NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»პოლიტიკა»შალვა პაპუაშვილი ოპოზიციონერ დეპუტატებს: ეს გინდათ უკრაინის ელჩს აჩვენოთ, რაც ახლა აქ ხდება?!

შალვა პაპუაშვილი ოპოზიციონერ დეპუტატებს: ეს გინდათ უკრაინის ელჩს აჩვენოთ, რაც ახლა აქ ხდება?!

28 თებ 2022 პოლიტიკა 347 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ოპოზიციის მოთხოვნა, პლენარულ სხდომაზე უკრაინის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის იგორ დოლგოვის მოწვევის თაობაზე, არ გაიზიარა.

ანალოგიური პოზიცია გამოხატა საგარეო ურთიერთობა კომიტეტის თავმჯდომარემ ნიკოლოზ სამხარაძემ.

უკრაინელი დიპლომატის 1-ელი მარტის პლენარულ სხდომაში მონაწილეობის საკითხი ბიუროს სხდომაზე ოპოზიციონერმა დეპუტატმა სალომე სამადაშვილმა დასვა. როგორც მან აღნიშნა, როგორც გერმანიის ბუნდესტაგმა ჩათვალა საჭიროდ, უკრაინის ელჩს 10-წუთიანი ტაშით მიგებებოდნენ, გაემხნევებინათ და ამით უკრაინელი ხალხისთვის მხარდაჭერა გამოეხატათ, კარგი იქნებოდა იგივე საქართველოს პარლამენტშიც მომხდარიყო.

პასუხად, შალვა პაპუაშვილმა განმარტა, რომ სწორედ უკრაინასთან დაკავშირებულ საკითხებზე უკრაინის ელჩს იგორ დოლგოვს უკვე შეხვდა, ოპოზიცია კი სპექტაკლებისა და შოუს დადგმის სურვილში დაადანაშაულა. პაპუაშვილმა ამ კონტექსტში ისიც აღნიშნა, რომ ოპოზიცია სესიაზე ელჩის მოწვევას არასწორი პროცედურით ითხოვდა.

„ეს გინდათ უკრაინის ელჩს აჩვენოთ, რაც ახლა აქ ხდება?! თქვენი საქციელი რამენაირად სოლიდარობაა?! ეს არის, რაც გინდათ ხვალ უკრაინის ელჩს აჩვენოთ?! თქვენ გინდათ, რომ თქვენს კოლეგებს უკრაინის ელჩის თანდასწრებით შეურაცხყოფა მიაყენოთ. ამის საშუალება არანაირად არ მოგეცემათ. უკრაინელი ხალხი არ იმსახურებს იმას, რომ საქართველოს პარლამენტში ისეთი ქცევა ნახონ, რა ქცევაც ხვალ სამწუხაროდ პარლამენტში იქნება. როცა უკრაინის მოქალაქეები ბუნკერებში არიან, იბრძვიან და ყოველ დღე ახლობლები ეკარგებათ, პლენარულ სხდომაზე საცირკო სანახაობის ადგილი არ არის. როცა საუბარია საქართველოს უსაფრთხოების საკითხების უკრაინასთან გადაბმაზე, ამ ქვეყანაში ყველამ ცოტა მეტი წინდახედულობა უნდა გამოიჩინოს – განსაკუთრებით პოლიტიკოსებმა და პარლამენტის წევრებმა ბრძნულად მიიღონ გადაწყვეტილებები. თქვენმა რეაქციებმა უკვე აჩვენა, რა იყო პარლამენტის რიგგარეშე სხდომის მოწვევის ჩანაფიქრი“, – მიმართა შალვა პაპუაშვილმა სალომე სამადაშვილს.

ოპოზიციის ინიციატივა არც საგარეო ურთიერთობა კომიტეტის თავმჯდომარემ ნიკოლოზ სამხარაძემ გაიზიარა, მან ოპოზიციას მიმართა, რომ რაც დღეს გააკეთეს, იგივეს გაკეთება სურთ ხვალ.

სამხარაძეს სამადაშვილმა უპასუხა.

“ის კი არ არის სირცხვილი, რომ პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტს შენნაირი ადამიანი ხელმძღვანელობს. მანდატი რომ გაქვს, ესეც კი ძალიან დიდ სირცხვილად მიმაჩნია“, – მიმართა სამხარაძეს სალომე სამადაშვილმა.

კომენტარები

TOP შალვა პაპუაშვილი 2022-02-28
ნინო ჩხეიძე
Tags TOP შალვა პაპუაშვილი
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

ნატო უკრაინას საზენიტო და ტანკსაწინააღმდეგო იარაღით მხარდაჭერას უზრდის

შემდეგი სტატია

თიბისი კაპიტალის განახლება მთავარი ეკონომისტისგან – „უკრინა-რუსეთი: დროული თუ დაგვიანებული გადაწყვეტა?“

მსგავსი სტატიები

„კრიმინალური პოლიციის სტრუქტურული რეფორმა უნდა განხორციელდეს“

„კრიმინალური პოლიციის სტრუქტურული რეფორმა უნდა განხორციელდეს“

07 დეკ 2017

„ეს იყო ყოფითი დაპირისპირება, პოლიტიკა და „ქართული ოცნება“ არაფერ შუაშია“ – კალაძე ბურდილაძის დაჭრის ფაქტს ეხმაურება

