NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»საინტერესო»“თავისუფლება ტირანიაზე ყოველთვის გაიმარჯვებს” – ბაიდენი ქონების კონფისკაციით ემუქრება რუს ოლიგარქებსა და კორუმპირებულ ლიდერებს​

“თავისუფლება ტირანიაზე ყოველთვის გაიმარჯვებს” – ბაიდენი ქონების კონფისკაციით ემუქრება რუს ოლიგარქებსა და კორუმპირებულ ლიდერებს​

02 მარ 2022 საინტერესო 462 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

კონგრესში, პრეზიდენტის ტრადიციული, ყოველწლიური მიმართვის დროს, ჯო ბაიდენმა მოხსენების პირველი 11 წუთი უკრაინას დაუთმო და დასაწყისშივე განაცხადა, რომ თავისუფლება ტირანიაზე გაიმარჯვებს. პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა უკრაინელების სიმამაცეს ამ ომში. ისაუბრა ალიანსის ერთიანობაზე და სანქციებზე, რომელსაც ამერიკა და საერთაშორისო თანამეგობრობა, რუსეთის რეჟიმს უკრაინაში ომის საპასუხოდ უწესებს.

“თავისუფლება ტირანიაზე ყოველთვის გაიმარჯვებს. პრეზიდენტ ზელენსკის, თითოეული უკრაინელის უშიშრობა, სიმამაცე და გამბედაობა, მსოფლიოს აღაფრთოვანებს. მოქალაქეთა ჯგუფები ტანკებს საკუთარი სხეულით ეღობებიან. სტუდენტები, პენსიონრები, მასწავლებლები, ყველა საკუთარი ქვეყნის დამცველ ჯარისკაცად იქცა. ჩვენს მოკავშირეებთან ერთად, უძლიერეს ეკონომიკურ სანქციებს ვაწესებთ. საერთაშორისო ფინანსური სისტემიდან ვაძევებთ რუსეთის უდიდეს ბანკებს, არ ვაძლევთ ცენტრალურ ბანკს საშუალებას, რუბლი დაიცვას და პუტინის 630 მილიარდიან საომარ ფონდს ვაუფასურებთ. ვგუდავთ რუსეთის აქტივებს, მის წვდომას ტექნოლოგიებთან, რაც მრავალი წლით დაუსუსტებს ეკონომიკურ და სამხედრო ძალას,” – განაცხადა ჯო ბაიდენმა.

ბაიდენის მიმართვის დროს, კონგრესში იმყოფებოდა უკრაინის ელჩი ოკსანა მარკაროვა, რომელიც პირველი ლედის გვერდით იჯდა. უკრაინის მიმართ სოლიდარობის ნიშნად, დარბაზში მყოფი არაერთი კანონმდებელი უკრაინის დროშის ფერებში იყო ჩაცმული. ბაიდენმა თქვა, რომ პუტინი ახლა ისეა იზოლირებული მსოფლიოსგან, როგორც არასდროს. კონგრესშივე გამოაცხადა პრეზიდენტმა ადმინისტრაციის დღევანდელი გადაწყვეტილების შესახებ, რუსული თვითმფრინავებისთვის ამერიკის საჰაერო სივრცის დახურვის თაობაზე, რაც კანადამ და ევროპის ქვეყნებმა უკვე გააკეთეს.

“დღეს ვეტყვი რუს ოლიგარქებს და კორუმპირებულ ლიდერებს, რომლებმაც ამ ძალადობრივი რეჟიმით მილიარდობით დოლარი მოიპარეს, ასე აღარ იქნება. იუსტიციის დეპარტამენტი აკომპლექტებს სპეციალურ ჯგუფს, რომელიც ოლიგარქების კრიმინალურ საქმიანობას გამოიძიებს. ევროპელ მოკავშირეებთან ერთად მოვძებნით და დავაყადაღებთ მათ იახტებს, მდიდრულ ბინებს და კერძო თვითმფრინავებს. დღეს საღამოს ვაცხადებ, რომ შევუერთდებით მოკავშირეებს და რუსეთის ყველა რეისისთვის, ამერიკის საჰაერო სივრცეს დავხურავთ, რათა შემდგომში მოვახდინოთ რუსეთის იზოლირება და მათი ეკონომიკა წნეხის ქვეშ მოვაქციოთ,” – აღნიშნა ბაიდენმა.

პრეზიდენტმა კონგრესს უთხრა, რომ ამერიკა და მისი მოკავშირეები სტრატეგიული მარაგებიდან 60 მილიონ ბარელ ნავთობს გამოყოფენ. ადმინისტრაცია ამას საწვავის ფასის შესანარჩუნებლად აკეთებს. პრეზიდენტმა დღეს საკმაო დრო პანდემიაზე საუბარსაც დაუთმო და წარმოადგინა ინიციატივა სახელწოდებით “ტესტი საკმკურნალოდ“. მისი თქმით, ამერიკელები შეძლებენ ტესტი აფთიაქებში გაიკეთონ და თუ მათ კოვიდი დაუდასტურდებათ, Pfizer-ის​ ანტივირუსულ წამალს იქვე, უფასოდ მიიღებენ.

“თუ COVID – 19 დაგემართებათ, Pfizer-ის აბი თქვენი ჰოსპიტალიზაციის შანსებს 90%-ით შეამცირებს. მე შევუკვეთე ყველაზე მეტი აბი, ვიდრე ვინმემ მსოფლიოში. Pfizer მუშაობს, რათა ამ თვეში მილიონი აბი მოგვცეს და ორჯერ მეტი მომავალ თვეში. ახლა კი ვამზადებთ ინიციატივას “ტესტი სამკურნალოდ”. ხალხს შეეძლება აფთიაქში გატესტვა და თუ დადებითი აღმოჩნდება, ანტივირუსულ აბს ადგილზე უფასოდ მიიღებს,” – განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.

პრეზიდენტმა ასევე ისაუბრა ამერიკისთვის აქტუალურს სხვა თემებზე. სამუშაო ადგილები, ეკონომიკა, წამლებზე მაღალი ფასი, მათ შორის, სასიცოცხლოდ აუცილებელ ინსულინზე, საგადასახადო სისტემა, ინფრასტრუქტურული პროექტები – ეს არის იმ თემების არასრული ჩამონათვალი, რომელიც ბაიდენის მიმართვაში მოხვდა.

კომენტარები

TOP 2022-03-02
ირაკლი შალიკაშვილი
Tags TOP
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

მე უბრალოდ თავს შევიკავებ ზელენსკის განცხადების შეფასებისგან, რადგან ქვეყანა ომშია – ჩვენ ვართ უკრაინელი ხალხის გვერდით ძნელბედობის ჟამს

შემდეგი სტატია

სალომე ზურაბიშვილი: პუტინმა უნდა იგრძნოს, რომ ევროპა ერთიანია, მან ვერ გათვალა, როგორი მტკიცე იქნებოდა უკრაინელების და შემდეგ – ევროპის რეაქცია

მსგავსი სტატიები

პოლონეთის მთებში აღმოჩენილი ზამთრის საოცრებები

04 დეკ 2017

How to locate a Good All mail Order Better half

ნაგულისხმევად საიტისათვის 27 აპრ 2021
პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში   საქართველოსა და მსოფლიო ბანკის თანამშრომლობის 25 წლისადმი მიძღვნილი ფორუმი გაიმართა

პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში საქართველოსა და მსოფლიო ბანკის თანამშრომლობის 25 წლისადმი მიძღვნილი ფორუმი გაიმართა

15 სექ 2017

უახლესი ამბები

  • ანი­ტა რაჭველიშვილი თეა წულუკიანს: “ქალ­ბა­ტო­ნო” თქვენ ვერ ას­რუ­ლებთ ფუნ­ქცი­ას და არ გე­საქ­მე­ბათ არა­ფე­რი ჩვენს სფე­როს­თან!

    ანი­ტა რაჭველიშვილი თეა წულუკიანს: “ქალ­ბა­ტო­ნო” თქვენ ვერ ას­რუ­ლებთ ფუნ­ქცი­ას და არ გე­საქ­მე­ბათ არა­ფე­რი ჩვენს სფე­როს­თან!

  • შიმშილის თამაშების ახალი ფილმის მორიგი ტრეილერი  (ვიდეო)

    შიმშილის თამაშების ახალი ფილმის მორიგი ტრეილერი (ვიდეო)

  • მედია: განათლების სამინისტრომ უნივერსიტეტებს სთხოვა, სტუდენტების დავალიანება საკუთარი სახსრებით გაუნულონ – რადიო თავისუფლების წყარო

    მედია: განათლების სამინისტრომ უნივერსიტეტებს სთხოვა, სტუდენტების დავალიანება საკუთარი სახსრებით გაუნულონ – რადიო თავისუფლების წყარო

  • თეა წულუკიანი: გარეთ მდგარ ერთ მუჭა ხელოვანებს, ვუსამძიმრებ კრახს

    თეა წულუკიანი: გარეთ მდგარ ერთ მუჭა ხელოვანებს, ვუსამძიმრებ კრახს

  • დავით ბერძენიშვილი: როგორც ჩანს, შიში აქვთ, რომ ხელისუფალნიც აღმოჩნდებიან სანქციების ქვეშ, საკმაოდ შეშინებული ჩანდა დღეს „ქართული ოცნების“ საპარლამენტო ხელმძღვანელობა

    დავით ბერძენიშვილი: როგორც ჩანს, შიში აქვთ, რომ ხელისუფალნიც აღმოჩნდებიან სანქციების ქვეშ, საკმაოდ შეშინებული ჩანდა დღეს „ქართული ოცნების“ საპარლამენტო ხელმძღვანელობა

  • მედია: ოთარ ფარცხალაძემ, მთელი ქონება შვილის სახელზე გადააფორმა

    მედია: ოთარ ფარცხალაძემ, მთელი ქონება შვილის სახელზე გადააფორმა

  • აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი: ისინი, ვინც ფარცხალაძესთან ტრანზაქციებს ახორციელებენ, „საკუთარ თავს სანქცირების რისკის ქვეშ აყენებენ“

    აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი: ისინი, ვინც ფარცხალაძესთან ტრანზაქციებს ახორციელებენ, „საკუთარ თავს სანქცირების რისკის ქვეშ აყენებენ“

  • დღე ისტორიაში – 21 სექტემბერი

    დღე ისტორიაში – 21 სექტემბერი

  • პრინც უილიამს საჩუქრად ამერიკული სუვენირები გადასცეს

    პრინც უილიამს საჩუქრად ამერიკული სუვენირები გადასცეს

  • სარაკეტო შეტევა ოკუპირებულ ყირიმზე

    სარაკეტო შეტევა ოკუპირებულ ყირიმზე

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge