ვლადიმერ ჟირინოვსკის ჯანმრთელობის მდგომარეობა სულ უფრო მძიმდება. რუსული მედიის ცნობით, მას ადგილობრივი ექიმები ვერ შველიან და მისი საზღვარგარეთის კლინიკაში გადაყვანა იგეგმება.
ცნობილია, რომ განიხილება მისი ისრაელის ან გერმანიის საავადმყოფოში მოთავსება.
ის საავადმყოფოში კორონავირუსისგან გამოწვეული გართულებით რამდენიმე დღის წინ გადაიყვანეს.
არსებული ინფორმაციით, მას ორმხრივი პნევმონია და ფილტვების 75%-იანი დაზიანება აქვს.
რუსული მედიის ცნობით, 2 წლის განმავლობაში, ჟირინოვსკი რუსული “სპუტნიკით” რვაჯერ აიცრა.
კომენტარები