NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»პოლიტიკა»“არ მაქვს საფუძველი იმის თქმის, რომ დღეს რაიმე საფრთხე გვემუქრება”

“არ მაქვს საფუძველი იმის თქმის, რომ დღეს რაიმე საფრთხე გვემუქრება”

24 თებ 2022 პოლიტიკა, საზოგადოება 404 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

ჩვენი სამსახურების ინფორმაციაზე დაყრდნობით, ჩვენი სადაზვერვო სამსახურების ინფორმაციაზე დაყრდნობით და ზოგადად, ვითვალისწინებთ რა  და ვუკეთებთ ანალიზს ჩვენს რეგიონსა და ქვეყანაში არსებულ სიტუაციას, მე არ მაქვს საფუძველი იმის თქმის, რომ დღეს რაიმე საფრთხე გვემუქრება, –  ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, საფრთხე უკვე განხორციელდა ჩვენს ქვეყანაში 2008 წელს, როდესაც  გვქონდა ფართომასშტაბიანი ომი რუსეთთან.

„საფრთხე უკვე განხორციელდა ჩვენს ქვეყანაში 2008 წელს, როდესაც ჩვენ გვქონდა ფართომასშტაბიანი ომი რუსეთთან და ის ომი, რომლის თავიდან აცილებაც ვერ მოახერხა წინა ხელისუფლებამ და რომლის შედეგიც არის ამ ორი ჩვენი ძირძველი, ისტორიული რეგიონების, მხარის, სოხუმისა და ცხინვალის აღიარება, კოდორის ჩაბარება და სხვა უამრავი სოფლების მიტაცება და ოკუპაცია. ოკუპაცია, რომელიც გრძელდება, ეს ყოველივე არის იმ უბედური, ტრაგიკული ომის შედეგი, რომელიც სამწუხაროდ და საუბედუროდ, მაშინ ვერ იქნა თავიდან აცილებული.

სხვა დამატებით საფრთხეს, დღეის გადმოსახედიდან, მე ვერ ვხედავ. რა თქმა უნდა, ძალიან დიდი საფრთხე არის უკრაინისთვის. მინდა ხაზგასმით ვთქვა, რომ ჩვენ მართლაც განვიცდით უკრაინაში მიმდინარე მოვლენებს. მოგეხსენებათ, რომ მე ვიყავი უკრაინაში ვიზიტით, აგვისტოს თვეში   მქონდა ძალიან კარგი შეხვედრები პრეზიდენტ ზელენსკისთან, პრემიერი შმიგალი იყო ჩამოსული ივნისის თვეში ჩემი მოწვევით, გასულ წელს. ასევე პრეზიდენტი ზელენსკი იყო ჩამოსული ბათუმში და ჩვენ ძალიან კარგი ურთიერთობები განვავითარეთ.  აბსოლუტურად მესმის მათი მდგომარეობა.

  მე მქონდა ასევე შესაძლებლობა, რომ გამეზიარებინა მათთვის ჩვენი გამოცდილება, მათ შორის, ის შეცდომები, რომელიც იქნა დაშვებული წინა ხელისუფლების დროს, ომის დროს, ომამდე და ომის შემდეგ. ეს საუბრები მქონდა მიუნხენის კონფერენციამდე”, –  განაცხადა პრემიერმა.

კომენტარები

2022-02-24
ირაკლი შალიკაშვილი
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

შეინარჩუნეთ სიმშვიდე, დარჩით სახლში, არავითარი პანიკა, ჩვენ გავიმარჯვებთ

შემდეგი სტატია

მამუკა გამყრელიძე: გაწირა რუსეთიც და საკუთარი თავიც. გაწირა ათასობით ახალგაზრდა ორივე მხრიდან

მსგავსი სტატიები

ანრი ოხანაშვილი სააკაშვილის შტაბის გახსნაზე – საინტერესოა, ამ ბიბლიოთეკაში თუ მოიძებნება ინფორმაცია, რომ „ნაცმოძრაობას“ ჰყავდა 300 ათასზე მეტი პრობაციონერი, 23 ათასამდე პატიმარი

ანრი ოხანაშვილი სააკაშვილის შტაბის გახსნაზე – საინტერესოა, ამ ბიბლიოთეკაში თუ მოიძებნება ინფორმაცია, რომ „ნაცმოძრაობას“ ჰყავდა 300 ათასზე მეტი პრობაციონერი, 23 ათასამდე პატიმარი

ირაკლი შალიკაშვილი 02 მარ 2020
 კახა კახიშვილი: თქვენ გგონიათ, რომ ყველა გახარიას გაჰყვება?!

 კახა კახიშვილი: თქვენ გგონიათ, რომ ყველა გახარიას გაჰყვება?!

ნინო ჩხეიძე 16 აპრ 2021
ვადამდელი არჩევნები არ არის ის მნიშვნელოვანი მონაპოვარი, რომელიც ამ მოლაპარაკების შედეგად შეიძლება მივიღოთ

ვადამდელი არჩევნები არ არის ის მნიშვნელოვანი მონაპოვარი, რომელიც ამ მოლაპარაკების შედეგად შეიძლება მივიღოთ

ირაკლი შალიკაშვილი 18 თებ 2021

უახლესი ამბები

  • ნეიტრონების ენერგიის მისტიკური წყარო – ასტროფიზიკოსების ახალი ვარაუდი

    ნეიტრონების ენერგიის მისტიკური წყარო – ასტროფიზიკოსების ახალი ვარაუდი

  • ისტორიული ვილა აუქციონზე იყიდება

    ისტორიული ვილა აუქციონზე იყიდება

  • ყველაზე დიდი ოკეანე დედამიწაზე

    ყველაზე დიდი ოკეანე დედამიწაზე

  • ოთო აბესაძე: აბა გამოიცანით რა მოხდება შემდეგი კვირიდან?  დიიახ, გაუფასურდება ლარი 

    ოთო აბესაძე: აბა გამოიცანით რა მოხდება შემდეგი კვირიდან?  დიიახ, გაუფასურდება ლარი 

  • დავით ზურაბიშვილი: ოცნებიდან წასული ოთხეულის ახალი წერილი არის ტყუილების, სიგიჟის და ნაძირლობის ისეთი შერწყმა, რომლის მსგავსიც მე პირადად დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში არ მახსოვს

    დავით ზურაბიშვილი: ოცნებიდან წასული ოთხეულის ახალი წერილი არის ტყუილების, სიგიჟის და ნაძირლობის ისეთი შერწყმა, რომლის მსგავსიც მე პირადად დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში არ მახსოვს

  • პეტრე ცისკარიშვილი: აქციზის ფასი რომ იყოს ის, რაც 2012 წელს, საწვავის ფასი…

    პეტრე ცისკარიშვილი: აქციზის ფასი რომ იყოს ის, რაც 2012 წელს, საწვავის ფასი…

  • მწვერვალ თეთნულდზე ჩარჩენილი 6 უცხოელი ტურისტიდან ერთი გარდაიცვალა

    მწვერვალ თეთნულდზე ჩარჩენილი 6 უცხოელი ტურისტიდან ერთი გარდაიცვალა

  • როგორ მივიზიდოთ სახლში წარმატება ფენ შუის წესებით – ფულის ხე კაქტუსს მოარიდეთ

    როგორ მივიზიდოთ სახლში წარმატება ფენ შუის წესებით – ფულის ხე კაქტუსს მოარიდეთ

  • The Wall Street Journal: FBI-ს აგენტებმა დონალდ ტრამპის სახლის ჩხრეკისას საიდუმლო დოკუმენტების 11 ნაკრები აღმოაჩინეს

    The Wall Street Journal: FBI-ს აგენტებმა დონალდ ტრამპის სახლის ჩხრეკისას საიდუმლო დოკუმენტების 11 ნაკრები აღმოაჩინეს

  • კრიშიანის კარინიში: რუსებისთვის ვიზების გაცემის შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილება ევროკავშირის დონეზე უნდა იქნას მიღებული

    კრიშიანის კარინიში: რუსებისთვის ვიზების გაცემის შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილება ევროკავშირის დონეზე უნდა იქნას მიღებული

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge