აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ ”ყველა მტკიცებულება მიუთითებს იმაზე, რომ რუსეთი აპირებს კიევის ალყაში მოქცევას და მუქარას.
მისი თქმით, მოსკოვმა ადამიანის უფლებების ფართოდ დარღვევის გეგმები შეიმუშაბა.
აშშ-ის უმაღლესმა დიპლომატმა არ დააკონკრეტა, თუ რა “პოტენციურად უარესი” ქმედება შეიძლება მიაყენოს მოსკოვმა უკრაინელ ხალხს ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის (ეუთო) საგანგებო შეხვედრაზე გამოსვლისას.
„თვეების განმავლობაში რუსეთი ამტკიცებდა, რომ უკრაინაში შეჭრას არ აპირებდნენ. მთელი ამ ხნის განმავლობაში კრემლი ამზადებდა ამ ცივსისხლიან შეტევას, რომლის მასშტაბები ევროპაში მეორე მსოფლიო ომის შემდეგ არ ყოფილა. ამ ორგანიზაციის წევრები და მთელი საერთაშორისო თანამეგობრობა ახლა აშკარად ხედავენ რუსეთის მიერ იმ ვალდებულებების უგულებელყოფას, რომლებიც მან მსოფლიოს წინაშე აიღო – და ჩვენ არასოდეს დავივიწყებთ“, – თქვა ბლინკენმა.
კომენტარები