NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»პოლიტიკა»რამაზ საყვარელიძე: რაც შეეხება იმას, მოახერხებს თუ არა “ქართული ოცნება” “ნაციონალური მოძრაობის” გაქრობას ამოვიდეთ ციფრებიდან

რამაზ საყვარელიძე: რაც შეეხება იმას, მოახერხებს თუ არა “ქართული ოცნება” “ნაციონალური მოძრაობის” გაქრობას ამოვიდეთ ციფრებიდან

11 თებ 2022 პოლიტიკა 636 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

თუ 2024 წლამდე არჩევნები არ იქნება, მაშინ უფრო ადრე რა საჭიროა საკონსტიტუციო ცვლილებები? ეს ისეთი საკითხებია, სადაც სიჩქარე აუცილებლობას არ წარმოადგენს, – ამის შესახებ პოლიტოლოგმა რამაზ საყვარელიძემ “ინტერპრესნიუსთან” საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, მმართველ გუნდს ვადამდელი არჩევნების ჩატარების დაპირება არასდროს გაუცია და თუკი საკონსტიტუციო ცვლილებებზე განხილვები 2023 წელს დაიწყება “არაფერი დაშავდება”.

“თუკი ლაპარაკი არის საკონსტიტუციო ცვლილებებზე, რომელმაც არჩევნების საკითხი უნდა მოაწესრიგოს და თუ 2024 წლამდე არჩევნები არ იქნება, მაშინ უფრო ადრე რა საჭიროა ეს ცვლილებები? ვადამდელ არჩევნებს არც არასდროს ჰპირდებოდა მმართველი პარტია არავის, არ იდგა ეს საკითხი და 2024 წელს ჩატარებულ არჩევნებში როგორი იქნება პირობები ამაზეა ლაპარაკი და ეს პირობები პრინციპში, 2023 წელს რომ გახდეს მსჯელობის საგანი მე მგონი, არც არაფერი შავდება. პირიქით, რაღაცები შეიძლება უფრო დალაგდეს, მომწიფდეს, გაირკვეს. ეგ ისეთი საკითხებია, სადაც სიჩქარე აუცილებლობას არ წარმოადგენს,” – განაცხადა რამაზ საყვარელიძემ.

რაც შეეხება “ქართული ოცნების” თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის “ნაციონალური მოძრაობის” შესაძლო გაქრობასთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას, პოლიტოლოგის შეფასებით, ეს საბრძოლო რიტორიკის გამოხატულებაა. მისივე თქმით, “ნაციონალური მოძრაობა” მიხეილ სააკაშვილის, როგორც ქარიზმატული პოლიტიკური ფიგურის მხარდამჭერების ხარჯზე დგას და ასეთი ფენომენის ნულამდე დაყვანა იშვიათია.

“მეტოქეები იბრძვიან და ყველა ბრძოლის დროს- ფიზიკურს, პოლიტიკურსა და ეკონომიკურს წინ სიტყვიერი ბრძოლა უძღვის ხოლმე. ამჟამად სიტყვიერი ბრძოლის გამოხატულება გვაქვს. ისევე როგორც “ნაციონალური მოძრაობა” იძახდა საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში “ქართულ ოცნებას” გავაქრობთო და ჟურნალისტები არ კითხულობდნენ როგორ გააქრობო, იმიტომ, რომ ამას წინასაბრძოლო რიტორიკის ნაწილად აღიქვამდნენ. ასევე, საბრძოლო რიტორიკის ნაწილია ჩემი აზრით ეს ფრაზა.

რაც შეეხება იმას, მოახერხებს თუ არა “ქართული ოცნება” “ნაციონალური მოძრაობის” გაქრობას ამოვიდეთ ციფრებიდან. ყველაზე დიდი პროცენტი ოპოზიციურ პარტიებს შორის “ნაციონალურ მოძრაობას” ჰქონდა და ეს დიდი პროცენტი უშუალოდ სააკაშვილთან იყო დაკავშირებული. იმიტომ, რომ ის ჯგუფები, რომლებიც “ნაციონალურ მოძრაობას” გამოეყვნენ და სააკაშვილის ქუდის ქვეშ რომ არ იყვნენ, იმათ დაბალი რეიტინგი აქვთ. ასე რომ, ფაქტობრივად, სააკაშვილის, როგორც ქარიზმატული პოლიტიკური ფიგურის მხარდამჭერების ხარჯზე დგას “ნაციონალური მოძრაობა” და ასეთი ფენომენის ნულამდე დაყვანა იშვიათია ხოლმე.

რაც შეეხება პოლარიზაციას – საერთოდ არ მესმის პოლარიზაცია რატომ არის უარყოფითი მოვლენა მრავალპარტიულ ქვეყანაში. ბუნებრივია, პარტიები ერთმანეთს უპირისპირდებიან. როდესაც დაპირისპირება კანონის ან ზნეობის ფარგლებს სცდება, ისაა პრობლემა, თორემ თავისთავად პოლარიზაცია მეტ-ნაკლებად ბუნებრივია,” – აღნიშნა რამაზ საყვარელიძემ.

კომენტარები

რამაზ საყვარელიძე 2022-02-11
ირაკლი შალიკაშვილი
Tags რამაზ საყვარელიძე
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

ვერაზე თოდუას კლინიკის ახალი ფილიალი – „თოდუას კლინიკა ვერა“ გაიხსნა

შემდეგი სტატია

სულხან სალაძე: კულტურის მინისტრი და ეროვნული მუზეუმის დირექტორატის უმრავლესობა ეროვნული მუზეუმის წინააღმდეგ თავდასხმებს აგრძელებენ

მსგავსი სტატიები

სააკაშვილი: რუსი წვევამდელების მასობრივი ჩასვლა საქართველოში შეუქმნის დიდ დემოგრაფიულ საფრთხეს ამ პატარა ქვეყანას

სააკაშვილი: რუსი წვევამდელების მასობრივი ჩასვლა საქართველოში შეუქმნის დიდ დემოგრაფიულ საფრთხეს ამ პატარა ქვეყანას

ნინო ჩხეიძე 03 ოქტ 2022
საქართველოს თავდაცვის მინისტრი და გენერალური შტაბის უფროსი ავღანეთში გაემგზავრნენ

საქართველოს თავდაცვის მინისტრი და გენერალური შტაბის უფროსი ავღანეთში გაემგზავრნენ

სოსო ელისაშვილი 14 აგვ 2017
მიკვირს, როგორ მიმასწრო 10-მა “ნაცმა” გავრილოვის სკამთან გასაპროტესტებლად მისვლა და როგორ იცოდნენ პოზნერის ვიზიტზე ჩემზე ადრე

მიკვირს, როგორ მიმასწრო 10-მა “ნაცმა” გავრილოვის სკამთან გასაპროტესტებლად მისვლა და როგორ იცოდნენ პოზნერის ვიზიტზე ჩემზე ადრე

ირაკლი შალიკაშვილი 01 აპრ 2021

უახლესი ამბები

  • ბრიტანული დაზვერვა: ნაკლებად სავარაუდოა, რომ რუსეთი დონეცკის ოლქში მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწევს

    ბრიტანული დაზვერვა: ნაკლებად სავარაუდოა, რომ რუსეთი დონეცკის ოლქში მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწევს

  • რუსეთმა და ბელარუსმა ერთკვირიანი ერთობლივი სამხედრო წვრთნა დაიწყეს

    რუსეთმა და ბელარუსმა ერთკვირიანი ერთობლივი სამხედრო წვრთნა დაიწყეს

  • მარკ ფეიგინი: საქართველოს მთავრობას ჩვენი არ ესმის. ამიტომ  ჩვენ სხვანაირად ვიმოქმედებთ ვიმოქმედებთ მათზე …

    მარკ ფეიგინი: საქართველოს მთავრობას ჩვენი არ ესმის. ამიტომ  ჩვენ სხვანაირად ვიმოქმედებთ ვიმოქმედებთ მათზე …

  • ამერიკის შეერთებულმა შტატებმა უკრაინაში 60 ერთეულზე მეტი Bradley-ს საბრძოლო მანქანა გაგზავნა

    ამერიკის შეერთებულმა შტატებმა უკრაინაში 60 ერთეულზე მეტი Bradley-ს საბრძოლო მანქანა გაგზავნა

  • როგორ გაწირეს მამაკაცებმა დედა და შვილები შიმშილით სიკვდილისთვის – შემზარავი ამბავი დაკარგულებზე, ღალატსა და კანიბალიზმზე, რომელიც საბჭოთა მთავრობამ არ გაახმაურა

    როგორ გაწირეს მამაკაცებმა დედა და შვილები შიმშილით სიკვდილისთვის – შემზარავი ამბავი დაკარგულებზე, ღალატსა და კანიბალიზმზე, რომელიც საბჭოთა მთავრობამ არ გაახმაურა

  • 5 გამოგონება, რომელმაც სამყარო შეცვალა

    5 გამოგონება, რომელმაც სამყარო შეცვალა

  • დღე ისტორიაში – 31 იანვარი

    დღე ისტორიაში – 31 იანვარი

  • ირაკლი ღარიბაშვილმა ავსტრიის კანცლერს, კარლ ნეჰამერს ვახშამზე უმასპინძლა

    ირაკლი ღარიბაშვილმა ავსტრიის კანცლერს, კარლ ნეჰამერს ვახშამზე უმასპინძლა

  • სალომე ზურაბიშვილი: ევროინტეგრაციის გზაზე საქართველოსთვის ევროპული პერსპექტივის მინიჭება ისტორიული გადაწყვეტილებაა

    სალომე ზურაბიშვილი: ევროინტეგრაციის გზაზე საქართველოსთვის ევროპული პერსპექტივის მინიჭება ისტორიული გადაწყვეტილებაა

  • “ნახევარ თბილისს რომ დუდუ შეუყვარდა, იმ გოგომ აქეთ დაიწყო დევნა, არა, ზედმეტი არაფერი გაუკეთებია, ძალიან გულწრფელი ადამიანია…”

    “ნახევარ თბილისს რომ დუდუ შეუყვარდა, იმ გოგომ აქეთ დაიწყო დევნა, არა, ზედმეტი არაფერი გაუკეთებია, ძალიან გულწრფელი ადამიანია…”

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge