NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»პოლიტიკა»ღარიბაშვილი კითხვაზე, თუ განიხილავს თბილისი დასავლეთის სანქციებზე მიერთებას – ვიხელმძღვანელებ ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე

ღარიბაშვილი კითხვაზე, თუ განიხილავს თბილისი დასავლეთის სანქციებზე მიერთებას – ვიხელმძღვანელებ ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე

23 თებ 2022 პოლიტიკა 350 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

ჩვენ ჩვენი შესაძლებლობების ფარგლებში მაქსიმალურად გვერდით ვუდგავართ უკრაინელ ხალხს, ჩვენ გვინდა, რომ უკრაინაში არ იყოს ომი, იყოს მშვიდობა, აღდგეს მათი ტერიტორიული მთლიანობა და მათი სუვერენიტეტი იყოს დაცული , – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.

ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, ის როგორც ამ ქვეყნის პრემიერ-მინისტრი, რომელიც პასუხისმგებელია ქვეყნის საშინაო და საგარეო პოლიტიკაზე, ყოველთვის იხელმძღვანელებს ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე, არასოდეს გააკეთებს იმას, რაც პოტენციურად გააუარესებს საქართველოს მდგომარეობას, ან ჩვენი მოსახლეობის ინტერესების წინააღმდეგ იმოქმედებს.

ამასთან, მთავრობის მეთაურმა დასძინა, რომ თავის მხრივ, საქართველოს ტერიტორიის 20% ოკუპირებულია რუსეთის მიერ.

„ჩვენ ახლა ვაკვირდებით სიტუაციას, თუ როგორ იმოქმედებს დასავლეთი, რა საპასუხო ზომებს მიიღებს და როგორ გასცემს პასუხს დასავლეთი რუსეთის ამ გამოწვევას, ამ ტესტს. მე ყოველდღიურ რეჟიმში ვიღებ ანალიტიკას, დაზვერვის ინფორმაციას და ბუნებრივია, ჩვენ ყურადღებით ვაკვირდებით ამ სიტუაციას“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

კითხვაზე, განიხილავს თბილისი დასავლეთის სანქციებზე მიერთებას, ღარიბაშვილმა უპასუხა, რომ «ყველაფერს, რაც პოტენციურად გააუარესებს ჩვენი მდგომარეობას, ან ჩვენი მოსახლეობის ინტერესების წინააღმდეგ იმოქმედებს, მე ამას არასოდეს გავაკეთებ“.

„ერთი რამ მინდა ძალიან მკაფიოდ და ნათლად ვთქვა, რომ არ იყოს სპეკულაციები და რაიმე პასუხგაუცემელი კითხვა. მე, როგორც ამ ქვეყნის პრემიერ-მინისტრი, მთავრობის მეთაური, რომელიც პასუხისმგებელია ქვეყნის საშინაო და საგარეო პოლიტიკაზე, ყოველთვის ვიხელმძღვანელებ ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე. ნებისმიერი სიტყვა, საქმე, გადაწყვეტილება, რომელიც დაკავშირებული იქნება საქართველოსთან, ჩვენი ქვეყნის გაძლიერებასა და ჩვენი მოსახლეობის ინტერესების დაცვასთან, რა თქმა უნდა, ამ სულისკვეთებით ვიმოქმედებთ და ვიხელმძღვანელებთ. სხვა ყველაფერი, რაც პოტენციურად გააუარესებს ჩვენი მდგომარეობას, ან ჩვენი მოსახლეობის ინტერესების წინააღმდეგ იმოქმედებს, მე ამას არასოდეს გავაკეთებ. ეს არის ძალიან ცხადი ნათქვამი”, -განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ამასთან, პრემიერის თქმით, უმნიშვნელოვანესია ვითარების რეალისტური შეფასება და ზედმეტი ემოციები და ზედმეტი სიტყვები არაფრისმომცემია.

„ჩვენ უნდა ვიყოთ რეალისტები და ზედმეტი წარმოდგენა არ უნდა გვქონდეს. ჩვენი რეგიონი ძალიან პატარა რეგიონია და ეს ყველაფერი, ცხელი მოვლენები ხდება ევროპის შუაგულში და ევროპის მთელი უსაფრთხოების არქიტექტურა, მთელი სისტემა, არა მხოლოდ ევროპის, მთელი საერთაშორისო სისტემა არის დიდი გამოწვევის წინაშე. ჩვენს ქვეყანას რაც შეუძლია, მაქსიმუმს ვაკეთებთ და გავაკეთებთ კიდევაც, მაგრამ ჩვენ არ უნდა მოვწყდეთ რეალობას და ზედმეტი ემოციები და ზედმეტი სიტყვები არაფრისმომცემია”, – აღნიშნა პრემიერმა „რუსთავი 2“-თან ინტერვიუში, უკრაინის გარშემო განვითარებული მოვლენების შეფასებისას.

კომენტარები

TOP ირაკლი ღარიბაშვილი 2022-02-23
ნინო ჩხეიძე
Tags TOP ირაკლი ღარიბაშვილი
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

ლია ახეჯაკოვა: ეს მთე­ლი მსოფ­ლი­ო­სათ­ვის ომის გა­მო­ცხა­დე­ბას ჰგავს

შემდეგი სტატია

ვინ არიან პუტინის ელიტის წევრები, რომლებიც სანქციების ქვეშ მოექცნენ

მსგავსი სტატიები

რომან გოცირიძე: ივანიშვილს თავი ჰგონია ავტობუსის მძღოლი, რომელსაც ევროპიდან მოსკოვისკენ გადაახვევინებს, მაგრამ …

რომან გოცირიძე: ივანიშვილს თავი ჰგონია ავტობუსის მძღოლი, რომელსაც ევროპიდან მოსკოვისკენ გადაახვევინებს, მაგრამ …

ნინო ჩხეიძე 05 ოქტ 2022

შსს-ში სალომე ზურაბიშვილის და მისი ოჯახის წევრების მიმართ მუქარის ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს

12 ნოე 2018
“მე ამაში ვერ ვხედავ იმ განცვიფრების ქვეტექსტს, რაც მე კითხვაში ამოვიკითხე” – პრემიერი აბაშიძე-ივანიშვილის შეხვედრაზე

“მე ამაში ვერ ვხედავ იმ განცვიფრების ქვეტექსტს, რაც მე კითხვაში ამოვიკითხე” – პრემიერი აბაშიძე-ივანიშვილის შეხვედრაზე

26 თებ 2019

უახლესი ამბები

  • ზურაბ ბატიაშვილი: დასავლეთში მიღებულია გადაწყვეტილება, რომ ამ ომში უკრაინამ უნდა გაიმარჯვოს და ეს 2023 წელს მოხდება

    ზურაბ ბატიაშვილი: დასავლეთში მიღებულია გადაწყვეტილება, რომ ამ ომში უკრაინამ უნდა გაიმარჯვოს და ეს 2023 წელს მოხდება

  • საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს ინიციატივითა და საქართველოს ბანკის მხარდაჭერით 500 Global-ის აქსელერაციის დემო დღე გაიმართა

    საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს ინიციატივითა და საქართველოს ბანკის მხარდაჭერით 500 Global-ის აქსელერაციის დემო დღე გაიმართა

  • იაპონია, უკრაინაში მიმდინარე ომის გამო, რუსეთს დამატებითი სანქციებს უწესებს

    იაპონია, უკრაინაში მიმდინარე ომის გამო, რუსეთს დამატებითი სანქციებს უწესებს

  • მანანა ჯებაშვილი: სააკაშვილს მოკლავენ „ვივამედის“ კლინიკაში

    მანანა ჯებაშვილი: სააკაშვილს მოკლავენ „ვივამედის“ კლინიკაში

  • ნაყოფიას ინფორმაციით, კეზერაშვილს საქართველოში დაბრუნება სურს

    ნაყოფიას ინფორმაციით, კეზერაშვილს საქართველოში დაბრუნება სურს

  • ზვიად ძიძიგური: ამ ქვეყანაში ორპოლუსიანი თამაში თუ არ დამთავრდა, ბიძინა ივანიშვილი ყოველთვის მოუგებს, მით უმეტეს, დაპატიმრებულს, წონასწორობიდან გამოსულს და თავისუფლების მახვეწარ მიხეილ სააკაშვილს

    ზვიად ძიძიგური: ამ ქვეყანაში ორპოლუსიანი თამაში თუ არ დამთავრდა, ბიძინა ივანიშვილი ყოველთვის მოუგებს, მით უმეტეს, დაპატიმრებულს, წონასწორობიდან გამოსულს და თავისუფლების მახვეწარ მიხეილ სააკაშვილს

  • ბრუნეის სულთნის ქალიშვილი თავის ბიძაშვილზე დაქორწინდა

    ბრუნეის სულთნის ქალიშვილი თავის ბიძაშვილზე დაქორწინდა

  • დღე ისტორიაში – 27 იანვარი

    დღე ისტორიაში – 27 იანვარი

  • ვიქტორ იუშჩენკო: გული მტკივა ქართველი ერისა და მიშას გამო

    ვიქტორ იუშჩენკო: გული მტკივა ქართველი ერისა და მიშას გამო

  • ალეკო ელისაშვილი: სააკაშვილი უნდა იყოს საპატიმროში, პატიმარი უსასრულოდ საავადმყოფოში არ გამიგია, უნდა შეეგუოს, რომ გარისკა და არ გამოუვიდა – ცოტა მეტი ღირსებით და კაცობით უნდა იყოს

    ალეკო ელისაშვილი: სააკაშვილი უნდა იყოს საპატიმროში, პატიმარი უსასრულოდ საავადმყოფოში არ გამიგია, უნდა შეეგუოს, რომ გარისკა და არ გამოუვიდა – ცოტა მეტი ღირსებით და კაცობით უნდა იყოს

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge