NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ახალი ამბები»მმართველი გუნდის სპიკერები, რომლებიც საუბრობენ, რომ გამარჯვების შანსი არ მაქვს, რუსთავში საერთოდ ნამყოფიც არ არიან

მმართველი გუნდის სპიკერები, რომლებიც საუბრობენ, რომ გამარჯვების შანსი არ მაქვს, რუსთავში საერთოდ ნამყოფიც არ არიან

16 თებ 2022 ახალი ამბები 633 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

პარტია “ლელო” წინასაარჩევნო პროგრამასთან და სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით პარტიის ცენტრალურ ოფისში შეხვედრას მართავს. როგორც შეხვედრის დაწყებამდე პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა, ბადრი ჯაფარიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, კონსულტაციები სხვადასხვა ოპოზიციურ პარტიებთანაც იგეგმება.

“პირველ რიგში, ჩვენ პარტიაში გვაქვს შეხვედრა, რომ წინასაარჩევნო პროგრამასთან და გეგმებთან დაკავშირებით დავიგეგმოთ, თუ როგორ ვმოქმედებთ, როგორ ვემზადებით რუსთავსა და გარდაბანში შუალედური არჩევნებისთვის. გარდა ამისა, ჩვენ მუდმივი კომუნიკაცია გვაქვს ოპოზიციონერ კოლეგებთან იმასთან დაკავშირებით, რომ ეს კამპანია იყო ოპოზიციის ერთობლივი პასუხი იმ თავნებობაზე და იმ უკანონობაზე, რომელიც “ქართული ოცნების” მხრიდან კიდევ ერთხელ ვიხილეთ”, – განაცხადა ჯაფარიძემ.

მისი თქმით, თუ რომელი პოლიტიკოსი დაესწრება დღევანდელ შეხვედრას ამა თუ იმ პარტიიდან ეს ჯერჯერობით უცნობია. როგორც ის განმარტავს, შეხვედები მომდევნო დღეების განმავლობაში გაგრძელდება. რაც შეეხება არჩევნებში მის შანსებს, ბადრი ჯაფარიძე აცხადებს, რომ ბრძოლა გრძელდება.

“ბრძოლა აუცილებელია. იმ ვითარებასთან შეგუება, რომელიც “ქართულმა ოცნებამ” ჩამოაყალიბა, ეს არის დანაშაულის ტოლფასი, ამიტომ ამ ბრძოლას აქვს აზრი. დიდი მნიშვნელობა აქვს იმას, რომ დიდმა ოპოზიციურმა პარტიებმა გამოხატეს მზადყოფნა, ოპოზიციური პარტიების გაერთიანებული კანდიდატი ვიყო, ყველა ოპოზიციური პარტიის შესაძლოა არა, მაგრამ რიგი ოპოზიციური პარტიების. განცხადებები გააკეთა “დროამ”,” სტრატეგია აღმაშენებელმა”, “ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ” მხარდაჭერასთან დაკავშირებით, ეს რიცხვი იზრდება. ძალიან საინტერესო იქნება იმ თვალსაზრით, რომ უნდა შევქმნათ პრეცედენტი. აქ საუბარი არ არის კონკრეტულად ბადრი ჯაფარიძის კანდიდატურაზე და იმ მაჟორიტარულ ოლქში “ქართულ ოცნებასთან” კონკურენციაზე, საუბარია იმაზე, რომ ჩვენ უნდა შევძლოთ უკანონობას ერთიანობით ვუპასუხოთ და არა შურისძიებით”, – განაცხადა ჯაფარიძემ.

რაც შეეხება მმართველი გუნდის ცალკეული წევრების განცხადებებს იმის თაობაზე, რომ მას არჩევნებში გამარჯვების შანსი არ აქვს, ბადრი ჯაფარიძე პასუხობს, რომ “სპიკერები, რომლებიც ამაზე საუბრობენ, რუსთავში საერთოდ ნამყოფიც არ არიან”. მან ასევე განაცხადა, რომ პარტია “საქართველოსთვის” წევრების განცხადება მოისმინა და კარგი იქნება თუ ამ კამპანიაში ისინიც ჩაერთვებიან.

კომენტარები

2022-02-16
ირაკლი შალიკაშვილი
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

ჩემი პერსონალური პოზიციაა, სრული მხარდაჭერა ბადრი ჯაფარიძის მიმართ, დარწმუნებული ვარ, ჩვენი პარტიის პოზიცია ადეკვატური იქნება

შემდეგი სტატია

ამერიკულ და ბრიტანულ დეზინფორმაციულ მედიასაშუალებებს ვთხოვ, უკრაინაში ჩვენი შეჭრის გრაფიკი გამოაქვეყნონ – მინდა, შვებულება დავგეგმო

მსგავსი სტატიები

„თუ ვინმეს მაინც არ ესმის, მას მოხალისეობრივ საწყისებზე ჩაუტარდება შესაბამისი ახსნა განმარტება საამისოდ გამოყოფილ სარდაფში, იკითხეთ ოთარი“

სოსო ელისაშვილი 05 ოქტ 2018
ხუხაშვილი: ზურაბიშვილი არის ადამიანი, რომელიც რაც მოეპრიანება იმას გააკეთებს

ხუხაშვილი: ზურაბიშვილი არის ადამიანი, რომელიც რაც მოეპრიანება იმას გააკეთებს

07 აგვ 2018
ექიმი: ავსტრიის კლინიკამ მაჩალიკაშვილის მიღებაზე თანხმობა განაცხადა

ექიმი: ავსტრიის კლინიკამ მაჩალიკაშვილის მიღებაზე თანხმობა განაცხადა

05 იან 2018

უახლესი ამბები

  • ნატალი პორტმანი საფეხბურთო მატჩს დაესწრო

    ნატალი პორტმანი საფეხბურთო მატჩს დაესწრო

  • როგორ შევამციროთ სტრესის და შფოთვის დონე

    როგორ შევამციროთ სტრესის და შფოთვის დონე

  • დღე ისტორიაში – 5 ივნისი

    დღე ისტორიაში – 5 ივნისი

  • “კუჭის ოპერაციის მერე გართულება არსად უჩანდა… სიმსივნე 5 თვის წინ მოულოდნელად აღმოაჩნდა, თავიდან მძიმედ იყო, ჩაკეტილი”

    “კუჭის ოპერაციის მერე გართულება არსად უჩანდა… სიმსივნე 5 თვის წინ მოულოდნელად აღმოაჩნდა, თავიდან მძიმედ იყო, ჩაკეტილი”

  • შსს-მ ბათუმის ერთ-ერთ რესტორანში მიმტანის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო (ვიდეო)

    შსს-მ ბათუმის ერთ-ერთ რესტორანში მიმტანის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო (ვიდეო)

  • გერმანიაში თავშესაფარში, სადაც უკრაინელი ლტოლვილები ცხოვრობდნენ, ხანძარი გაჩნდა

    გერმანიაში თავშესაფარში, სადაც უკრაინელი ლტოლვილები ცხოვრობდნენ, ხანძარი გაჩნდა

  • გიორგი კაპანაძე: კადიროვის ნდობით აღჭურვილი პირების საქართველოში შემოსვლა პირდაპირ მიუთითებს „რუსული ოცნების“ მჭიდრო კავშირებზე პუტინის რეჟიმთან

    გიორგი კაპანაძე: კადიროვის ნდობით აღჭურვილი პირების საქართველოში შემოსვლა პირდაპირ მიუთითებს „რუსული ოცნების“ მჭიდრო კავშირებზე პუტინის რეჟიმთან

  • მეუფე შიო: ჩვენი მიწიური ცხოვრება წუთისოფელი იმდენად მძიმე ხდება ზოგჯერ, განსაცდელების გამო, ნუგეში რომ არ იყოს, შეუძლებელი გახდებოდა ამის დათმენა

    მეუფე შიო: ჩვენი მიწიური ცხოვრება წუთისოფელი იმდენად მძიმე ხდება ზოგჯერ, განსაცდელების გამო, ნუგეში რომ არ იყოს, შეუძლებელი გახდებოდა ამის დათმენა

  • Reuters: მსოფლიოს 20 უმსხვილესი სადაზვერვო სააგენტოს მაღალჩინოსნებმა უკრაინის ომი ფარულ შეხვედრაზე განიხილეს

    Reuters: მსოფლიოს 20 უმსხვილესი სადაზვერვო სააგენტოს მაღალჩინოსნებმა უკრაინის ომი ფარულ შეხვედრაზე განიხილეს

  • ოლექსი რეზნიკოვი: ინდონეზიის სამშვიდობო ინიციატივა ჟღერს, როგორც რუსეთის გეგმა და არა ინდონეზიის გეგმა

    ოლექსი რეზნიკოვი: ინდონეზიის სამშვიდობო ინიციატივა ჟღერს, როგორც რუსეთის გეგმა და არა ინდონეზიის გეგმა

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge