“ძალიან განიცდიან დღეს აქ ომი რომ არ არის”
“მიხეილ სააკაშვილი რომ იყოს ხელისუფლებაში დღეს
სად ვიქნებოდით?!
ომი ჯერ თბილისში დაიწყებოდა, შემდეგ კიევში!”
“მაშინ, როდესაც ხალხი იღუპება, აქ კონცერტებს მართავენ და ჟრიამული აქვთ ატეხილი – ვინმეს უფიქრია, სააკაშვილი რომ იყოს ხელისუფლებაში დღეს სად ვიქნებოდით?!
ომი ჯერ თბილისში დაიწყებოდა, შემდეგ კიევში!
ბუნებრივია, დღეს ჩვენ ყველა სოლიდარულნი ვართ, დიდი გულისტკივილით ვუყურებთ იმას, რაც უკრაინაში ხდება. ხალხი იღუპება, მთელი უკრაინა, კიევი იბომბება.
სამწუხაროდ, სამარცხვინოდ, უნდა ითქვას, რომ მაშინ, როდესაც ხალხი იღუპება, აქ კონცერტებს მართავენ და ჟრიამული აქვთ ატეხილი.
ეს მაგონებს 2008 წელს, აგვისტოს ომის დასრულებას, როდესაც რუსთაველზე გამოიყვანეს ხალხი და – „მიშა!“ „მიშა!“ აძახებინეს. წაგებული და განადგურებული ქვეყანა გამარჯვებულად გამოაცხადეს.
დარწმუნებული ვარ, ძალიან განიცდიან დღეს აქ ომი რომ არ არის.
ჩვენი ქვეყნის და ხალხის ინტერესებიდან გამომდინარე უნდა ვიხელმძღვანელოთ, შემდეგ ბუნებრივია, სხვა ხალხის ინტერესებზე ვიფიქროთ. ჩვენ ყველას თანავუგრძნობთ, მაგრამ ჯერ ჩვენი ქვეყანა და ხალხი უნდა დავიცვათ.“
კომენტარები