალიანი: ევროკავშირის წევრობაზე განაცხადის ხელმოწერით საქართველომ გადაშალა ახალი ფურცელი საქართველოს ისტორიაში

03 მარ 2022 პოლიტიკა 503 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

ევროკავშირის წევრობაზე განაცხადის ხელმოწერით საქართველომ შეაბიჯა ჩვენი სახელმწიფოებრივი განვითარების გარდამტეხ, უმნიშვნელოვანეს პერიოდში და გადაშალა ახალი ფურცელი საქართველოს ისტორიაში, – ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა განაცხადა.

მან საქართველოს მოსახლეობას ევროპული ინტეგრაციის გზაზე წარმატებები უსურვა.

„საქართველომ, მართლაც გაიარა ხანგრძლივი, რთული, შეიძლება ითქვას მრავალსაუკუნოვანი გზაც კი იმისთვის, რომ ასე ახლოს ყოფილიყო ჩვენი წინაპრების, ქართველი ხალხის სანუკვარ ოცნებასთან. განსაკუთრებით ბოლო წლების განმავლობაში, მას შემდეგ, რაც საქართველომ ხელი მოაწერა ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებას, ჩვენი ხელისუფლება და ქართული საზოგადოება ყველაფერს აკეთებდა იმისთვის, რომ ქვეყნის ცხოვრების ყოველდღიურობაში უზრუნველყოფილი ყოფილიყო ევროპული ღირებულებები და ფასეულობები – დემოკრატია, კანონის უზენაესობა, ადამიანის უფლებების დაცვა, კარგი მმართველობა და სხვა.

მეამაყება, რომ ვარ იმ გუნდის წევრი, რომელმაც 2014 წელს მიაღწია ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების ხელმოწერას.

კარგად ვიცი ის პასუხისმგებლობა, რაც მაშინ საქართველოს ხელისუფლებამ აიღო შეთანხმების იმპლემენტაციის კუთხით, რადგან პარაფირების პროცესში ხელი მაქვს მოწერილი მის თითოეულ ფურცელზე. დიახ, ევროპულ სტანდარტებთან ტრანსფორმაცია იყო და რჩება საკმაოდ რთულ პროცესად, მაგრამ, 2014 წელსაც და ახლაც ეს არის ჩვენი ურყევი და მტკიცე არჩევანი.

მეამაყება, რომ ჩემი დიპლომატიური მოღვაწეობის პერიოდში, საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესში ჩაიწერა ყველაზე თამამი და ამბიციური განაცხადები – 2014 წელს და ახლაც, მადლობას ვუხდი სახელისუფლებო გუნდს და ქართველ დიპლომატებს.

ვულოცავ საქართველოს მოსახლეობას, ვულოცავ ჩვენს თანამემამულეებს საოკუპაციო ხაზს მიღმა, ჩვენს დიასპორას ამ გადაწყვეტილებას. წარმატებები საქართველოს ამ გზაზე!“-აცხადებს დავით ზალკალიანი.

ცნობისთვის, ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოს ევროკავშირში წევრობის განაცხადს ხელი მოაწერა. მთავრობის მეთაურის შეფასებით, ევროკავშირის წევრობაზე განაცხადის გაკეთება კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ეტაპია საქართველოს ევროპული ინტეგრაციის გზაზე.

კომენტარები

TOP დავით ზალკალიანი 2022-03-03
ნინო ჩხეიძე
Tags TOP დავით ზალკალიანი
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

პუტინი მაკრონს: უკრაინაში რუსეთის ოპერაციის მიზნები – მისი დემილიტარიზაცია და ნეიტრალური სტატუსი – მიღწეული იქნება

შემდეგი სტატია

უკრაინა-ბელარუსის საზღვარზე უკრაინისა და რუსეთის დელეგაციებს შორის მოლაპარაკება დაიწყო

მსგავსი სტატიები

ირაკლი კობახიძე: ოპოზიცია აბსოლუტურად ურესურსოა. სრულიად განულებულია

ირაკლი კობახიძე: ოპოზიცია აბსოლუტურად ურესურსოა. სრულიად განულებულია

ნინო ჩხეიძე 23 აგვ 2022
ილია დარჩიაშვილი: საქართველო ევროინტეგრაციის ახალ, მნიშვნელოვან ფაზაში შევიდა

ილია დარჩიაშვილი: საქართველო ევროინტეგრაციის ახალ, მნიშვნელოვან ფაზაში შევიდა

ნინო ჩხეიძე 24 ივნ 2022

„თითოეული პრიორიტეტის მაქსიმალურად შესრულება იქნება ჩვენი მთავარი გამოწვევა“

14 ნოე 2017

უახლესი ამბები

  • ზელენსკი: უსაფრთხოების საუკეთესო გარანტია ნატოა, მაგრამ საჭიროა ეს იქამდე მოხდეს, სანამ უკრაინა ალიანსში არ არის

    ზელენსკი: უსაფრთხოების საუკეთესო გარანტია ნატოა, მაგრამ საჭიროა ეს იქამდე მოხდეს, სანამ უკრაინა ალიანსში არ არის

  • დღე ისტორიაში – 2 ივნისი

    დღე ისტორიაში – 2 ივნისი

  • მედია: მექსიკაში ადამიანის სხეულის ნაწილებით სავსე 45 ჩანთა აღმოაჩინეს

    მედია: მექსიკაში ადამიანის სხეულის ნაწილებით სავსე 45 ჩანთა აღმოაჩინეს

  • ვახტანგ მეგრელიშვილი: ვერ წარმომიდგენია „ქართულმა ოცნებამ“ არჩევნები კიდევ მოიგოს და თუ ძალას დაეყრდნო, არ მჯერა, რომ ეს ამბავი არეულობის გარეშე ჩაივლის – ჩვენ არაპროგნოზირებადი მომავალი გველოდება

    ვახტანგ მეგრელიშვილი: ვერ წარმომიდგენია „ქართულმა ოცნებამ“ არჩევნები კიდევ მოიგოს და თუ ძალას დაეყრდნო, არ მჯერა, რომ ეს ამბავი არეულობის გარეშე ჩაივლის – ჩვენ არაპროგნოზირებადი მომავალი გველოდება

  • გახსენით “საქართველოს ბანკის” პირველი ბიზნეს ანგარიში ონლაინ და დაიბრუნეთ თანხის 50%  საქართველოს ბანკისა და Mastercard-ის Cashback აქცია

    გახსენით “საქართველოს ბანკის” პირველი ბიზნეს ანგარიში ონლაინ და დაიბრუნეთ თანხის 50% საქართველოს ბანკისა და Mastercard-ის Cashback აქცია

  • „თეგეტა გარემოსთვის“ – „თეგეტა ჰოლდინგი“ საქართველოს პასუხისმგებელი ბიზნესის კონკურსის Meliora 2022-ის გამარჯვებულია

    „თეგეტა გარემოსთვის“ – „თეგეტა ჰოლდინგი“ საქართველოს პასუხისმგებელი ბიზნესის კონკურსის Meliora 2022-ის გამარჯვებულია

  • ლიონელ მესი PSG-ს ტოვებს

    ლიონელ მესი PSG-ს ტოვებს

  • ირაკლი ღარიბაშვილი: არსებული გეოპოლიტიკური გამოწვევების ფონზე, საქართველოსთვის მნიშვნელოვანია მაღალი დონის დიალოგის შენარჩუნება ევროკავშირის კანდიდატობის მიზნის მისაღწევად

    ირაკლი ღარიბაშვილი: არსებული გეოპოლიტიკური გამოწვევების ფონზე, საქართველოსთვის მნიშვნელოვანია მაღალი დონის დიალოგის შენარჩუნება ევროკავშირის კანდიდატობის მიზნის მისაღწევად

  • მეუფე იაკობი: ვიღაცა, რომ არის ევროპარლამენტარი…

    მეუფე იაკობი: ვიღაცა, რომ არის ევროპარლამენტარი…

  • შემეცნებითი თამაში „საგზაო ლოტო“ – „თამაშობანასა“ და „თეგეტას“ კოლაბორაცია

    შემეცნებითი თამაში „საგზაო ლოტო“ – „თამაშობანასა“ და „თეგეტას“ კოლაბორაცია

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge