NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»პოლიტიკა»მდინარაძე: შეგვიძლია ვთქვათ, რომ ბადრი ჯაფარიძე იქნება „ნაცმოძრაობის“ კანდიდატი – ცოტა უფრო საინტერესო გახდება ამბავი, თუ ბრძოლაში შემოვა გახარია, რომელიც ბრინჯაოს მედლისთვის იბრძვის

მდინარაძე: შეგვიძლია ვთქვათ, რომ ბადრი ჯაფარიძე იქნება „ნაცმოძრაობის“ კანდიდატი – ცოტა უფრო საინტერესო გახდება ამბავი, თუ ბრძოლაში შემოვა გახარია, რომელიც ბრინჯაოს მედლისთვის იბრძვის

17 თებ 2022 პოლიტიკა 399 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

იმის ლუსტრაცია, რომ „ლელო“ „ნაცმოძრაობის“ დანამატია, რა თქმა უნდა, ბადრი ჯაფარიძეს ზიანსაც მიაყენებს, მაგრამ გარკვეულ ელექტორატსაც შესძენს, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

როგორც მდინარაძემ აღნიშნა, შუალედურ არჩევნებზე ერთადერთი ინტრიგა რჩება „შემოვარდება თუ არა ამ თამაშში ბრინჯაოს მედლისთვის მებრძოლი გახარია“.

„ობიექტურად რომ ვთქვა, ამას პლუსებიც ექნება და მინუსებიც. იმის ლუსტრაცია, რომ „ლელო“ „ნაცმოძრაობის“ დანამატია, რა თქმა უნდა, ზიანსაც მიაყენებს, მაგრამ გარკვეულ ელექტორატსაც შესძენს. მაგრამ ყველა ვარიანტში, ბადრი ჯაფარიძის დაყენება ჩვენი კანდიდატის კონკურენტ კანდიდატად, მათთვის პრაგმატულადაც კი ძალიან წამგებიანია. იქიდან გამომდინარე, რომ ადამიანი დამნაშავედ ცნეს და ამის შემდეგ შესთავაზეს ის კანდიდატად გარდაბნელებს და რუსთაველებს. გახსოვთ ალბათ, რამდენ რაიონში დააყენეს მათ დამნაშავე კანდიდატები, არა ჩვენი შეფასებით, არამედ სასამართლოს მიერ კანონიერ ძალაში შესული განაჩენით. ისინი პერმანენტულად აყენებენ ხოლმე დამნაშავე კანდიდატებს, რითაც შეურაცხყოფას აყენებენ იმ კონკრეტული მუნიციპალიტეტის ხალხს, ამომრჩეველს და საზოგადოებას. პირდაპირ შეგვიძლია ვთქვათ და წარმოვიდგინოთ, რომ ბადრი ჯაფარიძე იქნება „ნაცმოძრაობის“ კანდიდატი.

ერთადერთი, თუ ამ ბრძოლაში ისევ შემოვა ბრინჯაოს გიორგიდ წოდებული გახარია, რომელიც სულ ბრინჯაოს მედლისთვის იბრძვის იმიტომ, რომ რამენაირად გადაიყვანოს მეორე ტურში „ნაცმოძრაობის“ კანდიდატი, ამ შემთხვევაში შეიძლება ცოტა უფრო საინტერესო გახდეს ეს ამბავი. თუ ამას ვერ გაბედავს, იმიტომ, რომ ძალიან გაშიშვლა „ნაცმოძრაობის“ მხარდაჭერის მათი პოლიტიკა, კიდევ უფრო მარტივი იქნება. ის 2-3%, რომელიც გახარიას ანგარიშზეა დარჩენილი, შეიძლება იყოს ცოტა უხერხულობა ჩვენთვის. ახლა ერთადერთი ინტრიგა რჩება, შემოვარდება თუ არა ამ თამაშში ბრინჯაოს მედლისთვის მებრძოლი გახარია. ყველაფერი წინასწარ არის გადაწყვეტილი, ვინაიდან შეუძლებელია ირაკლი შატაკიშვილს გარდაბნის ისტორიულ სოფლებში და რუსთავში მოუგოს „ნაცმოძრაობის“ კანდიდატმა, მითუმეტეს, თუ ეს იქნება სასამართლოს მიერ დამნაშავედ ცნობილი ბადრი ჯაფარიძე“, – განაცხადა მდინარაძემ.

ცნობისათვის, „ლელოს“ გადაწყვეტილებით, ბადრი ჯაფარიძე შუალედურ არჩევნებზე რუსთავის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი იქნება.

კომენტარები

ბადრი ჯაფარიძე მამუკა მდინარაძე 2022-02-17
ირაკლი შალიკაშვილი
Tags ბადრი ჯაფარიძე მამუკა მდინარაძე
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

ბადრი ჯაფარიძეს მხარს არ დავუჭერთ – რუსთავში ჩვენი კანდიდატი გვეყოლება

შემდეგი სტატია

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით „მადერა ჯორჯია“ ქუთაისში ავეჯის ახალ საწარმოს აშენებს

მსგავსი სტატიები

კახა კუკავა: მთავრობა, რომელიც ფარცხალაძეს ვერ იჭერს, მით უფრო ვერ მოაგვარებს საგარეო პოლიტიკურ და ეკონომიკურ პრობლემებს

სოსო ელისაშვილი 15 ოქტ 2018
კელი დეგნანი: საქართველომ მკაფიო პოზიცია გამოხატა რუსეთის მიერ უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის დარღვევის შესახებ

კელი დეგნანი: საქართველომ მკაფიო პოზიცია გამოხატა რუსეთის მიერ უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის დარღვევის შესახებ

ნინო ჩხეიძე 01 მარ 2022
თა­ლაკ­ვა­ძე: მინ­და და­ვით არა­ხა­მი­ას ვუ­თხრა, არც ერთ ქარ­თველს სა­ქარ­თვე­ლოს­თან და­პი­რის­პი­რე­ბა არ მო­უ­გია

თა­ლაკ­ვა­ძე: მინ­და და­ვით არა­ხა­მი­ას ვუ­თხრა, არც ერთ ქარ­თველს სა­ქარ­თვე­ლოს­თან და­პი­რის­პი­რე­ბა არ მო­უ­გია

ნინო ჩხეიძე 12 აგვ 2022

უახლესი ამბები

  • ზურა ხაჩიძე: პირადად ჩემგან და ჩემი ძალიან დიდი სამეგობროსგან მიიღებთ ცხვირში!!! არავის მივცემთ უფლებას ამ ქვეყნის კანონიერად არჩეული ხელისუფლების დამხობას!

    ზურა ხაჩიძე: პირადად ჩემგან და ჩემი ძალიან დიდი სამეგობროსგან მიიღებთ ცხვირში!!! არავის მივცემთ უფლებას ამ ქვეყნის კანონიერად არჩეული ხელისუფლების დამხობას!

  • გია ვოლსკი: ვერტმფრენების თემა არის სპეკულაციური და მორალთან მწყრალად მყოფი

    გია ვოლსკი: ვერტმფრენების თემა არის სპეკულაციური და მორალთან მწყრალად მყოფი

  • ავტოსაგზაო შემთხვევა ქუთაისში – დაღუპულია 3 ადამიანი

    ავტოსაგზაო შემთხვევა ქუთაისში – დაღუპულია 3 ადამიანი

  • მედია: ნათია თურნავა ადასტურებს, რომ სავალუტო ფონდის პროგრამა “დროებით შეჩერებულია”

    მედია: ნათია თურნავა ადასტურებს, რომ სავალუტო ფონდის პროგრამა “დროებით შეჩერებულია”

  • გიორგი გიგაშვილი: ხვალ, 11:00 საათზე, კონსერვატორიასთან

    გიორგი გიგაშვილი: ხვალ, 11:00 საათზე, კონსერვატორიასთან

  • ირმა გიგანი: კონსერვატორიას ვკარგავთ, ამით იცოდეთ, რომ ქვეყანა კარგავს წამყვან სფეროს, საქართველო კარგავს საგანძურს, წლების ნაშრომ, აქამდე სიმწრით მოტანილს

    ირმა გიგანი: კონსერვატორიას ვკარგავთ, ამით იცოდეთ, რომ ქვეყანა კარგავს წამყვან სფეროს, საქართველო კარგავს საგანძურს, წლების ნაშრომ, აქამდე სიმწრით მოტანილს

  • ლოს-ანჯელესში Balenciaga-ს ახალი მაღაზია გაიხსნა (ფოტოები)

    ლოს-ანჯელესში Balenciaga-ს ახალი მაღაზია გაიხსნა (ფოტოები)

  • „დანა გამოიტანა და მეგობარს სხეულში რამდენჯერმე ჩაარტყა“

    „დანა გამოიტანა და მეგობარს სხეულში რამდენჯერმე ჩაარტყა“

  • სოფიკო ჭიაურელის ვარსკვლავის გახსნა (ვიდეო)

    სოფიკო ჭიაურელის ვარსკვლავის გახსნა (ვიდეო)

  • კონსერვატორიის საარჩევნო კომისიის განცხადება: ამავე ბრძანების დაუყონებლივი აღსრულების მოთხოვნიდან გამომდინარე, შეწყვეტილია რექტორის არჩევნების პროცედურა

    კონსერვატორიის საარჩევნო კომისიის განცხადება: ამავე ბრძანების დაუყონებლივი აღსრულების მოთხოვნიდან გამომდინარე, შეწყვეტილია რექტორის არჩევნების პროცედურა

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge