NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»პოლიტიკა»გრიგოლ გეგელია: გაუგებარია, საერთოდ რისთვის გაემგზავრა პრემიერ-მინისტრი მიუნხენის კონფერენციაზე

გრიგოლ გეგელია: გაუგებარია, საერთოდ რისთვის გაემგზავრა პრემიერ-მინისტრი მიუნხენის კონფერენციაზე

20 თებ 2022 პოლიტიკა 329 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

გაუგებარია, საერთოდ რისთვის გაემგზავრა პრემიერ-მინისტრი მიუნხენის კონფერენციაზე, რომელიც თავის მხრივ მნიშვნელოვან საერთაშორისო პლატფორმას წარმოადგენს, – ამის შესახებ “ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გრიგოლ გეგელიამ განაცხადა.

გრიგოლ გეგელიას თქმით, „ღარიბაშვილი არ შეხვედრია არცერთ მნიშვნელოვან დასავლელ ლიდერს, არ ჰქონია სიტყვით გამოსვლა, არ გაუკეთებია საქართველოს ეროვნული პოზიციების დასაცავი არცერთი განცხადება და რა თქმა უნდა, არც მიუნხენში არ გაუკეთებია უკრაინის მხარდამჭერი განცხადება“.

გეგელიას შეფასებით, “საგარეო პოლიტიკის სრული კოლაფსია” სახეზე.

„ღარიბაშვილს აშკარად არ გამოუყენებია მიუნხენის შეხვედრა ბრიტანეთი-უკრაინა-პოლონეთის მიერ ინიცირებულ ფორმატში საქართველოსთვის სასიკეთო ძვრების მისაღწევად.

ღარიბაშვილი არც ზელენსკის არ შეხვედრია, რაც წლევანდელ მიუნხენის კონფერენციაზე ნებისმიერ ღირსეული ქართველი პრემიერის ერთ – ერთი ამოცანა უნდა ყოფილიყო. თუმცა, საეჭვოა ზელენსკი თავად თუ ისურვებდა მასთან შეხვედრას იმ უღირსი ქცევის შემდეგ, რაც “ქართულმა ოცნებამ” უკრაინისადმი გამოიჩინა.

ზელენსკი თავის გუშინდელ გამოსვლაში სწორედ ღარიბაშვილის მსგავს სამარცხვინო ლიდერებზე საუბრობდა, როდესაც ახსენა, რომ თავს შეიკავებს ღირსეული მეგობრების ჩამოთვლისგან, რათა ზოგიერთ სხვა ქვეყანას არ შერცხვეს.

თუმცა, ღარიბაშვილმა მოასწრო და შეხვდა კრიპტოვალუტის ინდუსტრიის წარმომადგენლებს. ჩვენს საზოგადოებას კარგად მოეხსენება, რომ ეს პირადად ივანიშვილის ერთ-ერთი მთავარი ინტერესია. ეს ყველაფერი მრავლისმთქმელია, მანამ სანამ დღეს რეგიონის გეოპოლიტიკური ბედი წყდება, საქართველოს, უკრაინის, მეტი უსაფრთხოების და ახალ ალიანსებში ყოფნის ლობირების ნაცვლად, ღარიბაშვილი კრიპტოვალუტის ინდუსტრიის მესვეურებს ხვდება.

თუ მას სურდა მაღალი კალიბრის პოლიტიკური შეხვედრები და არავინ დათანხმდა, ეს ტრაგედიაა ჩვენი სახელმწიფოსთვის, მიუხედავად იმისა, რომ ღარიბაშვილი ზუსტად ამას იმსახურებს. და თუ მას არც უცდია ჰქონოდა მნიშვნელოვანი პოლიტიკური შეხვედრები, ეს მკაფიო ლუსტრაციაა იმისა, თუ სად არის ამ ხელისუფლების პრიორიტეტები. ასეა თუ ისე, როგორც ერთ, ასევე მეორე შემთხვევაში სახეზეა საგარეო პოლიტიკის სრული კოლაფსი”, – აცხადებს გეგელია.

კომენტარები

TOP გრიგოლ გეგელია 2022-02-20
ნინო ჩხეიძე
Tags TOP გრიგოლ გეგელია
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

“აბა როგორ გინდა, ჩემო ძმაო, თუ გიორგი ლობჟანიძედ დაბადებულხარ!..”

შემდეგი სტატია

დმიტრი პესკოვი: რუსეთი, რომელმაც ამდენი ომი გადაიტანა, უკანასკნელი ქვეყანაა ევროპაში, რომელსაც საერთოდ სიტყვა „ომის“ წარმოთქმა სურს

მსგავსი სტატიები

ვისურვებდი, რომ ოპოზიციასთან ერთად კიევში ყოფილიყვნენ ხელისუფლების წევრებიც, ოპოზიციის აქტიურობამ უკრაინელების თვალში საქართველოს მიმართ რეაბილიტაცია მოახდინა

ვისურვებდი, რომ ოპოზიციასთან ერთად კიევში ყოფილიყვნენ ხელისუფლების წევრებიც, ოპოზიციის აქტიურობამ უკრაინელების თვალში საქართველოს მიმართ რეაბილიტაცია მოახდინა

ირაკლი შალიკაშვილი 04 თებ 2022
სალომე ზურაბიშვილი: ძალიან ვწუხვარ  იმ განცხადებების გამო, რაც ამერიკის ელჩის მიმართ ამჟამად კეთდება

სალომე ზურაბიშვილი: ძალიან ვწუხვარ იმ განცხადებების გამო, რაც ამერიკის ელჩის მიმართ ამჟამად კეთდება

ნინო ჩხეიძე 15 ივლ 2022
“ღრმად მწამს, რომ თქვენ იყავით ჩარეული ამ დანაშაულში” – ბოკუჩავა ბესელიას კადრების გავრცელებაზე გახარიას მიმართავს

“ღრმად მწამს, რომ თქვენ იყავით ჩარეული ამ დანაშაულში” – ბოკუჩავა ბესელიას კადრების გავრცელებაზე გახარიას მიმართავს

სოსო ელისაშვილი 02 მაი 2019

უახლესი ამბები

  • კახა კალაძე: ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი პირველი აპრილიდან ამოქმედდება

    კახა კალაძე: ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი პირველი აპრილიდან ამოქმედდება

  • ეკა ბესელია: მოსამართლეს მოუწევს პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღება, რომელსაც მოუწევს რომ თქვას, გადაავადებს სასჯელს თუ არ გადაავადებს

    ეკა ბესელია: მოსამართლეს მოუწევს პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღება, რომელსაც მოუწევს რომ თქვას, გადაავადებს სასჯელს თუ არ გადაავადებს

  • სალომე ზურაბიშვილი მიხეილ სააკაშვილის შეწყალებაზე: არ ვფიქრობ, რომ ინდივიდუალური შემთხვევა განსაზღვრავს ჩვენს ევროპულ მომავალს

    სალომე ზურაბიშვილი მიხეილ სააკაშვილის შეწყალებაზე: არ ვფიქრობ, რომ ინდივიდუალური შემთხვევა განსაზღვრავს ჩვენს ევროპულ მომავალს

  • იუსტიციის მინისტრი: პატიმრის თვითდაზიანებაზე პასუხისმგებლები ვერ ვიქნებით

    იუსტიციის მინისტრი: პატიმრის თვითდაზიანებაზე პასუხისმგებლები ვერ ვიქნებით

  • რატი ბრეგაძე ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებაზე: საქართველოში რომ ვინმეს აწამებენ, ეს ვინც არ უნდა თქვას, არის უსამართლო და შეურაცხმყოფელი

    რატი ბრეგაძე ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებაზე: საქართველოში რომ ვინმეს აწამებენ, ეს ვინც არ უნდა თქვას, არის უსამართლო და შეურაცხმყოფელი

  • ვოლოდიმირ ზელენსკი: ვლაპარაკობ უკრაინის მოქალაქის მიხეილ სააკაშვილის დაკავებაზე, რომელსაც ყოველ დღე საჯაროდ აწამებენ

    ვოლოდიმირ ზელენსკი: ვლაპარაკობ უკრაინის მოქალაქის მიხეილ სააკაშვილის დაკავებაზე, რომელსაც ყოველ დღე საჯაროდ აწამებენ

  • ნიკოლოზ წულუკიძე: მე ჯერ ბურუსში დავდივარ ხელის ცეცებით და ვცდილობ თავიდან ვისწავლო ცხოვრება. ამდენი კეთილი ადამიანი დამესია, რათა ფეხზე წამომაყენოს

    ნიკოლოზ წულუკიძე: მე ჯერ ბურუსში დავდივარ ხელის ცეცებით და ვცდილობ თავიდან ვისწავლო ცხოვრება. ამდენი კეთილი ადამიანი დამესია, რათა ფეხზე წამომაყენოს

  • რასა იუკნევიჩიენე: მოვუწოდებ საქართველოს ხელისუფლებას, უფლება მისცენ, რომ მიხეილ სააკაშვილი დაუყოვნებლივ იქნას გადაყვანილი ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში – პოლიტიკური განხილვისთვის მეტი დრო აღარ არის

    რასა იუკნევიჩიენე: მოვუწოდებ საქართველოს ხელისუფლებას, უფლება მისცენ, რომ მიხეილ სააკაშვილი დაუყოვნებლივ იქნას გადაყვანილი ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში – პოლიტიკური განხილვისთვის მეტი დრო აღარ არის

  • მედია: მერია რუსული “მეტროვაგონმაშისგან“ ვაგონებს იყიდის – გადაწყვეტილება მიღებულია

    მედია: მერია რუსული “მეტროვაგონმაშისგან“ ვაგონებს იყიდის – გადაწყვეტილება მიღებულია

  • ბორის ჯონსონი: დავზოგოთ დრო, დავზოგოთ ფული, გადავარჩინოთ სიცოცხლეები და უკრაინელებს რაც შეიძლება სწრაფად მივცეთ ის, რაც მათ სჭირდებათ

    ბორის ჯონსონი: დავზოგოთ დრო, დავზოგოთ ფული, გადავარჩინოთ სიცოცხლეები და უკრაინელებს რაც შეიძლება სწრაფად მივცეთ ის, რაც მათ სჭირდებათ

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge