“უამრავი რამ მაწუხებს, ცოტას მაინც გაგიზიარებთ. მე არც ცნობილი ფეისი ვარ, არც ათასობით გამომწერი მყავს (ეგ ფუნქცია საერთოდ არ აქვს აქვს ჩემ ფაცეს:) და არც სხვაზე ჭკვიანი მგონია თავი, მაგრამ მაინც ვფხაკურობ. ის 20 თუ 50 ფრენდი მაინც ხომ წაიკითხავს ამ სტატუსს: რეალობის შეგრძნებამ მინდა გაგვაერთიანოს და ცოტა მეტი ერთმანეთის დანდობა, გონიერება, დაკვირვებულობა მოგვცეს. ამ სოცქსელს აქვს თვისება, რომ მასებს, მომხმარებლებს წამში გადასდოს რაღაც მუხტიც, ერთი აზრის ზღვა ააგოროს და ა.შ და ა.შ და მოგაქციოს კიდეც მასობრივი, დომინანტი აზრის მორჩილებაში… ამ საკითხებს კი არ განვიხილავ, უბრალოდ მინდა გამოვეხმაურო “რუსეთუმეობისა” და ადამიანურად წინდახედულთა საკითხს. რა თქმა უნდა რუსეთუმეებიც და ორჯონიკიძის ძაღლიშვილებიც გვყავს, მაგრამ გვყავს ადამიანებიც, რომლებიც სხვა შინაგანი რიტმით, განსხვავებული მოსაზრებათა გამო თავშეკავებულები არიან და ელემენტარულად ეშინიათ ე.წ. “რუსეთის გაღიზიანებისა”, ჰყავთ შვილები, შვილიშვილები და მესმის, მეც მეშინია ჩვეულებრივად, ადამიანურად, მით უფრო ბირთვული იარაღის მქონე მტრისა, მაგრამ მაინც მინდა გთხოვოთ ყველას: იცვლება კონტექსტები, სიტუაციები, პირველად მოვესწარით, რომ უკრაინამ მსოფლიო თანამეგობრობა აიძულა, სხვანაირად ემოქმედათ კიბოსახელმწიფოს ველიკოდერჟავული პოლიტიკისა და საომარი აგრესიის საპასუხოდ. ამას მოვესწარით, ხალხნო! ესაა ჩემთვის, ერთი რიგითი მოქალაქისთვის, მით უფრო ოკუპირებული ქვეყნის მაცხოვრებლისთვის, უდიდესი გამარჯვების საწინდარი. ჰოდა, რას გთხოვთ ახლა: პოლიტიკური სვლები იცვლება უსწრაფესად, არ ვიცით, რა იქნება ხვალ, ზეგ ან მერმისს, მაგრამ შინაგანად მინდა ირწმუნოთ, რომ ეს მუხტი უნდა გადაედოს და მოეფინოს ყველას. ინტერნეტშესაძლებლობების გამოყენება გვიადვილებს ამ საქმეს. სხვა ეპოქაა სრუილიად! ვეცადოთ ვისაც სად შეუძლია და მივაწვდიინოთ ხმა ქართველ თუ უცხოელ თუ რუს მეზობელს, მტერს თუ მოყვარეს, რომ რუსეთის პოლიტიკა დამანგრეველია მთელი ევროპისთვის თუ მსოფლიოსთვის. რომ ჩვენც საქართველო ვართ ოკუპირებული და სულში ჩაფურთხებული ქვეყანა, უსამართლოდ დაჩაგრული, წართმეული მიწებით, განუწყვეტელი ბორდერიზაციის მსხვერპლია ჩვენი ხალხი და სამშობლო, მაგრამ გვაქვს ღირსება და გვწამს, რომ ეს დროებითია და რუსეთიც თავისი პუტინიან სხვებიანად უნდა დაექვემდებაროს პოლიტიკურ ცვლილებებს. ეს რუსი ხალხი, მით უფრო საბჭოეთში გაზრდილები ცალკე თემაა, დღემდე ვანგას წინასწარმეტყველებისა სწამთ თურმე, რომ 2-იანების წელიწადში, 2022-ის 22 02 და ასე შემდეგში გაერთიანდება ორი დიდი სახელმწიფო, რუსეთი და უკრაინა, ისემც მაგათ არ აღირსოს ღმერთმა არაფერი მსგავსი, არიან რთული “ტუგადუმური” დამპყრობლურ-შოვინისტური მენტალობის, მაგრამ, მაგრამ ჩვენ ვეცადოთ ჩვენ აქ, ჩვენში, თუნდაც ამ ვირტუალურ სივრცეში გამოვხატოთ ერთიანი სოლიდარობა, სიყვარული, ურთიერტპატივისცემა თავისუფლების იდეისადმი! ახალგაზრდებმა განსაკუთრებით მიაწვდინეთ ხმა თქვენს თანატოლებს რუსებს, უცხოელებს. ახალგაზრდა მაინც უფრო პროგრესულია, გინდ რუსი იყოს, გინ მონგოლი… დავაფიქროთ ისინი, რომ მათივე მომავლისთვისაა საჭირო მათშივე აღმოცენდეს პროტესტი არსებული ხელისუფლების მიმართ. ვაშეაროთ ოკუპირებული ტერიტორიების და მავთულხლართების ფოტოები და თემები, ვისაუბროთ ვიდეო თუ სტატუსური მიმართვებით… ასე მიგრძნობს გული, რომ ამ სიუტუაციის ხელიდან გაშვება არ შეიძლება. ნუ გადავზრდით ამ სიტუაციის “სიკეთეს” პარტიულ თუ ადამიანურ თუ სხვა პლანში: ხელისუფლების წარმომადგენლები თუ არ აკეთებენ ამას, და მილიონ ლარს კმარობენ უკრაინის დასახმარებლად, ჩვენ ხალხი ხომ გამოვხატავთ ერთობას, სოლიდარობას! ხოდა, ესაა მთავარი! ნუ გეშინიათ! ყველაფერი წავა კარგად! ნუ ვიქნებით ერთმანეთის მიმართ ნიშნისმოგებით მოლაპარაკენი, ზოგმა ჰიმნი იმღეროს, ზოგმა სტატუსები წეროს ინგლისურად თუ რუსულად თუ თარგმნის რეჟიმში, ზოგმა რა და ზოგმა რა, ოღონდ დაგვინახონ და ოღონდ მართლა გავხდეთ ერთნი! ერთნი! ნუ ვწერთ რომ ის რუსეთუმეა ეს ჯანდაბათუმე, ის უტვინო და ეს ჩაჯმული მშიშარა, არ გვინდა ასეთი ლაპარაკი, ქართველებო! დიდი ომის წინაშე ვართ ახლა და შეიძლება ამ ომის ისე მოგებაც, რომ აქ ტყვიაც არ გავარდეს: მსოფლიო პოლიტიკას ახსოვს ასეთი “ომებიც”, ვეცადოთ ჭკუითა და მოხერხებით ვაჯობოთ ამ სიტუაციაში მტერს. ხერხი სჯობია ღონესა, ხო გვახსოვს. მართლა ცოტანი ვართ, და გავუფრთხილდეთ ერთმანეთს და გავუფრთხილდეთ საქართველოს! უკრაინა გვაძლევს ბედისწერული გარდაქმნის ნიშანს მსოფლიო პოლიტიკაში. ვიმარჯვოთ! უნდა ვიმარჯვოთ შექმნილი სიტუაციით! მაპატიეთ ყველამ არავინ ჩამთვალოთ ჭკუის მსწავლელ ადამიანად, მე ჩემს აზრს და ემოციას გიზიარებთ გულწრფელად! არც პარტიული კუთვნილება მაწუხებს, არც კაპიტალი და ბიზნესი მაბარია, არც სამსახურის დაკარგვის შიში მალაპარაკებს. მაქვს ერთადერთი გული – საქართველოს და მშვიდობის მოყვარული გული! წავათამამოთ ჩვენი ხელისუფლებაც ჩვენი საქციელით. ჩვენთავზეც მეტი გავხდეთ რაღაც ისეთი კონსოლიდაცია შევძლოთ, რომ ღმერთიც ჩვენს მხარეზე დადგეს!
გაუმარჯოს უკრაინას, გაუმარჯოს საქართველოს, გაუმარჯოს თავისუფლებისმოყვარე ადამიანებს და სამყაროში სიკეთის სამართლიანობას!” – წერს სოციალურ ქსელში პოეტი, საბავშვო მწერალი, მთარგმნელი, ლიტერატურული პრემია „გალას“ ლაურეატი მარიამ წიკლაური.
კომენტარები