NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»საინტერესო»დღეს უკრაინაში ერთიანობის დღეა, გულით იქ ვარ

დღეს უკრაინაში ერთიანობის დღეა, გულით იქ ვარ

16 თებ 2022 საინტერესო 552 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

დღეს უკრაინაში ერთიანობის დღეა. გულით იქ ვარ, – ასე ეხმიანება საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი უკრაინის ერთიანობის დღესთან დაკავშირებულ ღონისძიებას.

როგორც სააკაშვილი აღნიშნავს, უკრაინამ საკმაოდ კარგად ისწავლა საქართველოს წარსული გამოცდილება.

„გახსოვთ, 2008 წლის 1-ელი სექტემბრის ერთიანობის დღე და „ცოცხალი ჯაჭვი“?! ძალიან მიხარია, რომ უკრაინელები ასევე ძალიან კარგად სწავლობენ საქართველოს მაშინდელ გამოცდილებას. დღეს უკრაინაში ერთიანობის დღეა. გულით იქ ვარ. დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან, ძალიან ბევრი ხალხი გამოვა“, – ნათქვამია სააკაშვილის განცხადებაში, რომელიც მის ფეისბუქ გვერდზე გამოქვეყნდა.

მისივე თქმით, რუსეთი, სანქციების საშიშროებისა და სხვა დანარჩენი მიზეზების ფონზე, უკრაინაზე თავდასხმას ვერ განახორციელებს. „უკრაინაში ფართომასშტაბიანი შეჭრა არ მოხდება რამდენიმე ძირითადი მიზეზის გამო:

1. დასავლეთმა მიაღწია ერთიანობის არნახულ დონეს და სანქციების შემოღება მართლაც ძალიან მძიმე იქნება რუსეთისთვის, ისევე როგორც დასავლეთის სამხედრო დახმარება ძალიან გაურთულებს რუსეთს საქმეს. ცალკე და უმნიშვნელოვანესი ფაქტორია პოლონეთი. NATO-ს 40-მილიონიანი წევრი, რომელსაც საერთო საზღვარი აქვს უკრაინასთან და სასიცოცხლო დაინტერესება. პრაქტიკულად, ეს იქნება რუსეთის ომი უკრაინასთან, პოლონეთთან, 80 მილიონ ადამიანთან. პოლონელები პირდაპირ არ იომებენ, მაგრამ შეუზღუდავ მომარაგებას, წვრთნას და მხარდაჭერას განახორციელებენ და შეუქმნიან უკრაინას მყარ ზურგს. პოლონეთის უკან ამერიკა და NATO-ა. ტყუილად არ იმეორებს ბაიდენი, რომ დაიცავს NATO-ს მოკავშირეებს. იგულისხმება პოლონეთი, რუმინეთი, როგორც უკრაინის ზურგი.

2. კიევში, მას შემდეგ, რაც ზელენსკიმ შარშან ძალიან მძიმე დარტყმა მიაყენა მეხუთე კოლონას (მათ შორის მეც ვიყავი თანამომხსენებელი ანტი-ოლიგარქიული კანონის), პუტინს კიევში არავინ ელის და პირიქით, პოლიტიკური კლასი უფრო კონსოლიდირებულია, ვიდრე ოდესმე.

3. და ბოლოს, პუტინმა აშკარად ვერ მიაღწია რუსეთის შიგნით ისეთ საზოგადოებრივ კონსენსუსს, რომელიც 2008 და 2014 წლებში ჰქონდა“ , – წერს სააკაშვილი.

ცნობისთვის, 16 თებერვალი უკრაინის ერთიანობის დღედ გამოცხადდა. ამ დღის აღმნიშვნელი ღონისძიება დღეს, უკრაინასა და საქართველოში გაიმართა.

კომენტარები

TOP 2022-02-16
ირაკლი შალიკაშვილი
Tags TOP
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

რუსეთის მხრიდან დეესკალაცია, ჯერჯერობით, არ გვინახავს – ის, რასაც რუსეთისგან ვხედავთ, უკრაინის საზღვრებთან გაძლიერებული სამხედრო ყოფნაა

შემდეგი სტატია

ჩემი პერსონალური პოზიციაა, სრული მხარდაჭერა ბადრი ჯაფარიძის მიმართ, დარწმუნებული ვარ, ჩვენი პარტიის პოზიცია ადეკვატური იქნება

მსგავსი სტატიები

Cheap Essay Writing Services – Essay Writing Service

ნაგულისხმევად საიტისათვის 19 ივლ 2021
ხატვარი ნიღაბს ხსნის საზოგადოების რეალურ ღირებულებებს

ხატვარი ნიღაბს ხსნის საზოგადოების რეალურ ღირებულებებს

15 ნოე 2017

How to Deliver Totally sure You Have the top Finest Maritime Biology Course

05 თებ 2020

უახლესი ამბები

  • ნატალი პორტმანი საფეხბურთო მატჩს დაესწრო

    ნატალი პორტმანი საფეხბურთო მატჩს დაესწრო

  • როგორ შევამციროთ სტრესის და შფოთვის დონე

    როგორ შევამციროთ სტრესის და შფოთვის დონე

  • დღე ისტორიაში – 5 ივნისი

    დღე ისტორიაში – 5 ივნისი

  • “კუჭის ოპერაციის მერე გართულება არსად უჩანდა… სიმსივნე 5 თვის წინ მოულოდნელად აღმოაჩნდა, თავიდან მძიმედ იყო, ჩაკეტილი”

    “კუჭის ოპერაციის მერე გართულება არსად უჩანდა… სიმსივნე 5 თვის წინ მოულოდნელად აღმოაჩნდა, თავიდან მძიმედ იყო, ჩაკეტილი”

  • შსს-მ ბათუმის ერთ-ერთ რესტორანში მიმტანის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო (ვიდეო)

    შსს-მ ბათუმის ერთ-ერთ რესტორანში მიმტანის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო (ვიდეო)

  • გერმანიაში თავშესაფარში, სადაც უკრაინელი ლტოლვილები ცხოვრობდნენ, ხანძარი გაჩნდა

    გერმანიაში თავშესაფარში, სადაც უკრაინელი ლტოლვილები ცხოვრობდნენ, ხანძარი გაჩნდა

  • გიორგი კაპანაძე: კადიროვის ნდობით აღჭურვილი პირების საქართველოში შემოსვლა პირდაპირ მიუთითებს „რუსული ოცნების“ მჭიდრო კავშირებზე პუტინის რეჟიმთან

    გიორგი კაპანაძე: კადიროვის ნდობით აღჭურვილი პირების საქართველოში შემოსვლა პირდაპირ მიუთითებს „რუსული ოცნების“ მჭიდრო კავშირებზე პუტინის რეჟიმთან

  • მეუფე შიო: ჩვენი მიწიური ცხოვრება წუთისოფელი იმდენად მძიმე ხდება ზოგჯერ, განსაცდელების გამო, ნუგეში რომ არ იყოს, შეუძლებელი გახდებოდა ამის დათმენა

    მეუფე შიო: ჩვენი მიწიური ცხოვრება წუთისოფელი იმდენად მძიმე ხდება ზოგჯერ, განსაცდელების გამო, ნუგეში რომ არ იყოს, შეუძლებელი გახდებოდა ამის დათმენა

  • Reuters: მსოფლიოს 20 უმსხვილესი სადაზვერვო სააგენტოს მაღალჩინოსნებმა უკრაინის ომი ფარულ შეხვედრაზე განიხილეს

    Reuters: მსოფლიოს 20 უმსხვილესი სადაზვერვო სააგენტოს მაღალჩინოსნებმა უკრაინის ომი ფარულ შეხვედრაზე განიხილეს

  • ოლექსი რეზნიკოვი: ინდონეზიის სამშვიდობო ინიციატივა ჟღერს, როგორც რუსეთის გეგმა და არა ინდონეზიის გეგმა

    ოლექსი რეზნიკოვი: ინდონეზიის სამშვიდობო ინიციატივა ჟღერს, როგორც რუსეთის გეგმა და არა ინდონეზიის გეგმა

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge