უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის მრჩეველმა მიხაილ პოდოლიაკმა მოსახლეობას ქვეყანაში არსებული ვითარების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.
მისი თქმით, ამ დროისთვის უკრაინის რეგიონებში არსებულ სიტუაციას მათი სამხედროები სრულად აკონტროლებენ.
„მთლიანად ჩვენ ვაკონტროლებთ ყველაფერს, რაც უკრაინის რეგიონებში ხდება. რუსეთის ფედერაციას არცერთი ქალაქი არ დაუკავებია. რა თქმა უნდა, არის რამდენიმე ტერიტორია, სადაც ისინი გადაადგილდებიან, თუმცა იქ არავინ არ იბრძვის. მათ უნდა გაიგონ, რომ ასე ქალაქების აღება შეუძლებელია, ახლა არ არის მეთოთხმეტე საუკუნე, მოსახლეობა რუსულ ტანკებს შესაბამისად დახვდება.
ამ წელიწად-ნახევრის განმავლობაში ჩვენ ვაკონცენტრირებდით ყველაფერს, რაც შესაძლებელია, ჩვენ ყველაფრისთვის მზად ვართ. ცხადია, რომ მათი მიზანი უკრაინის პოლიტიკური ხელმძღვანელობის ლიკვიდაციაა, თუმცა ხელმძღვანელობა ისევ კიევშია, არსად წასულა და არც წავა!“ – განაცხადა პოდოლიაკმა.
კომენტარები