NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»საზოგადოება»ზურაბ გურული: მსოფლიო პირდაღებული უყურებს პათოლოგი შანტაჟისტის სადისტურ თამაშს

ზურაბ გურული: მსოფლიო პირდაღებული უყურებს პათოლოგი შანტაჟისტის სადისტურ თამაშს

19 თებ 2022 საზოგადოება 688 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
“ამერიკამ სამხედრო მოქმედება რომ დაიწყოს სადმე, თეთრი სახლიდან მინიმუმ რამდენიმე ათეული ადამიანი უნდა ჩაებას პროცესში, კონგრესის და სენატის შესაბამისი კომიტეტების ლიდერების ჩათვლით. სადაზვერვო ინფორმაციის წინასწარ მოპოვება ძალიან ძნელი იქნება, მაგრამ არა შეუძლებელი. რამდენი ადამიანი იღებს ომის დაწყების გადაწყვეტილებას რუსეთში?
ერთი, მაქსიმუმ ორი. რამდენად არის ზუსტი სადაზვერვო ინფორმაციის მოპოვება შესაძლებელი ამ შემთხვევაში, თავად განსაჯეთ. ასეთია ობიექტური მოცემულობა. შესაბამისად, იმის განცხადება, რომ რუსეთი კიევს დაარტყამს სადაზვერვო მონაცემების საფუძველზე, არის აბსურდი. ვერანაირი სატელიტური მონაცემები თუ მაღალი რანგის საველე მეთაურებისგან გამოჟონილი ინფორმაცია ვერ განსაზღვრავს იმას, თუ რა გეგმა აქვს პუტინს. ჯარების დისლოკაციებით ჟონგლიორობა, საზღვრებთან “მილიმეტრებში” ტექნიკის მიწევა, საბრძოლო განგაშები თუ რაკეტების დამიზნებები ის მონაცემებია, რომლებსაც მთელი მსოფლიო ერთნაირად ხედავს. ერთადერთი ინფორმაცია, რომელიც ტოტალურად შეცვლიდა სიტუაციას, იქნებოდა დადასტურება პუტინის ტერმინალური მდგომარეობისა, რაიმე დაავადების გამო. მაგრამ ეს ინფორმაცია რომ არსებობდეს, მაშინ მისი დაუყოვნებლივი გამჟღავნება უნდა დაწყებულიყო, რათა თავად რუსებს სცოდნოდათ, რომ მათი “ფარაონი” ყველას ანტურაჟად უპირებს წაყვანას საიქიოში და დროზე მიეხედათ.
პუტინმა თავისი მანევრებით კოლოსალური ინფორმაცია მიიღო; ინფორმაცია, რომელიც ამ უზარმაზარ ლოჯისტიკურ დანახარჯებზე ბევრად უფრო ძვირი ღირს. ეს არის ე.წ. დაზვერვა ბრძოლით. თანაც დაზვერვა არა მარტო ბრძოლის ველზე, არამედ პოლიტიკურ ველზეც. მან უკვე დაანახა მსოფლიოს დასავლეთის ტოტალური იმპოტენცია.
ამერიკის პრეზიდენტის განცხადებების მიხედვით პოტენციური სამხედრო დანაშაული მზადდება 3 მილიონიანი ქალაქის საარტილერიო ცეცხლით განადგურების სახით; მზადება პრაქტიკულად დასრულებულია, ბოლო ფაზაშია და ამ ფონზე არცერთი ქმედითი პრევენციული მოქმედება არ განუხორციელებია დასავლეთს; უბრალოდ, ფინანსური სანქციაც კი არ დაუწესებია აგრესორისათვის. ისიც კი არ უთქვამთ, რომ ე.წ. თავისუფალი სამყარო არ და ვერ დაუშვებს 3 მილიონიანი მშვიდობიანი ქალაქის ცეცხლით განადგურებას და რომ აგრესიის დაწყების შემთხვევაში კიევის ცა მთლიანად გადაფარული იქნება დასავლური ავიაციითა და ანტისარაკეტო სისტემებით.
მსოფლიო პირდაღებული უყურებს პათოლოგი შანტაჟისტის სადისტურ თამაშს და მხოლოდ ვიშვიშებს. შესანიშნავი მაგალითია ირანისათვის, ყველა ჯურის ტერორისტისათვის. ომი პრაქტიკულად უკვე დასრულებულია. ბევრად უფრო გამანადგურებელი ფსიქოლოგიური ომი, ვიდრე ეს რაკეტების სროლით მოხდებოდა. ხვალინდელი მსოფლიო ბევრად უფრო საშიში გახდა. უკვე გახდა,” –  წერს სოციალურ ქსელში ექიმი, მონტგომერის სახელობის ფედერალური კლინიკის ანესთეზია-რეანიმაციის დეპარტამენტის დირექტორი, მისისიპის უნივერსიტეტის კლინიკური პროფესორი, ზურაბ გურული.

კომენტარები

ზურაბ გურული რუსეთი უკრაინა 2022-02-19
ნინო ჩხეიძე
Tags ზურაბ გურული რუსეთი უკრაინა
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

ზელენსკი: როგორც პრეზიდენტი, ვიწყებ კონსულტაციებს ბუდაპეშტის მემორანდუმის ფარგლებში

შემდეგი სტატია

დავით ზალკალიანი: მიუნხენის კონფერენცია უკრაინის თემატიკას ეთმობა და ის ფაქტი, რომ …

მსგავსი სტატიები

ველოდებით დაახლოებით 300 ათასი ტონა ყურძნის გადამუშავებას ინდუსტრიულად, ეს იქნება მორიგი რეკორდი

ველოდებით დაახლოებით 300 ათასი ტონა ყურძნის გადამუშავებას ინდუსტრიულად, ეს იქნება მორიგი რეკორდი

ირაკლი შალიკაშვილი 02 აგვ 2021
“არჩევნის და არა არჩევანის” – ფილოლოგი მანანა გოშაძე (ვიდეო)

“არჩევნის და არა არჩევანის” – ფილოლოგი მანანა გოშაძე (ვიდეო)

ნინო ჩხეიძე 24 ივლ 2020

როგორი ამინდი იქნება მომდევნო დღეებში?- გარემოს ეროვნული სააგენტოს პროგნოზი

18 დეკ 2017

უახლესი ამბები

  • გივი ღამბაშიძე და ,,გორგილაძის აუტანელი სიმსუბუქე”  (ვიდეო)

    გივი ღამბაშიძე და ,,გორგილაძის აუტანელი სიმსუბუქე” (ვიდეო)

  • რომის პაპი კლინიკაში გადაიყვანეს

    რომის პაპი კლინიკაში გადაიყვანეს

  • შსს: პოლიციელზე თავდასხმისა და ნივთის დაზიანების ფაქტებზე დაკავებულია პირი, რომელმაც აქციაზე პოლიციელებს ესროლა ქვები და ე.წ. მოლოტოვის კოქტეილები, ცეცხლი წაუკიდა ავტომობილს

    შსს: პოლიციელზე თავდასხმისა და ნივთის დაზიანების ფაქტებზე დაკავებულია პირი, რომელმაც აქციაზე პოლიციელებს ესროლა ქვები და ე.წ. მოლოტოვის კოქტეილები, ცეცხლი წაუკიდა ავტომობილს

  • ვოლოდიმირ ზელენსკი დემოკრატიის სამიტზე: დემოკრატიას გამარჯვება სჭირდება ახლავე! წელს! ბოროტებამ ომი უნდა წააგოს

    ვოლოდიმირ ზელენსკი დემოკრატიის სამიტზე: დემოკრატიას გამარჯვება სჭირდება ახლავე! წელს! ბოროტებამ ომი უნდა წააგოს

  • რეჯეფ თაიფ ერდოღანი: პუტინი, შესაძლოა, 27 აპრილს თურქეთში ჩამოფრინდეს

    რეჯეფ თაიფ ერდოღანი: პუტინი, შესაძლოა, 27 აპრილს თურქეთში ჩამოფრინდეს

  • ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში, სოფელ კაბალში სპეცოპერაცია მიმდინარეობს

    ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში, სოფელ კაბალში სპეცოპერაცია მიმდინარეობს

  • რა საინტერესო ფაქტები იმალება თეთრი ფერის მიღმა

    რა საინტერესო ფაქტები იმალება თეთრი ფერის მიღმა

  • დღე ისტორიაში – 30 მარტი

    დღე ისტორიაში – 30 მარტი

  • ალექსი რეზნიკოვი: კონტრიერიშები იგეგმება რამდენიმე მიმართულებით – ვფიქრობ, მათ აპრილ-მაისში ვნახავთ

    ალექსი რეზნიკოვი: კონტრიერიშები იგეგმება რამდენიმე მიმართულებით – ვფიქრობ, მათ აპრილ-მაისში ვნახავთ

  • რატომ არ დაუშვა კონკურსზე ბექა ქურხულის წიგნი – „საბა“  წერილს აქვეყნებს

    რატომ არ დაუშვა კონკურსზე ბექა ქურხულის წიგნი – „საბა“ წერილს აქვეყნებს

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge