NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»მსოფლიო»მოვუწოდებთ რუსეთს, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს საომარი მოქმედებები – შარლ მიშელი და ურსულა ფონ დერ ლაიენი განცხადებას ავრცელებენ

მოვუწოდებთ რუსეთს, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს საომარი მოქმედებები – შარლ მიშელი და ურსულა ფონ დერ ლაიენი განცხადებას ავრცელებენ

24 თებ 2022 მსოფლიო 411 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

უკრაინაში რუსეთის აგრესიასთან დაკავშირებით ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი და ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ.

„ჩვენ უმკაცრესად ვგმობთ რუსეთის უპრეცედენტო სამხედრო აგრესიას უკრაინის წინააღმდეგ. თავისი არაპროვოცირებული და გაუმართლებელი სამხედრო ქმედებებით, რუსეთი უხეშად არღვევს საერთაშორისო სამართალს და ძირს უთხრის ევროპულ და გლობალურ უსაფრთხოებასა და სტაბილურობას. ჩვენ მოვუწოდებთ რუსეთს, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს საომარი მოქმედებები, გაიყვანოს ჯარი უკრაინიდან და სრულად სცეს პატივი უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას, სუვერენიტეტსა და დამოუკიდებლობას. ძალის ასეთ გამოყენებას და იძულებას 21-ე საუკუნეში ადგილი არ აქვს“, – ნათქვამია განცხადებაში.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა ევროკავშირის საგანგებო სამიტი მოიწვია.

„ევროკავშირის ლიდერები დღეს მოგვიანებით შეხვდებიან, რათა განიხილონ აღნიშნული კრიზისი და მორიგი შემზღუდავი ზომები, რომლებიც რუსეთის მისი ქმედებებისთვის დაუწესებს მასიურ და სერიოზულ საფასურს, ჩვენს ტრანსატლანტიკურ პარტნიორებთან კოორდინირებით“, – აღნიშნულია განცხადებაში.

განცხადების მიხედვით, ურსულა ფონ დერ ლაიენი წარმოადგენს სანქციების მორიგ პაკეტს, რომელიც მუშავდება ევროკომისიის მიერ საბოლოო სახის მისაღებად და რომელსაც ევროკავშირის საბჭო სწრაფად დაამტკიცებს.

„ჩვენ ვწუხვართ ადამიანების გარდაცვალებისა და ჰუმანიტარული ტანჯვის გამო. ევროკავშირი და მისი წევრი ქვეყნები მზად არიან, სასწრაფოდ აღმოაჩინონ ჰუმანიტარული საგანგებო დახმარება. ჩვენ მოვუწოდებთ რუსეთს და რუსეთის მიერ მხარდაჭერილ შეიარაღებულ ფორმირებებს, პატივი სცენ საერთაშორისო ჰუმანიტარულ სამართალს. ევროკავშირი მტკიცედ დგას უკრაინისა და მისი ხალხის გვერდით ამ უპრეცედენტო კრიზისის წინაშე. ევროკავშირი გააგრძელებს პოლიტიკურ, ფინანსურ და ჰუმანიტარულ დახმარებას“, – აღნიშნულია განცხადებაში.

ურსულა ფონ დერ ლაიენის ცნობით, ევროკავშირი ახორციელებს თავისი რეაგირების კოორდინაციას საერთაშორისო პარტნიორებთან, მათ შორის ნატოსთან და დიდ შვიდეულთან, რომლების ლიდერებიც დღეს გამართავენ შეხვედრას.

კომენტარები

TOP უკრაინა ურსულა ფონ დერ ლაიენი შარლ მიშელი 2022-02-24
ნინო ჩხეიძე
Tags TOP უკრაინა ურსულა ფონ დერ ლაიენი შარლ მიშელი
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

უკრაინის სახმელეთო ძალების ინფორმაციით, მათ ლუგანსკში რუსეთის 5 თვითმფრინავისა და ერთი ვერტმფრენის ჩამოგდება შეძლეს

შემდეგი სტატია

კიევის მერის მოსახლეობას მიმართავს – “საჭიროების შემთხვევაში კი თავშესაფრებს შეაფარეთ თავი”

მსგავსი სტატიები

პუტინი უკრაინელ ჯარისკაცებს: ჩვენთვის უფრო მარტივი იქნება შეთანხმების მიღწევა თქვენთან, ვიდრე ამ „ნარკოდამოკიდებულებთან და ნეო-ნაცისტების ჯგუფთან

პუტინი უკრაინელ ჯარისკაცებს: ჩვენთვის უფრო მარტივი იქნება შეთანხმების მიღწევა თქვენთან, ვიდრე ამ „ნარკოდამოკიდებულებთან და ნეო-ნაცისტების ჯგუფთან

ნინო ჩხეიძე 25 თებ 2022
დღე ისტორიაში – 22 სექტემბერი

დღე ისტორიაში – 22 სექტემბერი

ანო 22 სექ 2023

სტელა მაქსველი Victoria’s Secret-ის თამამ ფოტოსესიაში

26 ოქტ 2017

უახლესი ამბები

  • ბეჭდების მბრძანებლის პერსონაჟები და მათი ზოდიაქოს ნიშნები

    ბეჭდების მბრძანებლის პერსონაჟები და მათი ზოდიაქოს ნიშნები

  • ილიკო სუხიშვილი: სცენაზე გასვლა ყოველთვის დიდ სტრესთან არის დაკავშირებული (ვიდეო)

    ილიკო სუხიშვილი: სცენაზე გასვლა ყოველთვის დიდ სტრესთან არის დაკავშირებული (ვიდეო)

  • ოლაფ შოლცი: კონფლიქტის მოგვარებისთვის ყარაბაღის მოსახლეობის უფლებები და უსაფრთხოება გარანტირებული უნდა იყოს

    ოლაფ შოლცი: კონფლიქტის მოგვარებისთვის ყარაბაღის მოსახლეობის უფლებები და უსაფრთხოება გარანტირებული უნდა იყოს

  • ირაკლი ეძგვერაძე: სავარაუდოდ, კლინიკიდან დღესაც არ გამწერენ

    ირაკლი ეძგვერაძე: სავარაუდოდ, კლინიკიდან დღესაც არ გამწერენ

  • 6 სუპერ სასარგებლო ხილის სახეობა

    6 სუპერ სასარგებლო ხილის სახეობა

  • ერიხ მარია რემარკის საინტერესო და მრავალფეროვანი ცხოვრება

    ერიხ მარია რემარკის საინტერესო და მრავალფეროვანი ცხოვრება

  • კირილ ბუდანოვი: რუსეთმა მის ხელთ არსებული ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემა ფრონტზე და მოსკოვის თავდაცვისთვის აამოქმედა – ჩვენ მათი რაკეტების მარაგის ამოწურვაზე ვმუშაობთ

    კირილ ბუდანოვი: რუსეთმა მის ხელთ არსებული ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემა ფრონტზე და მოსკოვის თავდაცვისთვის აამოქმედა – ჩვენ მათი რაკეტების მარაგის ამოწურვაზე ვმუშაობთ

  • შალვა პაპუაშვილი ვენეციის კომისიის პრეზიდენტს წერილით მიმართავს და 12 რეკომენდაციის შესასრულებლად მიღებული დოკუმენტაციის სამართლებრივ შეფასებას სთხოვს

    შალვა პაპუაშვილი ვენეციის კომისიის პრეზიდენტს წერილით მიმართავს და 12 რეკომენდაციის შესასრულებლად მიღებული დოკუმენტაციის სამართლებრივ შეფასებას სთხოვს

  • შსს ირაკლი ეძგვერაძეზე თავდასხმისა და გლდანში მომხდარი დაპირისპირების საქმეზე განცხადებას ავრცელებს

    შსს ირაკლი ეძგვერაძეზე თავდასხმისა და გლდანში მომხდარი დაპირისპირების საქმეზე განცხადებას ავრცელებს

  • პრემიერი: ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობა ჩემი მთავრობის მთავარი პრიორიტეტია

    პრემიერი: ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობა ჩემი მთავრობის მთავარი პრიორიტეტია

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge