NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ჯანმრთელობა»ბიძინა კულუმბეგოვი: კორონავირუსის ინფექციასთან დაკავშირებით, „ჯოგური იმუნიტეტის“ ცნება გაქრა, მსგავსი რამ არ მოხდება

ბიძინა კულუმბეგოვი: კორონავირუსის ინფექციასთან დაკავშირებით, „ჯოგური იმუნიტეტის“ ცნება გაქრა, მსგავსი რამ არ მოხდება

19 თებ 2022 ჯანმრთელობა 794 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

კორონავირუსის ინფექციასთან დაკავშირებით, „ჯოგური იმუნიტეტის“ ცნება გაქრა, მსგავსი რამ არ მოხდება, – ამის შესახებ ალერგოლოგ-იმუნოლოგმა, ბიძინა კულუმბეგოვმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა.

მისი თქმით, კორონავირუსთან დაკავშირებით არსებობდა მოლოდინი, რომ ჩამოყალიბდებოდა ე.წ. ჯოგური იმუნიტეტი და გაჩერდებოდა ინფექცია, თუ ყველა გადაიტანდა.

„სამწუხაროდ, რეინფიცირების მაღალი რისკებია და „ომიკრონთან“ ეს ხუთჯერ გაზრდილია. რა თქმა უნდა, „ჯოგური იმუნიტეტის“ ცნება გაქრა, მსგავსი რამ არ მოხდება. ეს იმას ნიშნავს, რომ ამ ინფექციის აღმოფხვრა და ამოძირკვა ვერ მოხდება“, – განაცხადა კულუმბეგოვმა.

რაც შეეხება კორონავირუსით გარდაცვალების მაჩვენებელს, მისი თქმით, ამ კუთხით მაინც კრიტიკულ ზღვარზე ვართ.

„დელტასთან“ მიმართებაში თუ ვიტყვით, რომ 60 ათასი აქტიური შემთხვევა გვქონდა, მაშინ გარდაცვალება 70-80 იყო. იმ ტიპის მსგავსი სიკვდილობა რომ გვქონდეს, 200 ათას აქტიურ შემთხვევაზე, დღეში 250 ადამიანი უნდა გვეღუპებოდეს. „დელტას“ სიკვდილობა რომ ჰქონდეს ამას შერჩენილი, ეს უნდა იყოს დღეში 200 ადამიანის სიკვდილი, რაც ქვეყნისთვის კატასტროფა იქნება.

ქვეყანაში ერთ მილიონ მოსახლეზე 8 ადამიანზე მეტი რომ იღუპება, ეს უკვე განგაშის ნიშანია, ჩვენ უკვე დიდი ხანია ამ განგაშის ნიშანში ვართ. ერთ მილიონ მოსახლეზე 20 ადამიანი გვეღუპება. ამიტომ, ჩვენ მაინც ძალიან კრიტიკულ ზღვარზე ვართ სიკვდილობის თვალსაზრისით“, – განაცხადა კულუმბეგოვმა.

ბიძინა კულუმბეგოვმა ასევე ისაუბრა აცრის მნიშვნელობაზე და აღნიშნა, რომ ვაქცინის გაკეთების შემდეგ, მძიმე დაავადებისგან დაცვის გარანტია საკმაოდ მაღალია.

„ადამიანი, რომელიც არის ორჯერადად აცრილი, მას აქვს მძიმე დაავადებისგან დაცვის გარანტია 80%-ით, თუ 6 თვე და მეტი არ არის გასული ვაქცინაციიდან. თუ 6 თვეზე მეტია გასული მეორე აცრიდან და არ გაიკეთა დამატებითი დოზა, ეს ეფექტურობა 57%-მდე მცირდება. ადამიანი, რომელმაც მეორე დოზის შემდგომ გაიკეთა სამ თვეში „ბუსტერი,“ მძიმე დაავადებისგან დაცვის გარანტიაა უკვე არის 90%. ეს არის უზარმაზარი პროცენტი და სწორედ მაღალი „ბუსტერული“ ვაქცინების მოცვის ქვეყნები, რიგრიგობით აქვეყნებენ, როგორ ასრულებენ კოვიდრეგულაციებს და როგორ უბრუნდებიან ნორმალური ცხოვრების რიტმს“, – აღნიშნა კულუმბეგოვმა.

კომენტარები

TOP ბიძინა კულუმბეგოვი 2022-02-19
ნინო ჩხეიძე
Tags TOP ბიძინა კულუმბეგოვი
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

კიევის მერმა ვიტალი კლიჩკომ აშშ-სა და გერმანიას მეტი თავდაცვითი იარაღის მიწოდების მოთხოვნით მიმართა

შემდეგი სტატია

ოკუპირებული დონეცკის ე.წ. ლიდერმა, დენის პუშილინმა საყოველთაო მობილიზაცია გამოაცხადა

მსგავსი სტატიები

თენგიზ ცერცვაძე: შესაძლებელია ეს იყოს „მეხუთე ტალღის“ დასაწყისი

თენგიზ ცერცვაძე: შესაძლებელია ეს იყოს „მეხუთე ტალღის“ დასაწყისი

ნინო ჩხეიძე 11 ოქტ 2021
5 ყველაზე ჯანსაღი ბოსტნეული

5 ყველაზე ჯანსაღი ბოსტნეული

ანო 16 იან 2023
ამირან გამყრელიძე: იმისთვის, რომ ეპიდსიტუაციის გაუარესება შევაჩეროთ, მოსახლეობის 30%-ის აცრა აუცილებელია

ამირან გამყრელიძე: იმისთვის, რომ ეპიდსიტუაციის გაუარესება შევაჩეროთ, მოსახლეობის 30%-ის აცრა აუცილებელია

ნინო ჩხეიძე 22 აგვ 2021

უახლესი ამბები

  • უკრაინის გენშტაბი: რუსეთმა უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ 209 000-ზე მეტი ჯარისკაცი დაკარგა

    უკრაინის გენშტაბი: რუსეთმა უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ 209 000-ზე მეტი ჯარისკაცი დაკარგა

  • Dainik Jagran: ინდოეთში სარკინიგზო კატასტროფის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 230-ს გადასცდა

    Dainik Jagran: ინდოეთში სარკინიგზო კატასტროფის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 230-ს გადასცდა

  • სახალხო დამცველი შსს-ს მოუწოდებს, იმოქმედოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად და უზრუნველყოს მშვიდობიანი აქციის მონაწილეთა შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების დაცვა

    სახალხო დამცველი შსს-ს მოუწოდებს, იმოქმედოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად და უზრუნველყოს მშვიდობიანი აქციის მონაწილეთა შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების დაცვა

  • სულთმოფენობის დღესასწაულთან დაკავშირებით პატრიარქი მიცვალებულთა სულებს იხსენიებს

    სულთმოფენობის დღესასწაულთან დაკავშირებით პატრიარქი მიცვალებულთა სულებს იხსენიებს

  • ქეით მიდლტონი იორდანიის სამეფო ქორწილში

    ქეით მიდლტონი იორდანიის სამეფო ქორწილში

  • დღე ისტორიაში – 3 ივნისი

    დღე ისტორიაში – 3 ივნისი

  • “საქართველოს ბანკის” ფინანსური მხარდაჭერით ფულბრაიტის 2023 წლის სამაგისტრო პროგრამით სამი სტუდენტი ამერიკაში გაემგზავრება

    “საქართველოს ბანკის” ფინანსური მხარდაჭერით ფულბრაიტის 2023 წლის სამაგისტრო პროგრამით სამი სტუდენტი ამერიკაში გაემგზავრება

  • ბენ უოლესი უკრაინის ნატო-ში გაწევრიანებაზე: ეს არ მოხდება უახლოეს მომავალში

    ბენ უოლესი უკრაინის ნატო-ში გაწევრიანებაზე: ეს არ მოხდება უახლოეს მომავალში

  • გიორგი კაკაურიძე:  უკრაინის სანქცია არ ნიშნავს ევროკავშირის სანქციას – „ჯორჯიან ეარვეისის“ დასანქცირება საქართველოს ეკონომიკისთვის ზიანის მომტანი არ იქნება

    გიორგი კაკაურიძე: უკრაინის სანქცია არ ნიშნავს ევროკავშირის სანქციას – „ჯორჯიან ეარვეისის“ დასანქცირება საქართველოს ეკონომიკისთვის ზიანის მომტანი არ იქნება

  • მარინა ეზუგბაია: ინფექციურში წყლით მოწამვლით ადამიანები არ შემოუყვანიათ

    მარინა ეზუგბაია: ინფექციურში წყლით მოწამვლით ადამიანები არ შემოუყვანიათ

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge