NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»პოლიტიკა»მე უბრალოდ თავს შევიკავებ ზელენსკის განცხადების შეფასებისგან, რადგან ქვეყანა ომშია – ჩვენ ვართ უკრაინელი ხალხის გვერდით ძნელბედობის ჟამს

მე უბრალოდ თავს შევიკავებ ზელენსკის განცხადების შეფასებისგან, რადგან ქვეყანა ომშია – ჩვენ ვართ უკრაინელი ხალხის გვერდით ძნელბედობის ჟამს

02 მარ 2022 პოლიტიკა 374 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

ზელენსკის განცხადების შეფასებისგან უბრალოდ თავს შევიკავებ, რადგან ქვეყანა ომშია, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმერ ზელენსკის მიერ საქართველოდან უკრაინის ელჩის გაწვევასთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით აღნიშნა.

კალაძის თქმით, საქართველო უკრაინელი ხალხის გვერდით ყოველთვის იდგა და მხარდაჭერა მომავალშიც გაგრძელდება.

„საქართველო ყოველთვის დგას, იდგა და მომავალშიც იქნება უკრაინელი ხალხის გვერდით. ჩვენ პირველივე დღიდან ყველაფერს ვაკეთებთ ჩვენს საერთაშორისო მეგობრებთან ერთად. ყველა საერთაშორისო პლატფორმა იქნა გამოყენებული, რომ დავდგომოდით გვერდით უკრაინელ ხალხს. შესაბამისად, ეს დამოკიდებულება მომავალშიც, რა თქმა უნდა, გაგრძელდება. ჩვენ ვართ უკრაინელი ხალხის გვერდით ამ ძნელბედობის ჟამს.

რაც შეეხება დახმარებას – ჩართულია ცენტრალური ხელისუფლება, საქართველოში ჩარჩენილი უკრაინის მოქალაქეები ყველანაირად არიან უზრუნველყოფილები. ასევე, ჰუმანიტარული ტვირთი იქნა გაგზავნილი და ამაზე არ ვჩერდებით, ეს გაგრძელდება. მე პირადად კახა კალაძე, ჩემს მეგობრებთან ერთად, მზად ვარ დავუდგე გვერდით უკრაინელ ხალხს.

ძალიან ბევრი ადამიანი მეხმაურება და ვაპირებთ, რომ გავხსნათ ანგარიში იმისთვის, რომ ფინანსური დახმარება გავუწიოთ უკრაინელ ხალხს. ამასთან დაკავშირებით ძალიან მალე გავაკეთებთ განცხადებას, თუ სად შეეძლებათ თანხის გადმორიცხვა.

რაც შეეხება ზელენსკის განცხადებას – მე უბრალოდ შეფასებისგან თავს შევიკავებ, რადგან ქვეყანა ომშია. პირველ რიგში მინდა მშვიდობა ვუსურვო უკრაინას და უკრაინელ ხალხს. დანარჩენი შემდეგ გავაკეთებ შეფასებას და განცხადებას,” – განაცხადა კახა კალაძემ.

შეგახსენებთ, ვოლოდიმერ ზელენსკიმ საქართველოში უკრაინის ელჩი გაიწვია. როგორც მან აღნიშნა, საქართველოდან უკრაინის ელჩის გაწვევა ხდება იმის გამო, რომ ქართულმა მხარემ ხელი შეუშალა ქართველი მოხალისეების უკრაინაში გამგზავრებას, ხოლო სანქციების დაკისრების საკითხზე ჰქონდა „ამორალური პოზიცია“.

კომენტარები

2022-03-02
ირაკლი შალიკაშვილი
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

პოლიტიკოსები საპროტესტო აქციაზე საქმეს აფუჭებენ, მათი ხმის გაგონებაზე ხალხი იშლება, ამიტომ ვინც მიკროფონს ეტანება, უნდა ჩამოვაშოროთ

შემდეგი სტატია

“თავისუფლება ტირანიაზე ყოველთვის გაიმარჯვებს” – ბაიდენი ქონების კონფისკაციით ემუქრება რუს ოლიგარქებსა და კორუმპირებულ ლიდერებს​

მსგავსი სტატიები

პრეზიდენტმა დეკანოზი მამალაძე არც ამჯერად შეიწყალა – სასულიერო პირის ძმა, მასშტაბურ აქციებს აანონსებს

პრეზიდენტმა დეკანოზი მამალაძე არც ამჯერად შეიწყალა – სასულიერო პირის ძმა, მასშტაბურ აქციებს აანონსებს

სოსო ელისაშვილი 26 აპრ 2019

„ფარცხალაძე რატომ უნდა დავსაჯო, გაუგებარია“

სოსო ელისაშვილი 23 ოქტ 2018
საქართველოს სტრატეგიული პარტნიორები გიორგი რურუას პოლიტპატიმრად აღიქვამენ

საქართველოს სტრატეგიული პარტნიორები გიორგი რურუას პოლიტპატიმრად აღიქვამენ

ირაკლი შალიკაშვილი 31 ივლ 2020

უახლესი ამბები

  • ნატალი პორტმანი საფეხბურთო მატჩს დაესწრო

    ნატალი პორტმანი საფეხბურთო მატჩს დაესწრო

  • როგორ შევამციროთ სტრესის და შფოთვის დონე

    როგორ შევამციროთ სტრესის და შფოთვის დონე

  • დღე ისტორიაში – 5 ივნისი

    დღე ისტორიაში – 5 ივნისი

  • “კუჭის ოპერაციის მერე გართულება არსად უჩანდა… სიმსივნე 5 თვის წინ მოულოდნელად აღმოაჩნდა, თავიდან მძიმედ იყო, ჩაკეტილი”

    “კუჭის ოპერაციის მერე გართულება არსად უჩანდა… სიმსივნე 5 თვის წინ მოულოდნელად აღმოაჩნდა, თავიდან მძიმედ იყო, ჩაკეტილი”

  • შსს-მ ბათუმის ერთ-ერთ რესტორანში მიმტანის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო (ვიდეო)

    შსს-მ ბათუმის ერთ-ერთ რესტორანში მიმტანის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო (ვიდეო)

  • გერმანიაში თავშესაფარში, სადაც უკრაინელი ლტოლვილები ცხოვრობდნენ, ხანძარი გაჩნდა

    გერმანიაში თავშესაფარში, სადაც უკრაინელი ლტოლვილები ცხოვრობდნენ, ხანძარი გაჩნდა

  • გიორგი კაპანაძე: კადიროვის ნდობით აღჭურვილი პირების საქართველოში შემოსვლა პირდაპირ მიუთითებს „რუსული ოცნების“ მჭიდრო კავშირებზე პუტინის რეჟიმთან

    გიორგი კაპანაძე: კადიროვის ნდობით აღჭურვილი პირების საქართველოში შემოსვლა პირდაპირ მიუთითებს „რუსული ოცნების“ მჭიდრო კავშირებზე პუტინის რეჟიმთან

  • მეუფე შიო: ჩვენი მიწიური ცხოვრება წუთისოფელი იმდენად მძიმე ხდება ზოგჯერ, განსაცდელების გამო, ნუგეში რომ არ იყოს, შეუძლებელი გახდებოდა ამის დათმენა

    მეუფე შიო: ჩვენი მიწიური ცხოვრება წუთისოფელი იმდენად მძიმე ხდება ზოგჯერ, განსაცდელების გამო, ნუგეში რომ არ იყოს, შეუძლებელი გახდებოდა ამის დათმენა

  • Reuters: მსოფლიოს 20 უმსხვილესი სადაზვერვო სააგენტოს მაღალჩინოსნებმა უკრაინის ომი ფარულ შეხვედრაზე განიხილეს

    Reuters: მსოფლიოს 20 უმსხვილესი სადაზვერვო სააგენტოს მაღალჩინოსნებმა უკრაინის ომი ფარულ შეხვედრაზე განიხილეს

  • ოლექსი რეზნიკოვი: ინდონეზიის სამშვიდობო ინიციატივა ჟღერს, როგორც რუსეთის გეგმა და არა ინდონეზიის გეგმა

    ოლექსი რეზნიკოვი: ინდონეზიის სამშვიდობო ინიციატივა ჟღერს, როგორც რუსეთის გეგმა და არა ინდონეზიის გეგმა

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge