რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა საფრანგეთის პრეზიდენტს ემანუელ მაკრონსა და გერმანიის კანცლერს ოლაფ შოლცს სატელეფონო საუბრისას განუცხადა, რომ მხედველობაში აქვს, უახლოეს პერიოდში ხელი მოაწეროს ბრძანებას დონბასთან დაკავშირებით, რის გამოც ლიდერებმა იმედგაცრუება გამოხატეს.
ამის შესახებ „რია ნოვოსტი“ კრემლის პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება.
„ამ ყველაფრის გათვალისწინებით, რუსეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ უახლოეს პერიოდში მხედველობაში აქვს შესაბამისი ბრძანებისთვის ხელმოწერა. საფრანგეთის პრეზიდენტმა და გერმანიის ფედერალურმა კანცლერმა მოვლენათა ასეთი განვითარების გამო იმედგაცრუება გამოხატეს. ამასთან, მათ გამოხატეს მზადყოფნა კონტაქტების გასაგრძელებლად“ , – ნათქვამია ინფორმაციაში.
კომენტარები