რუსეთის მიმართ დაწესებულ სანქციებს, მათ შორის სპორტული მიმართულებით, კიდევ ერთი შეემატა – ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციამ (ijf) ოფიციალური განცხადება გამოაქვეყნა, რომელიც ფედერაციის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის მიმართ სტატუსის შეჩერებას გულისხმობს:
“ძიუდოს საერთაშორისო ფედერაცია აცხადებს, რომ ბ-ნ ვლადიმერ პუტინს ფედერაციის საპატიო პრეზიდენტისა და ელჩის სტატუსი შეუჩერდა.”
მანამდე ცნობილი გახდა, რომ უკრაინაში საბრძოლო მოქმედებების დაწყების გამო, 20-22 მაისს ყაზანში გასამართი ძიუდოს გრანდ სლემი გაუქმდა.
კომენტარები