NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»სამართალი»საქართველოს ხელისუფლებაზე უფრო მეტად 2008 წლის მოვლენები დღის წესრიგში ისევ დასავლეთის ქვეყნების მხრიდან წამოვიდა და წამოვიდა იმ რაკურსით, რაც ჩვენთვის აბსოლუტურად მომგებიანია

საქართველოს ხელისუფლებაზე უფრო მეტად 2008 წლის მოვლენები დღის წესრიგში ისევ დასავლეთის ქვეყნების მხრიდან წამოვიდა და წამოვიდა იმ რაკურსით, რაც ჩვენთვის აბსოლუტურად მომგებიანია

23 თებ 2022 სამართალი 362 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

საქართველოს ხელისუფლებაზე უფრო მეტად 2008 წლის მოვლენები დღის წესრიგში ისევ დასავლეთის ქვეყნების მხრიდან წამოვიდა და წამოვიდა იმ რაკურსით, რაც საქართველოსთვის აბსოლუტურად მომგებიანია, – ამის შესახებ ჟურნალისტებთან ექსპერტმა ხათუნა ლაგაზიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, თუ აქამდე ვინმეს კითხვები ჰქონდა იმასთან დაკავშირებით, ვინ დაიწყო ომი, დღეს ცალსახაა პასუხი, რომ ომი 2008 წელს საქართველოში დაიწყო რუსეთმა ზუსტად იმავე მეთოდებით, რასაც დღეს იყენებს უკრაინაში.

ამასთან, როგორც ლაგაზიძე აღნიშნავს, რუსეთის მიერ დონეცკისა და ლუგანსკის “ცნობის” შემდეგ, საქართველოს ხელისუფლების ყველა შტოს რეაქცია იყო სრულიად ადეკვატური და რაც მთავარია, ოპერატიული.

“თუ ჩვენ შევხედავთ იმ ქვეყნების ჩამონათვალს, ვინ აღიარა უკრაინის სეპარატისტული რეგიონები, ვინ თავი შეიკავა და ვინ დაგმო მკაცრად, საქართველო ამ შემთხვევაში ცალსახად დგას ცივილიზებული ქვეყნების გვერდით და ცივილიზებული სამყაროს წიაღში. ამ ეტაპზე სრულიად ადეკვატური იყო საქართველოს ხელისუფლების რეაქციები,”- განაცხადა ლაგაზიძემ.

რაც შეეხება სანქციებს, როგორც ლაგაზიძე აცხადებს, ამ ეტაპზე დაწესებული სანქციები ვერ იქნება რუსეთის შემდგომი ნაბიჯების შემაკავებელი, თუმცა, მნიშვნელოვანია, რომ დასავლეთი რუსეთის ქმედებების შესაბამისად განიხილავს შემდგომ სანქციებსაც.

“უკრაინასთან დაკავშირებით დღემდე დაანონსებული სანქციები თავისი არსით არის უპრეცედენტო და მასშტაბური, რა თქმა უნდა, ეს ვერ იქნება სამწუხაროდ, რუსეთის შემდგომი აგრესიის შემაკავებელი, მაგრამ დამაიმედებელია ის, რომ დასავლეთმა რუსეთის სახით დაინახა საფრთხე არა მარტო უკრაინისთვის, არამედ ევროპული უსაფრთხოებისთვის და ამბობენ, რომ სანქციების ეს პაკეტი არის პირველი და შემდგომი სანქციები დამოკიდებული იქნება რუსეთის შემდგომ ნაბიჯებზე. რაც შეეხება საქართველოს მიერთება- არმიერთებას, ამ თვალსაზრისით, ძალიან საინტერესოა აშშ- ის ელჩის, კელი დეგნანის განცხადება, რომლის თანახმადაც, ამერიკაში ამ წუთას მუშავდება 2008 წლის რუსეთის საომარი მოქმედებების საპასუხო გადაწყვეტილებების ახალი პაკეტი, რაც არის უპრეცედენტო, რადგან მნიშვნელოვანია, რომ ამდენი წლის შემდეგ მსოფლიომ ხელახლა გადაიაზრა 2008 წლის მნიშვნელობა და სწავლობს იმ გაკვეთილებზე, რაც მაშინ მიიღო რუსეთის ომით საქართველოს წინააღმდეგ. კელი დეგნანის დაბრუნების შემდეგ უფრო ნათელი წარმოდგენა გვექნება რა ტიპის გადაწყვეტილებებზე და შესაძლო სანქციებზეა საუბარი უკვე საქართველოს გამო დასავლეთის მხრიდან,”- განაცხადა ლაგაზიძემ.

კომენტარები

2022-02-23
ირაკლი შალიკაშვილი
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

თუ დღეს ვერ შევაჩერებთ რუსეთის აგრესიას უკრაინაში, ხვალ ის სამხედრო ძალას ნებისმიერ რეგიონში გამოიყენებს

შემდეგი სტატია

რუსეთმა უკრაინის ყველა დიპლომატიური წარმომადგენლობიდან პერსონალის ევაკუაცია დაიწყო

მსგავსი სტატიები

ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე დღეს ოთხი არასრულწლოვანი გამოიკითხება

ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე დღეს ოთხი არასრულწლოვანი გამოიკითხება

04 აგვ 2018
სუს-ის ანტიკორუფციულმა სააგენტომ 5 პირი დააკავა

სუს-ის ანტიკორუფციულმა სააგენტომ 5 პირი დააკავა

სოსო ელისაშვილი 29 მარ 2018
პროკურორის აზრით, ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობაში მიხეილ კალანდიას თანამონაწილეობა არ იკვეთება

პროკურორის აზრით, ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობაში მიხეილ კალანდიას თანამონაწილეობა არ იკვეთება

25 ივნ 2018

უახლესი ამბები

  • საბერძნეთში 48 წლის ქართველი ქალი, “ობობა” დააკავეს

    საბერძნეთში 48 წლის ქართველი ქალი, “ობობა” დააკავეს

  • ირაკლი კობახიძე: ოპოზიციის რადიკალურ ნაწილს და მათთან დაკავშირებულ „ენჯეოებს“ ამოძრავებთ რადიკალურად განსხვავებული ინტერესი

    ირაკლი კობახიძე: ოპოზიციის რადიკალურ ნაწილს და მათთან დაკავშირებულ „ენჯეოებს“ ამოძრავებთ რადიკალურად განსხვავებული ინტერესი

  • კობახიძე: თეორიულად რომ დავუშვათ, რომ საქართველოში დეკემბრის ბოლომდე ომი იწყება, რა თქმა უნდა, ამ შემთხვევაში გარანტირებული გვექნება კანდიდატის სტატუსი

    კობახიძე: თეორიულად რომ დავუშვათ, რომ საქართველოში დეკემბრის ბოლომდე ომი იწყება, რა თქმა უნდა, ამ შემთხვევაში გარანტირებული გვექნება კანდიდატის სტატუსი

  • სალომე ზურაბიშვილი: …საზოგადოება ისევ ელოდება დამნაშავეების პასუხისგებაში მიცემას

    სალომე ზურაბიშვილი: …საზოგადოება ისევ ელოდება დამნაშავეების პასუხისგებაში მიცემას

  • დენის შმიგალი: 40-ზე მეტმა ქვეყანამ უკრაინის აღდგენის მხარდაჭერის პირობა დადო

    დენის შმიგალი: 40-ზე მეტმა ქვეყანამ უკრაინის აღდგენის მხარდაჭერის პირობა დადო

  • მოსკოვში ოსტანკინოს ტელეანძას მეხი დაეცა (ვიდეო)

    მოსკოვში ოსტანკინოს ტელეანძას მეხი დაეცა (ვიდეო)

  • ОРТ გასული სიუჟეტი – ქართველი მეცნიერები ლუგარის ლაბორატორიის დახურვას ითხოვენ

    ОРТ გასული სიუჟეტი – ქართველი მეცნიერები ლუგარის ლაბორატორიის დახურვას ითხოვენ

  • რომან გოცირიძე: ბიძინა ივანიშვილი უნდა გამოვიდეს ჩრდილიდან, ბუნაგიდან თუ ბუნკერიდან და ელაპარაკოს ხალხს

    რომან გოცირიძე: ბიძინა ივანიშვილი უნდა გამოვიდეს ჩრდილიდან, ბუნაგიდან თუ ბუნკერიდან და ელაპარაკოს ხალხს

  • “ის ყოველთვის მშვენიერი იქნება”, – დეივიდ და ვიქტორია ბექჰემები ქორწინების იუბილეს აღნიშნავენ

    “ის ყოველთვის მშვენიერი იქნება”, – დეივიდ და ვიქტორია ბექჰემები ქორწინების იუბილეს აღნიშნავენ

  • უკაცრიელი სახლი ახალ მფლობელს ეძებს

    უკაცრიელი სახლი ახალ მფლობელს ეძებს

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge