პროვოკატორი ხარ! დეზერტირების პარტია მორალს მიკითხავს, – ასე მიმართა პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი ქადაგიშვილმა ბიუროს სხდომაზე „გირჩის“ ლიდერს, იაგო ხვიჩიას.
ქადაგიშვილის გაღიზიანება იაგო ხვიჩიას განცხადებას მოყვა, რომლის თანახმადაც, ხვიჩიამ უმრავლესობის დეპუტატები და პრემიერ-მინისტრი რუსების მხარდაჭერაში დაადანაშაულა.
„არ იცით, ახლა რა სამარცხვინო პოზიციით მოძრაობთ?! მორალში ხართ გადანგრეული – ხართ წაგებული რუსების მხარეს!“ – ამ განცხადებით მიმართა ოპოზიციონერმა დეპუტატმა იაგო ხვიჩიამ უმრავლესობის წევრებს.
აღნიშნულმა განცხადებამ უმრავლესობის წევრები გააღიზიანა.
„პროვოკატორი ხარ! ომი არ დამიტოვებია, რომ არ ვყოფილიყავი და დეზერტირების პარტია მორალს მიკითხავს. ფუ თქვენი რა… შეურაცხყოფა მოგვაყენე! ჩვენ ვართ რუსების მხარეს?“ – მიმართა ირაკლი ქადაგიშვილმა ხვიჩიას, რაზეც ხვიჩიამ უპასუხა: „მორალში ხართ გადანგრეული… რუსების მხარეს ხართ, ეს არის თქვენი პრობლემა“. კამათი ბიუროს სხდომაზე რამდენიმე წუთის განმავლობაში გაგრძელდა.
ქადაგიშვილის გარდა საქართველოს ხელისუფლების პოზიციების დაცვა უმრავლესობის კიდევ რამდენიმე წევრმა, მათ შორის სოზარ სუბარმა და მიხეილ სარჯველაძემ სცადეს და აღნიშნეს, რომ ისინი არანაირი მტრის მხარეს არ არიან.
„მაშინ ვის მხარეს ხართ, აქეთ რომ „ბლატაობთ“? – მიმართა ხვიჩიამ „ქართული ოცნების“ დეპუტატებს.
კომენტარები