2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის წინ, “ფიფამ” რუსეთს დროშისა და ჰიმნის გამოყენება აუკრძალა. ამის შესახებ საერთაშორისო მედია იტყობინება.
“ფიფას” გადაწყვეტილებით, რუსეთს ორგანიზაციიდან არ გააძევებენ, თუმცა ქვეყანას საშინაო მატჩების ჩატარება ნეიტრალურ მოედანზე მოუწევს, მაყურებლების გარეშე.
ამის გარდა, “ფიფას” გადაწყვეტილებითვე, რუსეთის ფედერაციას ნებისმიერ შეჯიბრში მონაწილეობის მიღება “რუსეთის საფეხბურთო კავშირის” სახელწოდებით მოხდება.
“ფიფა გააგრძელებს მიმდინარე დიალოგს IOC-სა და UEFA-სთან, აგრეთვე სხვა სპორტულ ორგანიზაციებთან, რათა განისაზღვროს დამატებითი ზომები ან სანქციები,” – ნათქვამია “ფიფას” განცხადებაში.
“ფიფას” განმარტებით, დამატებით ზომებში მოიაზრება რუსეთის პოტენციური გამორიცხვა შეჯიბრებებიდან, რის შესახებაც გადაწყვეტილება შესაძლოა უახლოეს მომავალში იქნეს გამოყენებული, იმ შემთხვევაში თუ სიტუაცია სწრაფად არ გაუმჯობესდა.
კომენტარები