24 ნოე 2018
საქალაქო სასამართლომ გიგი უგულავას 2 000 ლარიანი გირაო შეუფარდა

საქალაქო სასამართლომ გიგი უგულავას 2 000 ლარიანი გირაო შეუფარდა

ირაკლი შალიკაშვილი 13 დეკ 2019

უახლესი ამბები

  • „ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის“ თავმჯდომარე – შესაძლებელია, საწვავის ფასი ახლო მომავალში კიდევ გაიზარდოს, რისი მიზეზიც რუსეთიდან მოწოდების პრობლემაა

    „ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის“ თავმჯდომარე – შესაძლებელია, საწვავის ფასი ახლო მომავალში კიდევ გაიზარდოს, რისი მიზეზიც რუსეთიდან მოწოდების პრობლემაა

  • ირაკლი ღარიბაშვილი: სასიამოვნო იყო ჯეიკ სალივანთან შეხვედრა – განვიხილეთ ჩვენს ქვეყნებს შორის არსებული სტრატეგიული პარტნიორობა და რეგიონალურ თუ გლობალურ გამოწვევებთან გამკლავების მნიშვნელობა

    ირაკლი ღარიბაშვილი: სასიამოვნო იყო ჯეიკ სალივანთან შეხვედრა – განვიხილეთ ჩვენს ქვეყნებს შორის არსებული სტრატეგიული პარტნიორობა და რეგიონალურ თუ გლობალურ გამოწვევებთან გამკლავების მნიშვნელობა

  • პაატა კვიჟინაძის განცხადებით, პრეზიდენტს ეროვნული ბანკის საბჭოში წარდგენილი კანდიდატურების გაწვევის უფლება არ აქვს, ამიტომ კომიტეტებმა ნანა ყეინიშვილისა და თეიმურაზ ხომერიკის კანდიდატურები განიხილეს და მხარი არ დაუჭირეს

    პაატა კვიჟინაძის განცხადებით, პრეზიდენტს ეროვნული ბანკის საბჭოში წარდგენილი კანდიდატურების გაწვევის უფლება არ აქვს, ამიტომ კომიტეტებმა ნანა ყეინიშვილისა და თეიმურაზ ხომერიკის კანდიდატურები განიხილეს და მხარი არ დაუჭირეს

  • პაატა მანჯგალაძე: კობახიძეს მინდა ვურჩიო, რუსი ჯაშუშების და სანქცირებული პირების მომსახურების სერვის პლუსი გააკეთოს, თუ როგორ შეძლონ ქვეყნიდან ნაძარცვი ქონების გატანა

    პაატა მანჯგალაძე: კობახიძეს მინდა ვურჩიო, რუსი ჯაშუშების და სანქცირებული პირების მომსახურების სერვის პლუსი გააკეთოს, თუ როგორ შეძლონ ქვეყნიდან ნაძარცვი ქონების გატანა

  • ანი­ტა რაჭველიშვილი თეა წულუკიანს: “ქალ­ბა­ტო­ნო” თქვენ ვერ ას­რუ­ლებთ ფუნ­ქცი­ას და არ გე­საქ­მე­ბათ არა­ფე­რი ჩვენს სფე­როს­თან!

    ანი­ტა რაჭველიშვილი თეა წულუკიანს: “ქალ­ბა­ტო­ნო” თქვენ ვერ ას­რუ­ლებთ ფუნ­ქცი­ას და არ გე­საქ­მე­ბათ არა­ფე­რი ჩვენს სფე­როს­თან!

  • შიმშილის თამაშების ახალი ფილმის მორიგი ტრეილერი  (ვიდეო)

    შიმშილის თამაშების ახალი ფილმის მორიგი ტრეილერი (ვიდეო)

  • მედია: განათლების სამინისტრომ უნივერსიტეტებს სთხოვა, სტუდენტების დავალიანება საკუთარი სახსრებით გაუნულონ – რადიო თავისუფლების წყარო

    მედია: განათლების სამინისტრომ უნივერსიტეტებს სთხოვა, სტუდენტების დავალიანება საკუთარი სახსრებით გაუნულონ – რადიო თავისუფლების წყარო

  • თეა წულუკიანი: გარეთ მდგარ ერთ მუჭა ხელოვანებს, ვუსამძიმრებ კრახს

    თეა წულუკიანი: გარეთ მდგარ ერთ მუჭა ხელოვანებს, ვუსამძიმრებ კრახს

  • დავით ბერძენიშვილი: როგორც ჩანს, შიში აქვთ, რომ ხელისუფალნიც აღმოჩნდებიან სანქციების ქვეშ, საკმაოდ შეშინებული ჩანდა დღეს „ქართული ოცნების“ საპარლამენტო ხელმძღვანელობა

    დავით ბერძენიშვილი: როგორც ჩანს, შიში აქვთ, რომ ხელისუფალნიც აღმოჩნდებიან სანქციების ქვეშ, საკმაოდ შეშინებული ჩანდა დღეს „ქართული ოცნების“ საპარლამენტო ხელმძღვანელობა

  • მედია: ოთარ ფარცხალაძემ, მთელი ქონება შვილის სახელზე გადააფორმა

    მედია: ოთარ ფარცხალაძემ, მთელი ქონება შვილის სახელზე გადააფორმა

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge