NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ბიზნესი»“უახლოეს დღეებში საწვავზე ფასი 3-5 თეთრით გაიზრდება, გრძელვადიან პერსპექტივაში კი 25-თეთრიან მატებას უნდა ველოდოთ”

“უახლოეს დღეებში საწვავზე ფასი 3-5 თეთრით გაიზრდება, გრძელვადიან პერსპექტივაში კი 25-თეთრიან მატებას უნდა ველოდოთ”

15 თებ 2022 ბიზნესი 536 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
“არ ვეთანხმები მოსაზრებას, რომ საწვავზე ფასი 3.5-4 ლარამდე გაიზრდება. მიუხედავად იმისა, რომ ნავთობის ფასი ბოლო 7 წლის ყველაზე მაღალ მაჩვენებელზეა“, – ამის შესახებ ნავთობიმპორტიორთა კავშირის თავმჯდომარემ რადიო ,,პალიტრასა“ და ,,პალიტრანიუსის“ გადაცემაში ,,საქმე“ განაცხადა.

ვანო მთვრალაშვილის პროგნოზით, მოკლევადიან პერსპექტივაში რეგულარის ტიპის საწვავზე ფასი 5 თეთრით მოიმატებს, ხოლო შედარებით დიდ დროში ფასის 25 თეთრამდე ზრდაცაა მოსალოდნელი.

„არ ვეთანხმები მოსაზრებას, რომ საწვავზე ფასი 3.5-4 ლარამდე გაიზრდება. მიუხედავად იმისა, რომ ნავთობის ფასი, ბოლო 7 წლის ყველაზე მაღალ მაჩვენებელზეა. წლის დასაწყისიდან დღემდე 22%-ით არის გაზრდი, თუმცა ჩვენ გვაქვს პოზიტიური ტენდენცია ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში. ამ მოცემულობიდან გამომდინარე, საწვავზე ფასი გაიზრდება, მაგრამ არა ასე მასშტაბურად. იმ პირობებში, როცა თითქმის ყველაფერზე იზრდება ფასი, საწვავი ერთ-ერთი ყველაზე სენსიტიურია და ჩვენ უნდა ვიყოთ ფრთხილად, როცა მკვეთრ ნეგატიურ პროგნოზზეა საუბარი.

წლის დასაწყისიდან ნავთობინდუსტრია ერთადერთია, სადაც ფასი არ შეცვლილა, მიუხედავად იმისა, რომ გლობალურ ბაზრებზე ფასი იზრდება, საქართველოში ფასი სტაბილური და უცვლელია. ეს არის მტკიცებულება, რომ საერთაშორისო ბაზრის ტენდენცია საქართველოზე მყისიერად არ აისახება.

რეგულარის ტიპის საწვავი, რომლის მომხმარებელი მოსახლეობის 70%-ია, უახლოეს დღეებში 3-5 თეთრით გაიზრდება. შედარებით გრძელვადიან პერსპექტივაში კი ფასის დაკორექტირებას მატებისკენ 25 თეთრით ველოდებით. თუმცა, რომ არა ლარის გამყარება დოლართან მიმართებით, ამის მიღმა ზრდა 10-15 თეთრი იქნებოდა. უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ბევრ რამეზეა დამოკიდებული, მათ შორის, იმაზეც, მოხდება თუ არა რუსეთ-უკრაინის კონფლიქტის დეესკალაცია. ვერანაირი არითმეტიკით 3.50 რეგულარი ვერ გახდება. ფასები ჯერ 5 თეთრითაა გაზრდილი, ისიც რიგ გასამართ სადგურებზე და არა ყველგან“, – განაცხადა მთვრალაშვილმა ,,საქმეში“.

წყარო

კომენტარები

საწვავი 2022-02-15
ნინო ჩხეიძე
Tags საწვავი
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

თამაზ მეჭიაური 67 წლის ასაკში გარდაიცვალა

შემდეგი სტატია

უკრაინის თავდაცვის სამინისტროსა და ორი ბანკის ვებსაიტებზე კიბერშეტევა განხორციელდა

მსგავსი სტატიები

საქართველოს ბანკის ახალი, უპრეცედენტო შეთავაზება იურიდიულ პირებს

საქართველოს ბანკის ახალი, უპრეცედენტო შეთავაზება იურიდიულ პირებს

თამუნა 04 ნოე 2020
პროგრამა სტარტაპერის მონაწილე „სამბრელა“ მობილურ თამაშებს მთელი მსოფლიოსთვის ქმნის

პროგრამა სტარტაპერის მონაწილე „სამბრელა“ მობილურ თამაშებს მთელი მსოფლიოსთვის ქმნის

თამუნა 02 ივლ 2021
“რუსთავი 2”: ხაზარაძეს გახარიას მუქარის წერილი, სავარაუდოდ, ჯაფარიძემ გადასცა

“რუსთავი 2”: ხაზარაძეს გახარიას მუქარის წერილი, სავარაუდოდ, ჯაფარიძემ გადასცა

09 მარ 2019

უახლესი ამბები

  • გივი ღამბაშიძე და ,,გორგილაძის აუტანელი სიმსუბუქე”  (ვიდეო)

    გივი ღამბაშიძე და ,,გორგილაძის აუტანელი სიმსუბუქე” (ვიდეო)

  • რომის პაპი კლინიკაში გადაიყვანეს

    რომის პაპი კლინიკაში გადაიყვანეს

  • შსს: პოლიციელზე თავდასხმისა და ნივთის დაზიანების ფაქტებზე დაკავებულია პირი, რომელმაც აქციაზე პოლიციელებს ესროლა ქვები და ე.წ. მოლოტოვის კოქტეილები, ცეცხლი წაუკიდა ავტომობილს

    შსს: პოლიციელზე თავდასხმისა და ნივთის დაზიანების ფაქტებზე დაკავებულია პირი, რომელმაც აქციაზე პოლიციელებს ესროლა ქვები და ე.წ. მოლოტოვის კოქტეილები, ცეცხლი წაუკიდა ავტომობილს

  • ვოლოდიმირ ზელენსკი დემოკრატიის სამიტზე: დემოკრატიას გამარჯვება სჭირდება ახლავე! წელს! ბოროტებამ ომი უნდა წააგოს

    ვოლოდიმირ ზელენსკი დემოკრატიის სამიტზე: დემოკრატიას გამარჯვება სჭირდება ახლავე! წელს! ბოროტებამ ომი უნდა წააგოს

  • რეჯეფ თაიფ ერდოღანი: პუტინი, შესაძლოა, 27 აპრილს თურქეთში ჩამოფრინდეს

    რეჯეფ თაიფ ერდოღანი: პუტინი, შესაძლოა, 27 აპრილს თურქეთში ჩამოფრინდეს

  • ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში, სოფელ კაბალში სპეცოპერაცია მიმდინარეობს

    ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში, სოფელ კაბალში სპეცოპერაცია მიმდინარეობს

  • რა საინტერესო ფაქტები იმალება თეთრი ფერის მიღმა

    რა საინტერესო ფაქტები იმალება თეთრი ფერის მიღმა

  • დღე ისტორიაში – 30 მარტი

    დღე ისტორიაში – 30 მარტი

  • ალექსი რეზნიკოვი: კონტრიერიშები იგეგმება რამდენიმე მიმართულებით – ვფიქრობ, მათ აპრილ-მაისში ვნახავთ

    ალექსი რეზნიკოვი: კონტრიერიშები იგეგმება რამდენიმე მიმართულებით – ვფიქრობ, მათ აპრილ-მაისში ვნახავთ

  • რატომ არ დაუშვა კონკურსზე ბექა ქურხულის წიგნი – „საბა“  წერილს აქვეყნებს

    რატომ არ დაუშვა კონკურსზე ბექა ქურხულის წიგნი – „საბა“ წერილს აქვეყნებს

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge